21.1. მიმღებმა და კომისიამ კონსულტაციები უნდა გამართონ ერთმანეთთან, წინამდებარე დაფინანსების ხელშეკრულების განხორციელებას ან ინტერპრეტაციასთან დაკავშირებულ დავამდე.

21.2. იმ შემთხვევაში, თუ კომისია წინამდებარე დაფინანსების ხელშეკრულების მართვის პროცედურების განხორციელებასთან მიმართებაში აღმოაჩენს პრობლემებს, მან უნდა დაამყაროს ყველა საჭირო კონტაქტი მიმღებთან სიტუაციის გამოსასწორებლად და გადადგას ნებისმიერი საჭირო ნაბიჯი, მათ შორის, დროებით შეასრულოს მიმღების უფლება-მოვალეობები, როდესაც მიმღები ვერ ან არ ახორციელებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

21.3. კონსულტაციების შედეგად შესაძლებელია მოხდეს დაფინანსების ხელშეკრულების შესწორება, შეჩერება ან შეწყვეტ