6.1. როდესაც მიმღები ახორციელებს გადახდებს მესამე მხარისთვის, წინასწარ უნდა მოხდეს პროგრამის შეფასება და ადაპტირება.
6.2. პროგრამის შეფასება არის დოკუმენტი, რომელშიც გაწერილია იმ ზომების პროგრამები, რომელთა მიღებაც უნდა მოხდეს, ასევე საჭირო ადამიანური და მატერიალური რესურსები, შესაბამისი ბიუჯეტი და დეტალური ტექნიკური და ადმინისტრაციული განვითარების ზომები პროექტის/პროგრამის დეცენტრალიზებული შესრულებისთვის კონკრეტულ ვადაში უშუალო სამუშაოს შესრულების და/ან სახელმწიფო შესყიდვების და/ან გრანტების მინიჭების მეშვეობით.
6.3. პროგრამის შეფასების ყველა დოკუმენტი, რომლებიც დაფინანსების ხელშეკრულების განხორციელებისას გამოიყენება, უნდა შეესაბამებოდეს კომისიის მიერ განსაზღვრულ პროცედურებსა და სტანდარტულ დოკუმენტებს, რომლებიც ძალაშია პროგრამის შეფასების დოკუმენტის მიღებისა