2.1. შესაძლებელია განხორციელდეს დაფინანსების ხელშეკრულების საბიუჯეტო ხაზით გამოყოფილი თანხების რეალოკაცია ინდივიდუალური ხარჯების გადაჭარბებისათვის წინამდებარე ზოგადი პირობების მე-17 მუხლის შესაბამისად.
2.2. იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს დაფინანსების ხელშეკრულებით გამოყოფილ მთლიან თანხაზე ხარჯების გადაჭარბების რისკი, კომისია უფლებამოსილია შეამციროს პროექტი/პროგრამა ან გადააკისროს ბენეფიციარს მისი უზრუნველყოფა საკუთარი ან სხვა არა გაერთიანების სახსრებით.
2.3. თუ პროექტი/პროგრამის შემცირება შეუძლებელია, ან გადაჭარბებულ ხარჯებს ვერ ფარავს ბენეფიციარი საკუთრი ან სხვა სახსრებით, კომისია უფლებამოსილია გამოყოს დამატებითი დაფინანსება. დამატებითი დანახარჯები დაფინანსდება გაერთიანების შესაბამისი წესებისა და პროცედურების დაცვით, რაც დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფისათვის დგინდება კომისიის მიერ.
მუხლი 2. ხარჯების გადაჭარბება და მათი დაფარვა— ევროპის გაერთიანებასა და საქართველოს შორის „საქართველოს 2009 სასურსათო უსაფრთხოების პროგრამის“ (Georgia 2009 Food Security Programme) დაფინანსების ხელშეკრულება
მუხლი 2. ხარჯების გადაჭარბება და მათი დაფარვა— „საქართველოს მთავრობას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ევროპის კავშირს შორის ,,ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაცია - ფაზა III (წყლის მიწოდება და წყალანირება ბათუმსა და მის მიმდინარე სოფლებში)“
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „დაფინანსების ხელშეკრულება (საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა სამოქმედო გეგმის მხარდაჭერა: 2008 ნაწილი II)“, მუხლი 2, 01.06.2009, სარეგისტრაციო კოდი 480170000.03.030.000728 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.06.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1399290/muxli-2-2/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია