24.1. იმ შემთხვევაში, თუ საკითხები, რომლებმაც გამოიწვია დაფინანსების ხელშეკრულების შეწყვეტა, არ გადაწყდება მაქსიმუმ 180 დღის განმავლობაში, მხარეებმა შეიძლება შეაჩერონ დაფინანსების შეთანხმება, აღნიშნულის შესახებ ერთმანეთისთვის 30 დღით ადრე შეტყობინებით.
24.2. იმ შემთხვევაში, თუ დაფინანსების ხელშეკრულება არ გულისხმობს გადახდას მასზე ხელის მოწერიდან სამი წლის განმავლობაში, ან აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ხელი არ აქვს მოწერილი განხორციელების კონტრაქტს, ასეთი დაფინანსების შეთანხმება შეჩერდება.
24.3. როდესაც შეჩერების შესახებ ეცნობება მხარეს, შედეგები მიმდინარე კონტრაქტისა და პროგრამის შეფასების ან კონტრაქტის ან იმ პროგრამის შეფასების შესახებ, რომელსაც ხელი უდნა მოეწეროს, იქნება მითითებულ