20.1 დაფინანსების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, რომელიც არ გადაწყდება ზოგადი დებულებების მე-16 მუხლის შესაბამისად გამართული კონსულტაციების შემდეგ 6 თვის განმავლობაში, შეიძლება გადაწყდეს ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით არბიტრაჟის მეშვეობით.
20.2 ასეთ შემთხვევაში თითოეულმა მხარემ უნდა დანიშნოს არბიტრი არბიტრაჟის მოთხოვნიდან 30 დღის განმავლობაში. აღნიშნულის განუხორციელებლობის შემთხვევაში, ნებისმიერი მხარე უფლებამოსილია თხოვნით მიმართოს მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს (ჰააგა) გენერალურ მდივანს დანიშნოს მეორე არბიტრი. ორმა არბიტრმა 30 დღის განმავლობაში უნდა დანიშნოს მესამე არბიტრი. აღნიშნულის განუხორციელებლობის შემთხვევაში ნებისმიერი მხარე უფლებამოსილია თხოვნით მიმართოს საარბიტრაჟო სასამართლოს (ჰააგა) გენერალურ მდივანს დანიშნოს მესამე არბიტრი.
20.3 იმ შემთხვევაში თუ არბიტრები სხვა რამეს არ გადაწყვეტენ, მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს არბიტრაჟის დისპოზიციური წესების შესაბამისად არბიტრაჟს, სადაც ჩართულია საერთაშორისო ორგანიზაციები უნდა მიმართონ სახელმწიფოებმაც. არბიტრების გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით, სამი თვის განმავლობაში.
20.4 ყოველი მხარე ვალდებულია მიიღოს საჭირო ზომები, არბიტრაჟის გადაწყვეტილების გამოსაყენებლად.
დაფინანსების ხელშეკრულების №ENPI/2010/21077 დანართი
ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებები
ბენეფიციარი ქვეყანა/რეგიონი
საქართველო
შემკვეთი მხარე
საქართველოს მთავრობა
საბიუჯეტო ხაზი
19.08.01.03
სათაური
საქართველოს რეგიონული განვითარების რეფორმის მხარდაჭერა
სრული ღირებულება
19.0 მილიონი ევრო
დახმარების მეთოდი/მენეჯმენტის ტიპი
სექტორული პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამა:
-სექტორის ბიუჯეტის მხარდაჭერა (ცენტრალიზებული მართვა – 17 მლნ ევრო)
- პროექტის ტიპი (ცენტრალიზებული პირდაპირი მართვა – 2 მლნ ევრო)
DAC -კოდი
15112
სექტორი
დეცენტრალიზაცია და ქვეეროვნული მთავრობის მხადაჭერა
1. ინტერვენცია
1.1. მიზნები
საქართველოს რეგიონებს შორის უთანაბრობის შემცირება საქართველოს მთავრობის მთავარ მიზნად არის აღიარებული მთავრობის პროგრამა „საქართველო სიღარიბის გარეშე და ძირითადი მიმართულებები და მონაცემები, რომელშიც გაწერილი რეფორმის საშუალოვადიანი პროგრამა და მისი ამოცანები, მოიცავს საშუალოვადიან მაკროეკონომიკურ პროგნოზებს, მათ შორის ფისკალურ რესურსებსა და მათ განაწილებას უზრუნველყოფს და მოიცავს ინდივიდუალურად, დარგობრივი სამინისტროების სტრატეგიების. 2011-14 წლის ძირითადი მიმართულებებისა და მონაცემების ბოლო პროექტი პარლამენტს 2010 წლის ნოემბერში წარედგინა. მასში ზრდასა და სიღარიბის დაძლევას შორის არსებული კავშირებია ხაზგასმული. საბიუჯეტო ხარჯვის მნიშვნელოვანი ნაწილი სოციალურ და ჯანდაცვის შემწეობას დანამდვილებით ეთმობა, მაგრამ, მხოლოდ ნაწილობრივ ხერხდება რეგიონებს შორის ეკონომიკური უთანასწორობის შემცირება.[1]
საქართველოს მთავრობამ აღნიშნული მიზნების მისაღწევად რამდენიმე ინიციატივა წამოიწყო, ამისი მაგალითია „იაფი კრედიტების პროგრამა“ და „სოფლის მეურნეობის 100 ახალი საწარმო”.
2008 წელს, რეგიონული მართვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა რეგიონული განვითარების სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების და დონორთა კოორდინაციის ფართო მექანიზმის შექმნის დაპირება გააჟღერა. 2008 წლის დეკემბერში, ევროკავშირის დელეგაციის მხარდაჭერით რეგიონული განვითარების საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა. 2009 წლის თებერვალში, მინისტრის აპარატი სრულუფლებიან სამინისტროდ გარდაიქმნა და მის კომპეტენციებს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა, რეგიონული პოლიტიკის განვითარება და ინფრასტრუქტურა დაემატა
2009 წლის 6 ივნისს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებული საქართველოში რეგიონული განვითარების დიაგნოსტიკური ანგარიში[2] წარმოადგინა. ამ დოკუმენტზე დაყრდნობით შემუშავდა რეგიონული განვითარების სახელმწიფო სტრატეგია (2010-2017). სტრატეგია საქართველოს მთავრობამ 2010 წლის 25 ივნისს[3] , ხოლო მისი სამოქმედო გეგმა 2010 წლის 16 ნოემბერს მიიღო.
როგორც რეგიონული განვითარების დიაგნოსტიკურ ანგარიშშია აღნიშნული, რეგიონული პოლიტიკის კუთხით, საქართველო ხუთი ძირითადი გამოწვევის წინაშე დგას:
● რეგიონული განვითარების დაფინანსება: ეს მოიცავს ადგილობრივი მთავრობებისთვის ხელმისაწვდომ ფისკალურ რესურსებს, ასევე ცენტრალური მთავრობის მიერ გაცემულ ტრანსფერებს და ცენტრალურად მართულ ფონდებს განვითარების პროექტების დასაფინანსებლად.
● ინსტიტუციური მოწყობა, მენეჯმენტი და ადამიანური რესურსები: როგორც დიაგნოსტიკურ ანგარიშშია განხილული, ამჟამინდელი წყობა საჭიროებს გაძლიერებას, კერძოდ ძალისხმევა უნდა მიიმართოს ადგილობრივი თვითმმართველობების/გუბერნატორების სამსახურების შესაძლებლობათა ზრდისკენ და კადრების ცვლის შემცირებისკენ.
● სიღარიბის შემცირება და დასაქმება: სიღარიბის შემცირება საქართველოსთვის მთავარ გამოწვევად რჩება, რადგან რამოდენიმეწლიანმა სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ ამ პრობლემას ვერ უშველა. სამუშაო ადგილების შეზღუდულობა ურბანული ცენტრებისკენ შიდა მიგრაციას იწვევს და სოფლებს ეკონომიკური შესაძლებლობებისა და სოციალური სერვისების გარეშე ტოვებს.
● მუნიციპალური განვითარება და ინფრასტრუქტურა: საქართველოს მთავრობამ რეგიონული და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება მთავარ პრიორიტეტად დაისახა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული წინსვლა არსებობს სასმელი წყლისა და გაზის სისტემების კუთხით, მუნიციპალიტეტებს/რეგიონებს შორის უთანასწორობა მაინც დიდი რჩება. დაფინანსების არსებული მექანიზმები, იქნება ეს კონკრეტულ სექტორზე მიმართული სახსრები (გზების მშენებლობისთვის/რეაბილიტაციისთვის, საირიგაციო სისტემებისთვის, სკოლების რეაბილიტაციისთვის და ა.შ) ევროკავშირის პრაქტიკასთან ჯერ კიდევ დასაახლოებელია გამჭვირვალობის, მოქალაქეთა მონაწილეობის თუ სტრატეგიული ორიენტირებულობის კუთხით.
● დეცენტრალიზაცია: საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობების მნიშვნელოვანი რეფორმა 2005 წელს ორგანული კანონით განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ კანონის ტექსტში ადგილობრივი ხელისუფლებების გაზრდილი ეფექტურობის[4] სასარგებლოდ მთელი რიგი ტერიტორიული და ადმინისტრაციული ცვლილებებია ფორმულირებული, დეცენტრალიზაციის პროცესი მიმდინარეობს და საჭიროებს შემდგომ განვითარებას. ადგილობრივ ხელისუფლებებს შეზღუდული ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსები გააჩნიათ ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი პროგრამებისა და ბიუჯეტების ეფექტურად დასაგეგმად და განსახორციელებლად. ევროპის საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობით მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა საქართველოს კანონმდებლობაში, რამაც საკრებულოს (ადგილობრივი საბჭოები) როლი გაზარდა, მოქალაქეთა ჩართულობის ახალი ინსტრუმენტები შექმნა და აღმასრულებელი ძალაუფლების კონცენტრირება საკრებულოს თავმჯდომარეში, როგორც ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ხელმძღვანელში მოახდინა.
რეგიონული განვითარების სექტორული პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამა საქართველოში სოციალური და რეგიონული უთანასწორობის შემცირებას ემსახურება. პროგრამის კონკრეტული მიზანი საქართველოს რეგიონული განვითარების სტრატეგიის (2010-2017) განხორციელების ხელშეწყობაა საქართველოს მთავრობისთვის შემდეგ სფეროებში დახმარების გაწევის გზით:
● რეგიონული პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების ჩარჩოები: საქართველოში გრძელვადიანი რეგიონული განვითარების უზრუნველყოფა. რეგიონული დაგეგმარების ინსტრუმენტების (ე.ი. სახელმძღვანელო პრინციპები და პროცედურები) შემუშავება და გამოყენება.
● ადამიანური რესურსების მართვა: ადამიანური რესურსების მენეჯმენტის რეგიონული განვითარების მიზნისკენ მიმართვა.
● რეგიონული ინფრასტრუქტურის და ინოვაციური შესაძლებლობების განვითარება: რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების დოკუმენტის და მუნიციპალური დაგეგმვის გაუმჯობესება ქვეყანაში რეგიონული სოციო-ეკონომიკური დისბალანსის შემცირების გათვალისწინებით.
● სტატისტიკა და ინფორმაცია რეგიონული განვითარებისთვის: ტექნიკური სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადდა რეკომენდაციები რეგიონული განვითარების სტატისტიკური მეთოდოლოგიისსათვის და დანერგილია შესაბამისი სამოქმედო გეგმის თანახმად.
1.2. მოსალოდნელი შედეგები და ძირითადი ღონისძიებები
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების გაუმჯობესებული შესაძლებლობები იმ ეკონომიკური განვითარების ინიციატივების შემუშავებაში, განხორციელებასა და შეფასებაში, რომელიც რეგიონულ დონეზე ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს;
● ინსტიტუციონალური, საკანონმდებლო და ტერიტორიული მოწყობის ჰარმონიზება საქართველოში რეგიონული განვითარების პოლიტიკის გრძელვადიანი მდგრადობით უზრუნველსაყოფად;
● მეთოდოლოგიურად სტანდარტიზებული განვითარების სტრატეგიები იქნება შემუშავებული საქართველოს ყველა რეგიონის მიერ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ზედამხედველობით და ჩაუტარდება მონიტორინგი რეგიონული განვითარების საბჭოს მიერ;
● სხვადასხვა ტერიტორიულ დონეზე, შესაბამის დარგობრივ სამინისტროებს, ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის კომუნიკაციის და კოორდინაციის გაუმჯობესება;
● ადგილობირივი/რეგიონული მოხელეების მომზადების/გადამზადებისა და ადამიანური რესურსების მართვის მდგრადი მექანიზმისთვის საფუძვლების შექმნის ხელშეწყობა;
● ყველა ტერიტორიულ დონეზე განვითარების დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასებისთვის საჭირო სტატისტიკური ინსტრუმენტებისა და მონაცემთა შეგროვების მექანიზმების გაუმჯობესება; რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებული მონაცემების ჩართვა გეოსტატის ყველა პუბლიკაციებში.
● ადგილობრივ დონეზე ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგის გაუმჯობესება და მათი ჩართულობა ადგილობრივი განვითარების პროექტებში;
● საქართველოს მთავრობის მიერ მაღალი ტექნოლოგიური ინოვაციური პროექტტების შემუშავება მაღალი ტექნოლოგიური ინოვაციური პროექტების საპროექტო წინადადებების დამტკიცების მექანიზმის შემოღებით.
ძირითადი მოქმედებები:
● საქართველოს ყველა რეგიონში რეგიონული განვითარების საბჭოების (არაკონცენტრირებული და დეცენტრალიზებული სუბიექტების, ბიზნესის წარმომადგენლობის და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით) შექმნა; საქართველოს ყველა რეგიონისთვის განვითარების სტრატეგიების მომზადება და განხორციელება;
● რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის გუბერნატორის სამსახურების ყველა თანამდებობაზე სამუშაოს აღწერილობის შემოღება და სტანდარტიზებული ტრენინგის მექანიზმის შემუშავება, რომელიც ამოქმედდება 2013 წლიდან;
● ტრენინგის მოდულების შემუშავება და თითოეული შემუშავებული მოდულისთვის ტრენინგების ჩატარება;
● მუნიციპალური ინფრასტრუქტურა (გაზის, წყალმომარაგების, კლინიკების და ადგილობრივი გზების გათვალისწინებით); მუნიციპალიტეტების დაგეგმვის და მონიტორინგის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, საქართველოს შესაბამისი უწყებების მიერ მომზადებულია სტანდარტები მუნიციპალური ინფრასტრუქტურისთვის.
● რეგიონებში ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების ზრდის გათვალისწინებით მაღალი ტექნოლოგიური ინოვაციების პოლიტიკის საპროექტო წინადადების მომზადება;
● რეგიონული განვითარების ყოველმხრივი სტატისტიკური და ინფორმაციული სისტემის შემუშავება და განხორციელება.
1.3. ხანგრძლივობა
შეთანხმების მოქმედების ვადა 84 თვით განისაზღვრება. მისი განხორციელება ზოგადი პირობების (დანართი I) მუხლი 4.2 პირობების თანახმად 2 ფაზისგან შედგება:
1. ოპერაციულ დონეზე განხორციელების ფაზა, რომელიც დაფინანსების შესახებ ხელშეკრულების ამოქმედებისთანავე დაიწყება და 60 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
2. დახურვის ფაზა, რომელიც 24 თვე გაგრძელდება და რომელიც ოპერაციულ დონეზე განხორციელების ფაზის დასასრულიდან აითვლება.
ზოგადი პირობების (დანართი I) მუხლი 6-ის შესაბამისად, დაფინანსების ხელშეკრულების განხორციელებასთან დაკავშირებულ კონტრაქტებს ხელი მოეწერება დაფინანსების ხელშეკრულების (გარდა აუდიტისა და შეფასებისა) ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს სამი წლის განმავლობაში. აღნიშნული ვადა არ გაგრძელდება (დასრულების პერიოდი).
2. განხორციელება
2.1 განხორციელების მეთოდი და შესყიდვისა და გადახდის პირობები
პროგრამის საბიუჯეტო მხარდაჭერის კომპონენტის განხორციელებას პირდაპირ, ცენტრალიზებულად გაეწევა მენეჯმენტი. პარტნიორი ქვეყნის მთავრობამ უნდა დაადასტუროს რომ თანხა ჩაირიცხა შესაბამისი სახაზინო ანგარიშზე და წარმოადგინოს ტრანსფერის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მათ შორის ვალუტის გაცვლისას გამოყენებული კურსი.
ტექნიკური დახმარების კომპონენტი ცენტრალიზებული მენეჯმენტით განხორციელდება.
ყველა კონტრაქტი უნდა დაიდოს და განხორციელდეს დაფინანსების ხელშეკრულების მიხედვით და ევროგაერთიანების დელეგაციის მიერ მიღებული და გამოქვეყნებული სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად, რათა განხორციელდეს საგარეო მოქმედებები რომელიც ძალაში შევა პროცედურების დაწყებისთანავე.
კომისიამ ყველა გადახდა უნდა განახორციელოს დაფინანსების ხელშეკრულების ზოგადი და განსაკუთრებული პირობების და კომისიის მიერ შემუშავებული და გამოქვეყნებული პროცედურებისა და სტანდარტული დოკუმენტების შესაბამისად, რომლებიც კონკრეტული პროცედურის დაწყების დროს არის ძალაში.
წინამდებარე აქტივობისთვის კონტრაქტების გადაცემაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, რომელთაც ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის რეგულაცია ფარავს. კომპეტენტური ოფიცრის მიერ სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირებისთვის მონაწილეობის უფლების მინიჭების საკითხი ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის 21(7) მუხლში მოცემული პირობების მიხედვით უნდა გადაწყდეს.
2.2 ბიუჯეტი და კალენდარი
2.2.1 ბიუჯეტი
სექტორული პროგრამის ბიუჯეტი 19.0 მილიონ ევროს შეადგენს, აქედან 2.0 მილიონი ევრო ტექნიკურ დახმარებაზე განაწილდება. დარჩენილი დაფინანსება (17 მილიონი ევრო) გამოყენებული იქნება საბიუჯეტო დახმარებისათვის.
ევროკავშირის ტექნიკური თანამშრომლობის ჩარჩო სტრატეგიისა და სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, ტექნიკური დახმარება, სხვასთან ერთად, რეფორმების პროგრესისა და გადახდის პირობების შესრულების მონიტორინგისა და განხილვისთვის გამოიყენება. საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკური დახმარების გამოყენება შესაძლებელია ინსტიტუციონალური შესაძლებლობების მეტად გასაძლიერებლად, კერძოდ, თანამედროვე მართვისა და პროცედურების სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებისთვის, კონკრეტული სტრუქტურების/ფუნქციების შექმნის მხადაჭერისთვის, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტული გამოცდილების მიწოდებისთვის, ღონისძიებების ორგანიზებისთვის, ბეჭდვისა და პუბლიკაციებისთვის, არასახელმწიფო აქტორების ჩართვის ხელშეწყობისთვის, პერსონალის გადამზადებისთვის და ა.შ.
საბიუჯეტო მხარდაჭერა
მოცულობა
(სავარაუდო)
ევროკავშირის კონტრიბუცია
სხვა დონორები
სამთავრობო სექტორის ბიუჯეტი (გარე კონტრიბუციების გარეშე)
საბიუჯეტო მხარდაჭერა
€ 17.0 მილიონი
€ 17.0 მილიონი
ა/გ
325.4 მილიონი ლარი (დაახლოებით 145.1 მილიონი ევრო)- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი
ტექნიკური დახმარება მოიცავს:
€ 2 მილიონი
€ 2 მილიონი
ტექნიკური დახმარება
€ 1.5 მილიონი
€ 1.5 მილიონი
ა/გ
აუდიტი და შეფასება
€ 0.3 მილიონი
€ 0.3 მილიონი
ა/გ
ხილვადობა
€ 0.2 მილიონი
€ 0.2 მილიონი
ა/გ
2.2.2 კალენდარი:
პროგრამის ოპერაციულ დონეზე ხანგრძლივობა დაფინანსების ხელშეკრულების ხელმოწერიდან ცალსახად 60 თვე უნდა იყოს.
17.0 მილიონი ევროს საბიუჯეტო მხარდაჭერის კომპონენტი სამ ტრანშად გაიცემა 2011 წლიდან: 5 მილიონი ევრო პირველი ტრანში და 6 მილიონი ევროს ოდენობით მომდევნო 2 ტრანში, საქართველოს მთავრობის მიერ დანართ 1 და 2-ში პოლიტიკის რეფორმის პირობების შესრულების შემდეგ. თითოეული ტრანში ფიქსირებული (ტრანშის სრული მოცულობის შესაბამისად 100%, 30% და 30%) და ცვლადი (ტრანშის სრული მოცულობის შესაბამისად 0%, 70% და 70%)კომპონენტისაგან შედგება.
პირობების შეუსრულებლობა, რომელიც ფისქირებულ ტრანშზე მიბმულ პირობებთან (დანართი 2, ნაწილი 3) შესაბამისობის საფუძველზე ფასდება, მთელი ტრანშის გარდაუვალ დაკარგვას გამოიწვევს.
2.3 ქცევის მონიტორინგი და გადახდის კრიტერიუმები
2.3.1. შესრულების მონიტორინგის ჩატარების აღწერა
რეგიონული პოლიტიკის მართვაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროა პასუხისმგებელი. ეს პასუხისმგებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თავმჯდომარეობით არსებული რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის[5] მხარდაჭერით ხორციელდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ყოველკვარტულ სექტორულ საკოორდინაციო შეხვედრებს გაუკეთებს ორგანიზებას, რომელშიც საქართველოს სხვა დარგობრივი სამინისტროები და სააგენტოები, განვითარების პარტნიორები, არასახელმწიფო სექტორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. შეხვედრებზე რეგიონული განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის მიმდინარეობა შეფასდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუდმივმოქმედ სამდივნოს შექმნის, რომელიც ჩართული მხარეებისა და რეგიონული განვითარების კომისიის შეხვედრების ორგანიზაციულ ნაწილზე იქნება პასუხისმგებელი.
საქართველოს ჯერჯერობით სანდო და თანმიმდევრული სტატისტიკური/საინფორმაციო სისტემები არ გააჩნია. წინამდებარე პროგრამისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ასეთი ინსტრუმენტების შექმნის ხელშეწყობას დაგეგმვის ინსტრუმენტების (რეფორმის სფერო 1) და რეგიონული განვითარების სტატისტიკისა და ინფორმაციის სისტემების (რეფორმის სფერო 4) გაძლიერებით.
რეფორმის თითოეულ სფეროში წარმოდგენილი ინდიკატორები რეგიონული განვითარების სახელმწოფო სტრატეგიის (2010-2017) შესაბამისია. ისინი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან აქტიური განხილვების საფუძველზე შემუშავდა.
რეგიონული პოლიტიკა საქართველოში ახალი სექტორია. მისი განხორციელების მთავარი ინსტიტუტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროა, რომელიც 2009 წლის თებერვალში შეიქმნა, საჯარო დაწესებულებების შეზღუდული ინსტიტუციონალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე საჭირო იქნება სპეციალური ტექნიკური დახმარების გაწევა, მთავრობისთვის სექტორული მენეჯმენტისა და სამოქალაქო საზოგადოებასა და დონორებს შორის კომუნიკაციის გაძლიერებისთვის კორდინაციის მექანიზმების გაუმჯობესების საქმეში მხარდაჭერის მიზნით. ტექნიკური დახმარების ასეთივე პრიორიტეტებად განისაზღვრება ადამიანური რესურსების მართვა, კერძოდ ადგილობრივ დონეზე, და გამართული სტატისტიკური/საონფორმაციო სისტემების შექმნა. ამ პროგრამის სასარგებლოდ, ტექნიკური დახმარებისთვის გამოყოფილი სახსრების ადმინისტრირებას ევროკომისია მოახდენს.
რეგიონული განვითარების სექტორული პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამაზე ზედამხედველობის ფუნქციას უზრუნველყოფს რეგიონული განვითარების კომისია და პროგრამის სამეთვალყურეო საბჭო. სამეთვალყურეო საბჭო შეიკრიბება წელიწადში სულ მცირე ორჯერ, და საჭიროების შესაბამისად დელეგაციის ან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად. პროგრამის განხორციელების ზედამხედველობისათვის სამეთვალყურეო საბჭო მოიწვევს პრემიერ მინისტრის აპარატის, ჯეოსტატის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ფინანსთა სამინისტროს, საჯარო სამსახურის ბიუროს და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მაღალი დონის წარმომადგენლებს. რეგიონული განვითარების სექტორში ჩართული განვითარების პარტნიორები, მათ შორის IFIS და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრებზე „დამკვირვებლის” სტატუსით იქნებიან მოწვეულები.
ზედამხედველობა ითვალისწინებს პროგრამის პროგრესის განხილვას და მასში ცვლილებების შეტანის გადაწყვეტილების მიღებას. პროგრამის სწორი განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, სამეთვალყურეო საბჭო უზრუნველყოფს ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებების დანართ 1 და დანართ 2-ში მოყვანილ პირობებთან შესაბამისობას.
პროგრამის სწორი განვითარების საგარანტიოდ, საბჭო უზრუნველყოფს, რომ:
1. ევროკომისია ასოცირებული იქნება მთავრობასა და დონორებს შორის ყველა დისკუსიებში და ინსიტუტიცურ მოწყობაში, რომელიც ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შემუშავებასა და განხორციელებასთან და მისი საშუალოვადიანი ხარჯვის სისტემის განვითარებასთან იქნება დაკავშირებული;
2. ევროკომისია ასოცირებული იქნება მთავრობასა და დონორებს შორის ყველა დისკუსიაში და ინსტიტუციურ მოწყობაში, რომელიც რეგიონული განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებასთან იქნება დაკავშირებული
3. მთავრობის მიერ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში სტრუქტურისა და/ან დებულების ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილება წინასწარ ეცნობება ევროკომისიას; და
4. ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის კანონპროექტს, კერძოდ კი 2012, 2013 და 2014 წლების ბიუჯეტის კანონპროექტებს მათ მიღებამდე ხელმისაწვდომს გახდის ევროკომისიისთვის.
პროგრამის მიმდინარეობის განმავლობაში, სამეთვალყურეო საბჭო ასევე უზრუნველყოფს პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული შემდეგი დოკუმენტების ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომობას ევროკომისიისთვის (როგორც ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში, ასევე ნებისმიერი ევროკომისიიის მიერ დაფინანსებული ტექნიკური დახმარებას რეგიონული განვითარების SBS პროგრამის ფარგლებში ან ნებისმიერი სხვა პროექტს თუ პროგრამას, მათ შორის მოკლევადიანი სპეციალისტების მისიების წევრებს და შემფასებლებს):
a. ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებების 2.1 ნაწილში აღნიშნული ტრანსფერების შესაბამის საბანკო ამონაწერს;
b. პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული კანონები, მთავრობის დადგენილებები და სხვა სამართლებრივი და ადმინისტრაციული აქტები, პროექტისა და საბოლოო სახით;
d. საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან და მის სააგენტოებთან, ევროპის საბჭოსთან და მის სააგენტოებთან შეთანხმებები და ანგარიშები; და
v. პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული სამთავრობო და სხვა დონორების პოლიტიკის დოკუმენტები და ანგარიშები პროექტისა და საბოლოო სახით.
2.3.2. გადახდის კრიტერიუმები
ტრანშები საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში გადაირიცხება და პროგრამის ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებების (დანართი 1) თანდართულ პოლიტიკის რეფორმის მატრიცაში შეთანხმებული ზოგადი და კონკრეტული პირობების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული.
პროგრამის ფარგლებში ფიქსირებული ტრანშების გაცემა მოითხოვს შემდეგ პირობებთან შესაბამისობას:
1. საიმედო მაკრო-ეკონომიკური ჩარჩოები,2. რეგიონული განვითარების ძლიერი სექტორული მართვის სისტემა შექმნილია და მოქმედებს
3. საიმედო სახელმწიფო ფინანსები და ფისკალური მართვა
ტრანშის ცვლადი ნაწილის გაცემა დაკავშირებული იქნება პოლიტიკის რეფორმის ოთხი სფეროს შესაბამისად:
1. რეგიონული პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების სქემა;
2. ადამიანური რესურსების მართვა;
3. რეგიონული ინფრასტრუქტურა და ინოვაციების განვითარება;
4. სტატისტიკა და ინფორმაცია რეგიონული განვითარებისთვის.
დეტალებისთვის იხილეთ პოლიტიკის რეფორმის მატრიცა, დანართი 1
შერჩეული შესრულების ინდიკატორების მითითებული დანართ 1-სა და 2-ში ვრცელდება პროგრამის განხორციელების პერიოდში. გვიჩვენებს, რომ ეს ინდიკატორები შესაბამისი ხარისხის არის და მათი გამოყენება მართებულია საბიუჯეტო მხარდაჭერის გაცემისთვის.
დანართ 1-სა და -2-ში მოცემული შერჩეული შესრულების მიზნები და ინდიკატორები პროგრამის მსვლელობის დროს იმოქმედებს. თუმცა, სათანადოდ გამართლებულ შემთხვევებში, საქართველოს მთავრობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საშუალებით შეუძლია ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში მოსთხოვოს მიზნებისა და ინდიკატორების შეცვლა. მიზნებისა და ინდიკატორების შეცვლა შესაძლებელია ორ მხარეს შორის ფორმალური წერილების გაცვლის საფუძველზე.
3.მონიტორინგი, შეფასება და აუდიტი
ტექნიკური დახმარების კომპონენტი:
ყოველდღიური ტექნიკური და ფინანსური მონიტორინგი ბენეფიციარის ვალდებულების განუწყვეტელი პროცესია. ამ მიზნისათვის ბენეფიციარმა უნდა ჩამოაყალიბოს პროგრამის შიდა ტექნიკური და ფინანსური მონიტორინგის სისტემა, რომელიც გამოყენებული იქნება შესრულების ანგარიშის მოსამზადებლად.
კომისიის (ან სხვა პასუხისმგებელი უწყება რომელზეც დელეგირებულია მონიტორინგის ჩატარება) მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი კონსულტანტი სპეციალურად შემუშავებული ტექნიკური დავალების ფარგლებში განახორციელებს გარე მონიტორინგს, რომელიც დაიწყება პროექტის აქტივობიდან 6 თვის თავზე და დასრულდება საოპერაციო ფაზის დასრულებამდე 6 თვით ადრე.
საბიუჯეტო დახმარების კომპონენტი:
გარე შემფასებელი მისიები შეამოწმებენ პოლიტიკის რეფორმის მატრიცის შესაბამის პირობებთან შესაბამისობას თითოეული ტრანშის გაცემამდე (იხილეთ პროგრამის ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებების პოლიტიკის რეფორმის მატრიცა, დანართი 1. და გადახდის გრაფიკი, დანართი 2)
შეფასების მისიებს სპეციალურად ამ მიზნისთვის მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტების ჯგუფები ჩაატარებენ. გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ის ექსპერტები, რომლებმაც სხვადასხვა დონეზე, პროგრამის საპროექტო წინადადების, პოლიტიკის მატრიცის და/ან ტექნიკური დახმარების პროგრამის ფორმულირებაში მიიღეს მონაწილეობა, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გახდებიან შეფასების მისიის გუნდის წევრები.
ტექნიკური დახმარების კომპონენტთან დაკავშირებით შესაძლებელია აუდიტორული შემოწმების ორგანიზება
შეფასების მისიების ინიცირება მოხდება საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ან საქართველოს მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე რომელსაც განახორციელებენ სპეციალურად ამ მიზნისთვის დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტები. გამჭვირვალობის უზრუნველყოფისთვის, ექსპერტები, რომლებსაც მიღებული აქვთ მონაწილეობა, ნებისმიერ დონეზე, პროგრამის შემუშავებაში (დავალების შედგენაში), პოლიტიკის რეფორმის მატრიცის და/ან ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებების შემუშავებაში, არ აქვთ უფლაბა მონაწილეობა მიიღონ შეფასების მისიაში.
4. კომუნიკაცია და ხილვადობა
კომუნიკაციისა და ხილვადობის საკითხები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და პროგრამის განხორციელებაში ჩართულ სხვა დაწესებულებებს შორის კოორდინაციით წყდება, ევროკავშირის გარე ღონისძიებების კომუნიკაციისა და ხილვადობის სახელმძღვანელოს შესაბამისად. ევროკომისია, პროგრამის მიმდინარეობისა და მიღწევების ფართო საზოგადოებამდე მიტანის მიზნით ამ დაწესებულებებთან ერთად გაუკეთებს სხვადასხვა საჯარო ღონისძიებებს ორგანიზებას.
დანართი
1 – პოლიტიკის რეფორმის მატრიცა: შესრულების კრიტერიუმები და ინდიკატორები გადახდისთვის (ბიუჯეტის მხადაჭერა)
2 – გადახდის წესები და გრაფიკი (ბიუჯეტის მხადაჭერა)
დანართი 1: შესრულების კრიტერიუმები და ინდიკატორები გადახდისთვის (ბიუჯეტის მხადაჭერა)
ა. ზოგადი პირობები ფიქსირებული ორივე ტრანშის (100% პირველი ტრანშის [პირველი ფიქსირებული ტრანში], 30% მეორე ტრანშის [მეორე ფიქსირებული ტრანში], 30% მესამე ტრანშის [მესამე ფიქსირებული ტრანში]) და ცვლადი ტრანშების გამოსაყოფად (იხ. ცხრილი და დანართი 2)
პირობა
კრიტერიუმი
შემოწმების საშუალებები
ა. მაკროეკონომიკური სტაბილურობა
საიმედო მაკროეკონომიკური ჩარჩო
სტბილურობაზე ორიენტირებული მაკროეკონომიკის პოლიტიკის დამაკმაყოფილებელი პროგრესი, როგორც ამას, სხვებთან ერთად უჩვენებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან საქართველოს მთავრობის მაკროეკონომიკური პროგრამის უწყვეტი პროგრესი
• საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და ევროკომისიის ანგარიშები
• საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმოხილვის ანგარიშები SBA-ს ფარგლებში, ასევე შეასძლო წინასწარი SBA
ბ. რეგიონული განვითარების სტრატეგია
შექმნილია და მოქმედებს ფართომასშტაბური სექტორული მენეჯმენტის სისტემა რეგიონული განვითარებისთვის
საქართველოს რეგიონული განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის და რეგიონული განვითარების კომისიის შემუშავებული სამოქმედო გეგმის შესრულების დამაკმაყოფილებელი პროგრესი, შესაბამისი სამუშაო ჯგუფების შექმნის შესაბამისი მონაწილეების ჩართვით და რეგიონული განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის წელიწადში სამჯერადი გადახედვა.
• საქართველოს მთავრობის დადგენილება რეგიონული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღების შესახებ დროში გაწერილ ინდიკატორებთან ერთად
• ბრძანებულება რეგიონული განვითარების კომისიების შემადგენლობის განსაზღვრის, ტექნიკური დავალების და სამუშაო მოდალობების შესახებ
• რეგიონული განვითარების კომისიის მიმოხილვის ოქმები და შესაბამისი სამუშაო ჯგუფები
გ. სახელმწიფო ფინანსების მართვა
საიმედო სახელმწიფო ფინანსური და ფისკალური მენეჯმენტი
სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის განახლებული პროგრამის დამაკმაყოფილებელი მიმდინარეობა, როგორც ამას, სხვებთან ერთად უჩვენებს სახელმწიფო ფინანსური მართვის შეფასებები, ან სხვა მიმოხილვები, რომლებიც განხორციელებულია ევროკავშირის, მსოფლიო ბანკის ან საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ
• მსოფლიო ბანკის ან საერთაშორისო სავალუტო ფონდის არსებული მოხსენებები/დამხმარე შეტყობინებები
• ევროკომისიის ანგარიშები სახელმწიფო ფინანსური მართვის შესახებ
• PEFA-ს ანგარიშები
ბ. ცვლადი ტრანშები (0% პირველი ტრანშის, 70% მეორე ტრანშის [პირველი ცვლადი ტრანში], 70% მესამე ტრანშის [მეორე ცვლადი ტრანში] )
პირველი ცვლადი ტრანში
მეორე ცვლადი ტრანში
ინდიკატორი 1. რეგიონული პოლიტიკის დაგეგმვის და განხორციელების სქემა
მოსალოდნელი შედეგები (პროგრამის დასასრული)
ადგილობრივ მოსახლეობას, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს, კერძო და არასამთავრობო სექტორებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ კონკრეტული რეგიონული სტრატეგიების/სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესში, რაც უზრუნველყოფს დემოკრატიულ მონაწილეობას და კონსენსუსზე დაფუძნებულ განვითარებას.
პასუხისმგებელი ინსტიტუტი
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
რეგიონების გუბერნატორთა ოფისები
რეგიონული განვითარების საბჭოები (შექმნისთანავე)
მითითება რეგიონული განვითარების სახელ-მწიფო სტრატეგიის, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის ან სხვა სტრატეგიულ დოკუმენტზე
პირობა
პირობა
რეგიონული განვითა-რების სახელმწიფო სტრატეგია
2010-2017
რეგიონული განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის (SSRD) სამოქმედო გეგმა
რეგიონული განვითარების სტრატეგიები
BDD
ბიუჯეტის კანონი
შემუშავებულია რეგიონული პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების სქემა ცენტრალურ და რეგიონულ დონეზე
რეგიონული პოლიტიკის განხორციელების სქემა არის დამატებით დამუშავებული და წარმოდგენილი ყველა რეგიონში
ინდიკატორები
ა. რეგიონული განვითარების დაგეგმარების განხორციელების სახელმძღვანელო და პროცედურები (ვადების, ნიმუშების და ზოგადი ინსტრუქციებისა და მეთოდოლოგიის ჩათვლით, სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობისთვის) ცენტრალური და რეგიონული დონეებისთვის მომზადებულია კონსულტაციების საფუძველზე (განსაკუთრებით ადგილობრივ ხელისუფლებასთან) და მიღებულია საქართველოს მთავრობის/რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ
ბ. სულ მცირე, 2 რეგიონის განვითარების პროგრამა (რეგიონის განვითარების სტრატეგია)არის მომზადებული და მიღებული ზემოაღნიშნული სახელმძღვანელოს და პროცედურების საფუძველზე, შესაბამისი მუნიციპალიტეტების მონაწილეობით.
გ. ყველა რეგიონში შექმნილია რეგიონული განვითარების საბჭოები, რომლებშიც ადგილობრივი თვითმართველობები და სამოქალაქო საზოგადოება შედის და წელიწადში სულ მცირე სამჯერ იკრიბება
დ. თვითმმართველობების უმრავლესობა ამზადებს თავიანთი განვითარების დოკუმენტებს (პრიორიტეტების დოკუკმენტი) BDD-ს ფორმატში შესაბამისი მონაწილეებთან ერთად.
შემოწმების საშუალებები
ა.1 სახელმძღვანელოები და პროცედურები
ა.2 სამართლებრივი აქტები სახელმძღვანელოები და პროცედურები
ბ.1 რეგიონების განვითარების სტრატეგიები
ბ.2რეგიონული განვითარების საბჭოების სხდომის ოქმები
გ.1რეგიონული განვითარების საბჭოს შექმნის მარეგულირებელი აქტი
გ.2რეგიონული განვითარების საბჭოების სხდომის ოქმები
გ.3 რეგიონის განვითარების სტრატეგიის დამტკიცების მარეგულირებელი აქტი
დ. თვითმმართველობების პრიორიტეტების დოკუმენტები
ინდიკატორები
ა. საქართველოს მთავრობა გააგრძელებს კანონმდებლობის გადახედვას რათა შესაბამისობაში მოიყვანოს ადგილობრივი თვითმმართველობების საქართველოს ორგანულ კანონთან, შესაბამის მონაწილეებღან კონსულტაციების საფუძველზე.
ბ. ყველა რეგიონი ამზადებს და იღებს რეგიონის განვითარების სტრატეგიას ზემოაღნიშნული სახელმძღვანელოს და პროცედურების შესაბამისად, შესაბამისი მუნიციპალიტეტების და რეგიონული განვითარების საბჭოების მონაწილეობით.
გ. რეგიონული განვითარების საბჭოები წელიწადში სამჯერ იხილავენ რეგიონის განვითარების სტრატეგიების განხორციელების საკითხს და ამზადებენ რეკომენ-დაციებს შემდგომი მოქმედე-ბისთვის
დ.ყველა თვითმმართველობა ამზადებს თავიანთი განვითარების დოკუმენტებს (პრიორიტეტების დოკუკმენტი) BDD-ს ფორმატში შესაბამისი მონაწილეებთან ერთად.
შემოწმების საშუალებები
ა.
ცვლილებების პროექტები შესაბამის კანონმდებლობაში ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანულ კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად.
ა.ბ.გ.დ. რეგიონული განვითარების კომისიის როგორც მინიმუმ კვარტალური შეხვედრის ოქმები ქვეყნდება საჯაროდ
ბ.1 სახელმძღვანელო და პროცედურები;
ბ.2 რეგიონული განვითარების სტრატეგიების მიღების მარეგულირებელი აქტები
გ. რეგიონული განვითარების საბჭოების სხდომების ოქმები
დ. თვითმმართველობების პრიორიტეტების დოკუმენტები
ა. ბ. გ. დ. სულ მცირე წელიწადში სამჯერ ჩატარებული რეგიონული განვითარების საბჭოების საოქმო ჩანაწერები იქნება საჯარო
პირველი ცვლადი ტრანში
მეორე ცვლადი ტრანში
ინდიკატორი 2. ადამიანური რესურსების მენეჯმენტი
მოსალოდნელი შედეგები (პროგრამის დასასრული)
ადგილობრივი და რეგიონული საჯარო მოხელეების შესაძლებლობები თანდათანობით ძლიერდება სათანადო მოზმადებისა და გადამზადების მეშვეობით
პასუხისმგებელი ინსტიტუტები
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
საჯარო სამსახურის ბიურო
მითითება რეგიონული განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის, ევროპის სამეზობლო პოლიტი-კის სამოქმედო გეგმის ან სხვა სტრატეგიულ დოკუმენტზე
პირობა
პირობა
რეგიონული განვითა-რების სახელმწიფო სტრატეგია 2010-2017
რეგიონული განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის (შშღD) სამოქმედო გეგმა
რეგიონული განვითარების მიზნებისთვის შექმნილია ადამიანური რესურსების მართვის სისტემა
ახალ შექმნილი მექანიზმის ფარგლებში უზრუნველყოფილია ტრენინგის კურსები
ინდიკატორები
აA. დადგენილია და მიღებულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გუბერნატორების ოფისების თანამშრომელთა საკვალიფიკაციო და სამუშაო მოთხოვნები
ბ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გუბერნატორების ოფისების თანამშრომელთა ტრენინგის საჭიროებათა არსებული შეფასების საფუძველზე შესაბამისი სამსახურის მიერ შემუშავებულია და მიღებულია ტრენინგის მექანიზმი, მათ შორის, ტრენინგის ფორმები, ტრენინგის კრიტერიუმები, ტრენინგის მოდულები, ტრენინგის მიმწოდებლების კრიტერიუმები
დ. შემუშავებულია სულ მცირე ხუთი ტრეინინგის პროგრამა
შემოწმების საშუალებები
ა1.მარეგულირებელი აქტი
ა.2 საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოს აღწერა
ბ. ბრძანება ტრენინგის მექანიზმის დამტკიცების შესახებ
დ. ტრეინინგის მოდული
ინდიკატორები
ა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გუბერნატორების ოფისების თანამშრომელთა სულ მცირე 60%-ს აქვს თავისი თანამდებობის სამუშაოს აღწერა. სამუშაოს აღწერა შემუშავდა თვითმმართველობების თანამდებობებზე და დანერგილია სულ მცირე 2 თვითმმართველობაში.
ბ. შემუშავებული კურიკულუმების საფუძველზე ორგანიზებული სულ მცირე ერთი სასწავლო კურსი თითოეულ სემესტრში (იხ. პირველი ცვლადი ტრანშის ქვე ინდიკატორი გ) და იგი ღიაა ყველა შესაბამისი თანამშრომლისთვის მუნიციპალიტეტის და გუბერნატორის ოფისის თანამშრომლებისთვის და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პერსონალისთვის.
შემოწმების საშუალებები
ა. სამუშაოს აღწერა
ბ. სასწავლო გეგმები
გ. ტრენინგის პროგრამები; ტრენინგის ანგარიშები
პირველი ცვლადი ტრანში
მეორე ცვლადი ტრანში
ინდიკატორი 3. რეგიონული განვითარების ფინანსირება და განხორციელება
მოსალოდნელი შედეგები (პროგრამის დასასრული)
მთავრობას შეუძლია მუნიციპალური სამსახურების/ფუნქციების ფინანსირება საჭიროებებზე დაყრდნობით, რაც გამოიწვევს დაბალანსებულ განვითარებას და ადგილობრივი და რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარებას
ადგილობრივ თვითმმართველობას შეუძლია საბიუჯეტო საჭიროებების უკეთ დაგეგმვა
პასუხისმგებელი ინსტიტუტი
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
შესაბამისი სამინისტროები და სააგენტოები
მითითება რეგიონული განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის ან სხვა სტრატეგიულ დოკუმენტზე
პირობა
პირობა
რეგიონული განვითარების სახელმწიფო სტრატეგია 2010-2017
რეგიონული განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის (შშღD) სამოქმედო გეგმა
რეგიონული განვითარების გეგმა გაუმჯობესებულია რეგიონული სოციალურ-ეკონომიკური დისბალანსის შემცირების მიზნით
თანდათანობით ინერგება გაუმჯობესებული მექანიზმი, რომელიც მიზნად ისახავს სოციალურ-ეკონომიკური დისბალანსის შემცირებას
ინდიკატორები
ა. რეგიონში ხელმისაწვდომობის ზრდა შემდეგ მომსახურებაზე:
ა.1. 67.000 ოჯახს (+/- 10%) რეგიონში გაზმომარაგებაზე აქვს ხელმისაწვდომობა
ა.2. 140.000 ოჯახს (+/- 10%) საქართველოს მუნიციპალიტეტებში გაუუმჯობესდათ წყალმომარაგება
ა.3. სულ მცირე 40 კლინიკა (+/- 10%) შენდა/გარემონტდა საქართველოს მუნიციპალიტეტებში
ა.4. 3.000კმ ადგილობრივი საგზაო ინფრასტრუქტურის (+/- 10%) რეაბილიტირებულია საქართველოს რეგიონებში
ბ. ადგილობრივ თვითმმარ-თველობთან და მის შესაბამის წარმომადგენელ ორგანიზაციებთან კონსულ-ტაციით განსაზღვრულია მინიმალური სტანდარტები ადგილობრივი გზებისთვის, მუნიციპალური სახანძრო სამსახურების და სკოლამდელი განათლებისთვის.
გ. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ღებულობს კრიტერიუმებს და შერჩევის პროცედურებს (რომლებსაც შემოაქვთ გამჭვირვალების, მოქალაქეთა მონაწილეობის და სტრატეგიული ორიენტაციის ელემენტები) პროექტებისთვის, რომლებსაც დააფინანსებს რეგიონული პროექტების განხორციელების ფონდი.
დ. საპროექტო წინადადება მაღალი ტექნოლოგიური ინოვაციების პროექტებზე მიღებულია მთავრობის/რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მიერ და მოიცავს დაფინანსების მექანიზმის წყაროებს და მისი შერჩევის კრიტერიუმების.
შემოწმების საშუალებები
ა.1. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის საქმიანობის ანგარიშის პროექტი
ა.2.დამოუკიდებელი შემფასებელი მისია, ადგილობრივი ვიზიტები.
ბ. სტანდარტები შემუშვდა საქართველოს შესაბამისი უწყებების მიერ
გ. რეგიონული პროექტების განხორციელების ფონდის მართვის მარეგულირებელი აქტი
დ. მაღალი ტექნოლოგიური ინოვაციური საპროექტო წინადადებების დამტკიცების მარეგულირებელი აქტი
ინდიკატორები
ა. რეგიონში ხელმისაწვდომობის ზრდა შემდეგ მომსახურებაზე:
ა.1. დამატებით 70.000 ოჯახს (+/- 10%) რეგიონში გაზმომარაგებაზე აქვს ხელმისაწვდომობა
ა.2. დამატებით 180.000 ოჯახს (+/- 10%) საქართველოს მუნიციპალიტეტებში გაუუმჯობესდათ წყალმომარაგება
ა.3. დამატებით 19 კლინიკა (+/- 10%) შენდა/გარემონტდა საქართველოს მუნიციპალიტეტებში
ა.4. დამატებით 3.1000კმ ადგილობრივი საგზაო ინფრასტრუქტურის (+/- 10%) რეაბილიტირებულია საქართველოს რეგიონებში
ბ. მუნიციპალური დაგეგმვის გაუმჯობესდა ადგილობრივ თვითმმარ-თველობთან და მის შესაბამის წარმომადგენელ ორგანიზაციებთან კონსულ-ტაციით განსაზღვრული სულ მცირე 2 სექტორისთვის მინიმალური სტანდარტების დამტკიცებით.
გ. რეგიონული პროექტების განხორციელების ფონდის ხარჯები შეესაბამება რეფორმის სფერო 1-ში („რეგიონული პოლიტიკა და განხორციელების სქემა“) იდენტიფიცირებული 2 საპილოტო რეგიონის განვითარების სტრატეგიას
დ. მაღალი ტექნოლოგიბის ინოვაციური პროექტები დაფინანსებულია (თანადაფინანსებულია) საქართველოს მთავრობის მიერ საპორექტო წინადადებებით (შესაბამისი ბიუჯეტი - 10 მილიონი ლარი) შემუშავებული კრიტერიუმების შესაბამისად
შემოწმების საშუალებები: უნდა შეიმუშავოს დელეგაციამ
ა.1. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის საქმიანობის ანგარიშის პროექტი
ა.2.დამოუკიდებელი შემფასებელი მისია, ადგილობრივი ვიზიტები.
ბ. სტანდარტები შემუშვდა საქართველოს შესაბამისი უწყებების მიერ
გ.1 წელიწადში რეგიონული განვითარების საბჭოს სულ მცირე ორი სხდომის ოქმი იქნება საჯარო
გ.2 რეგიონების სტრატეგიების შემუშავება
გ.3 ბიუჯეტის შესრულების დოკუმენტი
დ. ბიუჯეტის შესრულების დოკუმენტი
მეორე ტრანში
მესამე ტრანში
ინდიკატორი 4. რეგიონული განვითარების სტატისტიკა და ინფორმაცია
მოსალოდნელი შედეგები (პროგრამის დასასრული)
საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს და იყენებს რეგიონული სტატისტიკის ფართო მეთოდოლოგიას
პასუხისმგებელი ინსტიტუტი
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ჯეოსტატი
მითითება რეგიონული განვითარების სტრატეგიის, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის ან სხვა სტრატეგიულ დოკუმენტებში
პირობა
პირობა
რეგიონული განვითარების სახელმწიფო სტრატეგია 2010-2017
რეგიონული განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის (შშღD) სამოქმედო გეგმა
შექმნილია რეგიონული განვითარების დაგეგმვისა და მონიტორინგის სრული სტატისტიკური სისტემა
თანდათანობით ინერგება რეგიონული სტატისტიკის წარმოების და ანგარიშების გამოქვეყნების სისტემა
ინდიკატორები
ა. შექმნილია სტატისტიკის ტექნიკური სამუშაო ჯგუფი, რომელიც რეგიონული განვითარების ძირითად სფეროებს ფარავს და რეგიონული განვითარების სრული სტატისტიკური მეთოდოლოგიისთვის რეკომენდაციებს შეიმუშავებს.
შემოწმების საშუალებები: უნდა შეიმუშავოს დელეგაციამ
ა.1 ურთიერთგაგების მემორანდუმი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ჯეოსტატს შორის
ა.2 ბრძანება სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ
ა.3 სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციები რომელიც მოიცავს განხორციელების გეგმას
ინდიკატორები
ა. 2012 წლისთვის სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები გამოყენებულია გეოსტატის და სხვა შესაბამისი მონაწილეების სამოქმედო გეგმის თანახმადა
ბ. გეოსტატი მოამზადებს სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციების შესრულების ანგარიშს რეგიონული განვითარების საბჭოსთვის
შემოწმების საშუალებები
ა. შესაბამისი გეოსტატის პუბლიკაციები
ა. & ბ. სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციები რომელიც მოიცავს განხორციელების გეგმას
ბ. რეგიონული განვითარების კომისიის ანგარიში სამუშო ჯგუფის რეკომენდაციების შესრულებაზე.
დანართი 2: გადახდის პირობები და გრაფიკი (ბიუჯეტის მხარდაჭერა)
1. პასუხისმგებლობები
დაფინანსების ხელშეკრულებაში მოცემული გადახდის პირობების საფუძველზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ევროპის კომისიას თითოეული ტრანშის გადახდაზე წარუდგენს ფორმალურ მოთხოვნას ქვემოთ ცხრილში მოყვანილი თარიღებით. ფორმალური მოთხოვნა მოიცავს I)ფონდის გაცემის გამართლების რაც შეიძლება სრულ ანალიზს, მათ შორის დამხმარე დოკუმენტაციას დანართის სახით; და II) სათანადოდ ხელმოწერილ ფინანსური იდენტიფიკაციის ფორმას თანმდევი გადახდის გასამარტივებლად.
2. შემოთავაზებული გადახდის გრაფიკი
შემოთავაზებული გადახდის გრაფიკი ქვემოთ არის მოყვანილი პირველი, მეორე და მესამე ფიქსირებული და ცვლადი ტრანშების ოდენობით მილიონ ევროში შესაბამისი სფეროს მითითებით, სპეციპიკური პირობების შესაბამისად.
ცხრილი 1: გადახდის გრაფიკის შინაარსი (მილიონ ევროში)
ტრანშის ტიპი
წელი1
წელი 2
წელი 3
კვარტ1
კვარტ 2
კვარტ 3
კვარტ 4
კვარტ 1
კვარტ 2
კვარტ 3
კვარტ 4
კვარტ 1
კვარტ 2
კვარტ 3
კვარტ 4
ჯამში
ფიქსირებული ტრანში
5.0
1.8
1.8
8.6
ცვლადი ტრანშები
4.2
4.2
8.4
სფერო 1 - რეგიონული პოლიტიკის დაგეგმვის და განხორციელების სქემა (ინდიკატორი 1)
1.47
1.47
2.94
სფერო 2 - ადამიანური რესურსების მენეჯმენტი (ინდიკატორი 2)
0.63
0.63
1.26
სფერო 3 - რეგიონული განვითარების ფინანსირება და განხორციელება (ინდიკატორი 3)
1.47
1.47
2.94
სფერო 4 - რეგიონული განვითარების სტატისტიკა და ინფორმაცია (ინდიკატორი 4)
0.63
0.63
1.26
ჯამში
5.0
6.0
6.0
17.0
3. ტრანშის გაცემის ზოგადი პირობები
ქვემოთ მოყვანილი ტრანშის გაცემის ზოგადი პირობები ვრცელდება ტრანშის ყველა გაცემაზე და ტრანშის გაცემის ყველა მოთხოვნას თან უნდა ახლდეს ამ საკითხთან დაკავშირებული დამხმარე ინფორმაცია (იხ. დანართი 1, პუნქტი 2.3).
ცხრილი 2: ტრანშის გაცემის ზოგადი პირობები
პირობა
კრიტერიუმი
შემოწმების საშუალებები
ა. მაკროეკონომიკური სტაბილურობა
საიმედო მაკროეკონომიკური ჩარჩო
სტბილურობაზე ორიენტირებული მაკროეკონომიკის პოლიტიკის დამაკმაყოფილებელი პროგრესი, როგორც ამას, სხვებთან ერთად უჩვენებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან საქართველოს მთავრობის მაკროეკონომიკური პროგრამის უწყვეტი პროგრესი
• საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და ევროკომისიის ანგარიშები
• საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმოხილვის ანგარიშები SBA-ს ფარგლებშI, ასევე შესაძლო წინასწარი SBA
ბ. რეგიონული განვითარების სტრატეგია
შექმნილია და მოქმედებს ფართომასშტაბური სექტორული მენეჯმენტის სისტემა რეგიონული განვითარებისთვის
საქართველოს რეგიონული განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის და რეგიონული განვითარების კომისიის შემუშავებული სამოქმედო გეგმის შესრულების დამაკმაყოფილებელი პროგრესი, შესაბამისი სამუშაო ჯგუფების შექმნის შესაბამისი მონაწილეების ჩართვით და რეგიონული განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის წელიწადში სამჯერადი გადახედვა.
• საქართველოს მთავრობის დადგენილება რეგიონული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღების შესახებ დროში გაწერილ ინდიკატორებთან ერთად
• ბრძანებულება რეგიონული განვითარების კომისიების შემადგენლობის განსაზღვრის, ტექნიკური დავალების და სამუშაო მოდალობების შესახებ
• რეგიონული განვითარების კომისიის მიმოხილვის ოქმები და შესაბამისი სამუშაო ჯგუფები
გ. სახელმწიფო ფინანსების მართვა
საიმედო სახელმწიფო ფინანსური და ფისკალური მენეჯმენტი
სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის განახლებული პროგრამის დამაკმაყოფილებელი მიმდინარეობა, როგორც ამას, სხვებთან ერთად უჩვენებს სახელმწიფო ფინანსური მართვის შეფასებები, ან სხვა მიმოხილვები, რომლებიც განხორციელებულია ევროკავშირის, მსოფლიო ბანკის ან საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ
• მსოფლიო ბანკის ან საერთაშორისო სავალუტო ფონდის არსებული მოხსენებები/დამხმარე შეტყობინებები
• ევროკომისიის ანგარიშები სახელმწიფო ფინანსური მართვის შესახებ
• PEFA -ს ანგარიშები
4. ტრანშის გაცემის სპეციფიკური პირობები
ტრანშის გაცემის სპეციფიკური პირობები ინდივიდუალურ ტრანშებზე ვრცელდება ზოგად პირობებთან ერთად, რომელიც ყველა ტრანშზე ვრცელდება.
ცხრილი 3: ტრანშის გაცემის სპეციფიკური პირობები
ტრანში
როდე-ნობა
(მლნ ევრო)
გადახდის მოთხოვნის სავარაუდო თარიღი (კვარტალი)
გადახდის სავარაუდო თარიღი (კვარტალი)
პირობები/კრიტერიუმები/გადახდ-ის აქტივობა
შემოწმების წყარო (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
პირველი 100% ფიქსირებული ტრანში
5.0
კვარტალი 4/2011
კვარტალი 4/2011
მე-2 ცხრილში მოყვანილი ზოგადი პირობები
მეორე ფიქსირებული ტრანში
1.8
კვარტალი 3/2012
კვარტალი 4/2012
მე-2 ცხრილში მოყვანილი ზოგადი პირობები
პოლიტიკის რეფორმის მატრიცაში მოცემული ინდიკატორები/შემოწმებს საშუალებები
მეორე ცვლადი ტრანში
4.2
კვარტალი 3/2012
კვარტალი 4/2012
მე-2 ცხრილში მოყვანილი ზოგადი პირობები
(ი) სპეციფიკური პირობა 1: შემუშავებულია რეგიონული პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების სქემა ცენტრალურ და რეგიონულ დონეზე (დანართი 1, ცხრილი ბ)
(იი) სპეციფიკური პირობა 2: რეგიონული განვითარების მიზნებისთვის შექმნილია ადამიანური რესურსების მართვის სისტემა (დანართი 1, ცხრილი ბ)
(იიი) სპეციალური პირობა 3: რეგიონული განვითარების ფინანსირება გაუმჯობესებულია რეგიონული სოციალურ-ეკონომიკური დისბალანსის შემცირების მიზნით (დანართი 1, ცხრილი ბ)
(ივ) სპეციალური პირობა : შექმნილია რეგიონული განვითარების დაგეგმვისა და მონიტორინგის სრული სტატისტიკური სისტემა (დანართი 1, ცხრილი ბ)
პოლიტიკის რეფორმის მატრიცაში მოცემული ინდიკატორები/ შემოწმებს საშუალებები
მესამე ფიქსირებული ტრანში
1.8
კვარტალი 3/2013
კვარტალი4/2013
მე-2 ცხრილში მოყვანილი ზოგადი პირობები
პოლიტიკის რეფორმის მატრიცაში მოცემული ინდიკატორები/ შემოწმების საშუალებები
მესამე ცვლადი ტრანში
4.2
კვარტალი 3/2013
კვარტალი 4/2013
მე-2 ცხრილში მოყვანილი ზოგადი პირობები
(ი) სპეციალური პირობა 1: რეგიონული პოლიტიკის განხორციელების სქემა არის დამატებით დამუშავებული და წარმოდგენილი ყველა რეგიონში (დანართი 1, ცხრილი ბ)
(იი) სპეციალური პირობა 2: ახალშექმნილი მექანიზმის ფარგლებში უზრუნველყოფილია ტრენინგის კურსები (დანართი 1, ცხრილი ბ)
(იიი) სპეციალური პირობა 3: თანდათანობით ინერგება გაუმჯობესებული მექანიზმი, რომელიც მიზნად ისახავს სოციალურ-ეკონომიკური დისბალანსის შემცირებას (დანართი 1, ცხრილი ბ)
(ნ) სპეციალური პირობა : თანდათანობით ინერგება რეგიონული სტატისტიკის წარმოების და ანგარიშების გამოქვეყნების სისტემა (დანართი 1, ცხრილი ბ)
პოლიტიკის რეფორმის მატრიცაში მოცემული ინდიკატორები/ შემოწმების საშუალებები
ცვლადი ტრანშის ფარგლებში გადახდის პირობები ფიქსირებულია პროგრამის მიმდინარეობის მანძილზე, თუმცა შეიძლება მათი მოდიფიცირება წინამდებარე დაფინანსების ხელშეკრულების ტექნიკური დახმარების პროგრამის 2.3.2 ნაწილის შესაბამისად.
5. ქცევის შეფასების მოდალობა ცვლადი ტრანშების შემთხვევაში
გადახდის დაანგარიშება წინამდებარე ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებების მე-4 ნაწილში მოცემული პოლიტიკის ოთხი სფეროს შესრულების საფუძველზე მოხდება. პოლიტიკის თითოეულ სფეროს კონკრეტული წონა აქვს გამოთვლისთვის, როგორც ეს ქვემოთ მოყვანილ ცხრილშია მოცემული.
ინდიკატორები
ინდოკატორის წონა სხვა ინდიკატორებში
პირველი ცვლადი ტრანში
მეორე ცვლადი ტრანში
1. რეგიონული პოლიტიკის დაგეგმვის და განხორციელების სქემა
0.35
0.35
2. ადამიანური რესურსების მენეჯმენტი
0.15
0.15
3. რეგიონული ინფრასტრუქტურის და ინოვაციების განვითარება
0.35
0.35
4. რეგიონული განვითარების სტატისტიკა და ინფორმაცია
0.15
0.15
ჯამში
1
1
თითოეული ინდიკატორისთვის შესრულების შეფასება მოხდება პოლიტიკის რეფორმის მატრიცაში მოყვანილი ქვეინდიკატორების შესრულების საფუძველზე (დანართი 1) თითოეულ ქვეინდიკატორს გააჩნია თანაბარი მნიშვნელობა (მაგ. რეფორმის სფერო 1 აქვს 4 ქვეინდიკატორი, თითოეულს ითვალისწინებს ცვლადი ტრანშის 25% გამოყოფას, ამ შემთხვევაში 0.3675 მლნ ევრო, თუ ქვეინდიკატორი შესრულებულია)თითოეული ქვეინდიკატორის შეფასება მოხდება შემდეგი მეთოდოლოგიით:
– თუ შეთანხმებული მიზანი მიღწეულია ან მნიშვნელოვანი პროგრესი არსებობს, ქულა არის 1.
– თუ მიზანი მიღწეული არ არის, მაგრამ პროგრესი შეინიშნება, ქულა არის 0.5.
– ნეგატიური ან მინიმალური პროგრესის შემთხვევაში ქულა არის 0.
სპეციფიკური ინდიკატორები/შემოწმების საშუალებები თან ერთვის ტრანშის გაცემას და მოცემულია ტექნიკური დახმარების პროგრამის დანართ 1-ში (პოლიტიკის რეფორმის მატრიცა).
[1] რეგიონებში სიღარიბის დონე ქვემო ქართლსა და აჭარაში 52.5%-დან (66% და 48.1% 2005 წელს) თბილისში 30.2%-მდე და იმერეთში 31.4% (26.1%) მერყეობს. იხილეთ „რეგიონული განვითარება საქართველოში _ დიაგნოსტიკური ანგარიში”, თბილისი 2010 წ. გვ.220
[2] იხილეთ http://www.cegstar.ge/files/_1943_607718_RD_Diagnostic_Eng_11.05.2010_Clear.pdf.
[3] იხილეთ http://www.mrdi.gov.ge/?page=lawv&id=4&lang=2
[4] ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები შეერთდა, რის შედეგადაც მათი რაოდენობა 900-დან 69-მდე შემცირდა
[5] საქართველოს მთავრობა, დადგენილება #172, 2010 წლის 25 ივნის