7.1. სამუშაოების, საქონლის ან მომსახურების ტენდერში მოწვევა და მონაწილეობა თანაბრად უნდა იყოს ხელმისაწვდომი გაერთიანების წევრი ქვეყნების ყველა იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის, თანამშრომლობის სექტორის მარეგულირებელი ძირითადი აქტების განსაკუთებული დებულებების შესაბამისად, ბენეფიციარი მესამე ქვეყნების ან იმ მესამე ქვეყნების, რომლებიც პირდაპირ ნახსენებია ამ აქტში ყველა იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის.

7.2. თანამშროლობის სექტორის მარეგულირებელ აქტებში მოცემული განსაკუთრებული პირობების საფუძველზე, შეიძლება გადაწყდეს, რომ ტენდერში მონაწილეობა შეთავაზებულ იქნას იმ მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც არ არიან ნახსენები პირველ პუნქტში.

7.3. გაერთიანების მიერ დაფინანსებული საქონელი და მიწოდება, რომელიც საჭიროა სამუშაოების, საქონლის ან მომსახურების კონტრაქტების შესრულებისათვის და დაფინანსებულ ღონისძიებათა შესასრულებლად საჭირო გრანტის ბენეფიციარების შესყიდვების პროცედურები უნდა განხორციელდეს იმ ქვეყნებში, რომლებიც უფლებამოსილნი არიან მონაწილეობა მიიღონ ზემოაღნიშნული ორი პუნქტის პირობების შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ძირითად აქტებში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

თავი IV. კონტრაქტების შესრულების წესე