16.1. მიმღების პასუხისმგებლობების შეულახავად, კომისიამ, ევროკავშირის ზოგადი ბიუჯეტის შესაბამისი ფინანსური რეგულაციების სათანადო დებულებების მიხედვით შეიძლება ფორმალურად დაადგინოს თანხა არასწორად გადახდილად წინამდებარე დაფინანსების ხელშეკრულების ფარგლებში დაფინანსებული კონტრაქტით და მოახდინოს მისი ამოღება ნებისმიერი საშუალებით.
16.2. მიმღების მიერ, კონტრაქტების მინიჭების პროცედურების საფუძველზე ან დაფინანსების ხელშეკრულების ფინანსური კონტრაქტის ფარგლებში დაფინანსებული კონტრაქტის საფუძველზე განხორციელებული ფინანსური გარანტიების არასწორი გადახდების შედეგად, ასევე კანდიდატზე, ტენდერში მონაწილეზე, კონტრაქტორზე ან გრანტის მიმღებზე, მიმღების მიერ დაკისრებული ფინანსური სასჯელებიდან ამოღებული თანხები უნდა დაუბრუნდეს კომისიას. მიმღებისთვის მიყენებული ზიანი ასევე უნდა დაუბრუნდეს კომისია