2.1. დაფინანსების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინდივიდუალური ხარჯების გადაჭარბების შემთხვევაში უნდა მოხდეს საბიუჯეტო ხაზით გამოყოფილი თანხების ხელახლა გამოყოფა (რეალოკაცია) ზოგადი პირობების მუხლი 22-ის შესაბამისად.
2.2. დაფინანსების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთლიანი თანხის გადაჭარბების რისკის არსებობის შემთხვევაში მიმღებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომისიას და დაელოდის გადაჭარბებული თანხების დასაფარად საჭირო მაკორექტირებელი ზომების გატარებაზე დასტურს და შესთავაზოს კომისიას პროექტის/პროგრამის მასშტაბების შემცირება, ან მოიძიოს საკუთარი ან არა ევროკავშირიდან წარმომდგარი სახსრები.
2.3. იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდება პროექტის/პროგრამის მასშტაბების შემცირება ან მიმღები საკუთარი ან სხვა სახსრებით ვერ დაფარავს გადაჭარბებულ ხარჯებს, კომისიამ, მიმღების სათანადოდ დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, შეიძლება მიიღოს დამატებითი დაფინანსების გამოყოფის გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში, თუ კომისია მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას, გადაჭარბებული ხარჯების დაფინანსება უნდა მოხდეს ევროკავშირის შესაბამისი წესებისა და პროცედურების დარღვევის გარეშე, დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფით, რომელსაც განსაზღვრავს კომისია.
თავი II - განხორციელე
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 2. ხარჯების გადაჭარბება და მათი დაფარვა— „საქართველოს მთავრობას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ევროპის კავშირს შორის ,,ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაცია - ფაზა III (წყლის მიწოდება და წყალანირება ბათუმსა და მის მიმდინარე სოფლებში)“
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „საქართველოსა და ევროკავშირს შორის წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზება - ფაზა II დაფინანსების ხელშეკრულება“, მუხლი 2, №200/41, 13.06.2014, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016261 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.06.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2422328/muxli-2-2/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია