10.1. სამუშაოების შესრულებაზე, მომარაგებასა თუ მომსახურების მიწოდების კონტრაქტზე გამოცხადებულ ტენდერში და წინადადებების შემოტანაში მონაწილეობის მიღება, თანასწორი პირობებით ღია უნდა იყოს ევროკავშირის წევრ ქვეყანაში მოქმედი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისთვის და უნდა განხორციელდეს შესაბამისი თანამშრომლობის სფეროს, მიმღები მესამე ქვეყნების ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის, ან აღნიშნულ აქტებში ნათლად ნახსენები რომელიმე მესამე ქვეყნის მარეგულირებელი ძირითადი აქტების მიხედვით.
10.2. შესაბამისი სექტორის მარეგულირებელ მთავარ აქტებში წარმოდგენილი განსაკუთრებული პირობების საფუძველზე შესაძლებელია გადაწყდეს მონაწილეობაზე ნების დართვა მესამე ქვეყნის იმ მოქალაქეთათვის, რომლებიც არ არიან ნახსენები პირველ პუნქტში.
10.3. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საქონელი და მარაგი, რომელიც საჭიროა სამუშაოს შესრულების, მიწოდებისა და მომსახურების კონტრაქტებისა და შესყიდვების პროცედურებისთვის, რომელსაც გრანტის მიმღები განახორციელებს დაფინანსებული ქმედებების შესასრულებლად, ინიციირებული უნდა იყოს იმ ქვეყნებში, რომლებიც უფლებამოსილნი არიან, მონაწილეობა მიიღონ ზემოაღნიშნულ ორ პუნქტში წარმოდგენილი პირობების შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ძირითადი აქტი სხვა რამეს ითვალისწინებ