14.1. მიმღები იღებს ვალდებულებას, რომ მოახდენს პროექტის განსახორციელებლად საჭირო უცხოური ვალუტის იმპორტირებას ან შეძენას. იგი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ გამოიყენებს უცხოური ვალუტის გაცვლის შესახებ ეროვნულ რეგულაციებს არადისკრიმინაციულად იმ კონტრაქტორებთან მიმართებაში, რომელთაც მონაწილეობის უფლება აქვთ და ნახსენები არიან წინამდებარე ზოგადი პირობების მუხლ 10-ში.
14.2. სადაც შესაძლებელია ჩარჩო-ხელშეკრულების გამოყენება, რომელიც მოიცავს უფრო დეტალურ დებულებებს აღნიშნულ თემაზე, მოცემული დებულებები უნდა იქნეს გამოყენებულ