18.1. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ყველა პროექტი/პროგრამა უნდა ექვემდებარებოდეს სათანადო კომუნიკაციას და საინფორმაციო ზომებს. მიმღებმა უნდა მიიღოს აუცილებელი ზომები, რათა უზრუნველყოს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების/პროგრამების გამჭვირვალობა, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აღნიშნული ზომები უნდა განისაზღვროს მიმღების პასუხისმგებლობის ქვეშ, კომისიის თანხმობით.
18.2. კომუნიკაციისა და ინფორმაციის აღნიშნული ზომები უნდა ექვემდებარებოდეს ევროკავშირის გარე ქმედებების გამჭვირვალობისა და კომუნიკაციების სახელმძღვანელოში განსაზღვრულ და კომისიის მიერ გამოქვეყნებულ წესებს, რომლებიც ზომების მიღებისას იქნება ძალაშ