22.1. დაფინანსების ხელშეკრულების განსაკუთრებულ პირობებში, დანართ II-ში და დანართ III-ში შეტანილი ნებისმიერი სახის შესწორება უნდა მოხდეს წერილობითი ფორმით და ექვემდებარებოდეს დამატებას.

22.2. იმ შემთხვევაში, თუ შესწორების გაკეთებას ითხოვს მიმღები, ამ უკანასკნელმა აღნიშნული მოთხოვნა უნდა წარუდგინოს კომისიას, შესწორების ძალაში შესვალმდე სულ მცირე სამი თვით ადრე, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც სათანადოდაა დასაბუთებული მიმღების მიერ და მიღებულია კომისიის მიერ.

22.3. ტექნიკური შესწორებებისთვის, რომლებიც  არ ახდენენ გავლენას პროექტის/პროგრამის მიზნებსა და შედეგებზე და ცვლილებებზე და მიღებულ ტექნიკურ გადაწყვეტილებაზე, და თანხების ხელახლა გამოყოფის გარეშე, მიმღებმა უნდა აცნობოს კომისიას შესწორებებისა და მისი დასაბუთების შესახებ წერილობითი ფორმით, შეძლებისდაგვარად სწრაფად და გამოიყენოს აღნიშნული შესწორება.

22.4. სარეზერვო ფონდების გამოყენება უნდა ექვემდებარებოდეს კომისიის მიერ წინასწარ დამტკიცებას.

22.5. ოპერაციული განხორციელების ან დასკვნითი ფაზების გაფართოების სპეციფიკური შემთხვევები, რეგულირდება ზოგადი პირობების მუხლი 4 (4)-ითა და (5)-ით.

22.6. იმ შემთხვევაში, თუ კომისია გადაწყვეტს, რომ მიმღები ვეღარ აკმაყოფილებს დეცენტრალიზაციის კრიტერიუმს, აღნიშნული ზოგადი პირობების მუხლი 23 და 24-ის დარღვევის გარეშე, კომისიამ შეიძლება გადაწყვიტოს, რომ თავად იკისროს მიმღებისთვის მინდობილი ფინანსური ამოცანების განხორციელება, რათა გაგრძელდეს პროექტის/პროგრამის განხორციელება მიმღების სახელითა და ანგარიშით, ამ უკანასკნელისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის შემდე