20.1 დაფინანსების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, რომელიც არ გადაწყდება ზოგადი დებულებების მე-16 მუხლის შესაბამისად გამართული კონსულტაციების შემდეგ 6 თვის განმავლობაში, შეიძლება გადაწყდეს ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით არბიტრაჟის მეშვეობით.
20.2 ასეთ შემთხვევაში თითოეულმა მხარემ უნდა დანიშნოს არბიტრი არბიტრაჟის მოთხოვნიდან 30 დღის განმავლობაში. აღნიშნულის განუხორციელებლობის შემთხვევაში ნებისმიერი მხარე უფლებამოსილია თხოვნით მიმართოს მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს (ჰააგა) გენერალურ მდივანს დანიშნოს მეორე არბიტრი. ორმა არბიტრმა 30 დღის განმავლობაში უნდა დანიშნოს მესამე არბიტრი. აღნიშნულის განუხორციელებლობის შემთხვევაში ნებისმიერი მხარე უფლებამოსილია თხოვნით მიმართოს საარბიტრაჟო სასამართლოს (ჰააგა) გენერალურ მდივანს დანიშნოს მესამე არბიტრი.
20.3 იმ შემთხვევაში, თუ არბიტრები სხვა რამეს არ გადაწყვეტენ, მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს არბიტრაჟის დისპოზიციური წესების შესაბამისად, არბიტრაჟს, სადაც ჩართულია საერთაშორისო ორგანიზაციები, უნდა მიმართონ სახელმწიფოებმაც. არბიტრების გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით, სამი თვის განმავლობაში.
20.4 ყოველი მხარე ვალდებულია, მიიღოს საჭირო ზომები არბიტრაჟის გადაწყვეტილების გამოსაყენებლად.
(დანართი 2)
ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებები
1. მონაწილეობა
1.1 ამოცანები
შემოთავაზებული პროგრამის ძირითად ამოცანები შესაბამისობაშია საქართველოს მთავრობის ხედვასთან, რომელიც მიზნად ისახავს: i) პირობების შექმნას იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნებისთვის, და ii) იძულებით გადაადგილებულ პირთათვის და მათი ადგილობრივი გაერთიანებებისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნისა და მათი საზოგადოებრივი მონაწილეობის მხარდაჭერას.
პროგრამის სპეციფიურ ამოცანებს წარმოადგენს დაეხმაროს საქართველოს მთავრობას, გააუმჯობესოს საცხოვრებელი პირობები ყველა იძულებით გადაადგილებულ პირთათვის, ხანგრძლივი საცხოვრებელი პირობების შექმნაში და ეკონომიკურ და სოციალურ ინტეგრაციაში.
1.2 მოსალოდნელი შედეგები და ძირითადი ღონისძიებები
მოსალოდნელი შედეგები.
აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერებას, განახორციელოს შესაბამისი ქმედებები, რათა მოახდინოს 1990-იანი წლების იძულებით გადაადგილებულ პირთა, ასევე 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ღია კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაცია, განსახლება, სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაცია და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა.
მოქმედებები:
ა) 2010-2011 წლების სახელმწიფო ბიუჯეტით (ან შესაბამისად შემდეგი წლების ბიუჯეტით) გამოყოფილი თანხებით 1990-იანი წლების და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ხანგრძლივი საცხოვრებელი და განსახლების პირობების შექმნა (კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციის, პრივატიზაციის და ახალი ბინების/სახლების გამოყოფის ჩათვლით) იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სახელმწიფო სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის მიხედვით;
ბ) მთავრობის მიერ სამართლიანი და გამჭვირვალე წესით იძულებით გადაადგილებულ პირთათვის კოლექტიური ცენტრების შერჩევის, განაწილების და გადაცემის განხორციელება (და/ან საჭიროებისამებრ სხვა რეაბილიტირებული ან ახალაშენებული ბინების/სახლების გადაცემა) 1990-იანი წლების იძულებით გადაადგილებულ პირთა ყველა კატეგორიისათვის. საცხოვრებელი სტანდარტები, რომელიც აღიარებულია იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე MRA სამეთვალყურეო საბჭოს მიერ და შეთანხმებულია საქართველოს მთავრობასთან 2009 წლის ოქტომბერში, მუდმივად უნდა იყოს გამოყენებული;
გ) ადგილობრივი მმართველობების მიერ წარმოდგენილი 1990-იანი წლების და 2008 წლის კონფლიქტებით დაზარალებული იძულებით გადაადგილებული პირებისათვის მთავრობის მიერ სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისათვის გამიზნული საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელება;
დ) იძულებით გადაადგილებული პირებით დასახლებულ ტერიტორიებზე შესაძლებლობების გაძლიერების, შემოსავლის წყაროს შექმნისა და კერძო სექტორის განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2.1 ბიუჯეტი და ვადები
წინამდებარე ევროპის სამეზობლო პარტნიორობის ინსტრუმენტის პროგრამა განხორციელებული იქნება მიზნობრივი საბიუჯეტო მხარდაჭერის მოდალობების მიხედვით. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს €43.5 მილიონს, აქედან €2 მილიონი გამოყენებული იქნება ტექნიკური დახმარებისთვის. €41.5 მილიონამდე თანხა ჩაირიცხება საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უცხოურ სავალუტო ანგარიშზე შეთანხმებული და გაწეული აუდიტირებული ხარჯების შესაბამისად.
€43.5 მილიონიდან მოსალოდნელია €26.5 მილიონის გამოყოფა იძულებით გადაადგილებულ პირთა სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული სახლების მშენებლობის დასაფინანსებლად, €10 მილიონი გამოყოფილი იქნება იძულებით გადაადგილებული პირებით დასახლებულ რეგიონებში ინფრასტუქტურის პროექტების განსახორციელებლად და €5 მილიონი გამოყოფილი იქნება იძულებით გადაადგილებული პირებით დასახლებულ რეგიონებში კერძო სექტორის განვითარებისათვის.
მონიტორინგი, შეფასება და თვალსაჩინოება, ისევე როგორც გაწეული ხარჯების აუდიტი, დაფინანსებული იქნება პროგრამის ტექნიკური დახმარების კომპონენტიდან და დაკონტრაქტებული და მართული იქნება კომისიის მიერ პროგრამის საჭიროების და საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციების შესაბამისად.
საბიუჯეტო დახმარება გადმორიცხული იქნება სამ ტრანშად, იმ პირობით, რომ დადებითად შეფასდება გარე და დამოუკიდებელი აუდიტის მიერ ნებადართული დანახარჯები და დაკმაყოფილდება ზოგადი პირობები (იხილეთ ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებების დანართის ნაწილი 3), საქართველოს მთავრობის მიერ გადახდის მოთხოვნის მიღების შემდეგ.
ინდიკატური საოპერაციო ვადაა 36 თვე დაფინანსების ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან.
2.2 ბიუჯეტის მხარდაჭერის მოდალობები
ცენტრალიზებულად მართული პირდაპირი მიზნობრივი საბიუჯეტო დახმარების პროგრამა.
საბიუჯეტო მხარდაჭერა იქნება მიზნობრივი და, როგორც ასეთი, პირდაპირ იქნება მიმართული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ერთიან ანგარიშზე შეთანხმებული და გაწეული აუდიტირებული ხარჯების შესაბამისად. გადარიცხვის შემდეგ თანხა გამოყენებული იქნება როგორც მთავრობის ნებისმიერი სხვა ჩვეულებრივი საბიუჯეტო რესურსი და მისი მართვა მოხდება საქართველოს კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად.
2.3 შესრულების მონიტორინგი და გადმორიცხვის კრიტერიები
იმისათვის, რომ მიღწეულ იქნეს მოსალოდნელი შედეგები, პროგრამა აანაზღაურებს იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებულ აუდიტირებულ ხარჯებს, რომელიც გაწეული იქნება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 2009 წლიდან. ყველა ხარჯი უნდა გამომდინარეობდეს იმ ღონისძიებებიდან, რომელიც აღწერილია 2.1 პუნქტში, რათა მოხდეს თანხის ანაზღაურება.
2.3.1 პროგრამაზე ზედამხედველობა
პროგრამის ზედამხედველობის განხორციელება ევალება სამეთვალყურეო კომიტეტს, რომლის თავმჯდომარეა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი.
სამეთვალყურეო კომიტეტის წევრები არიან წინამდებარე პროგრამის განხორციელებაში ჩართული ყველა სამინისტოსა და უწყებების წარმომადგენლები და ასევე წარმომადგენლები საქართველოში ევროგაერთიანების დელეგაციიდან:
- რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, თავმჯდომარე;
- რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე;
- ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი;
- ფინანსთა მინისტრი;
- სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში;
- სახელმწიფო ბიუჯეტზე პასუხისმგებელი ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
- სახაზინო სამსახურის უფროსი;
- მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი;
- საქართველოს რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მმართველები;
- ევროგაერთიანების დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში.
სამეთვალყურეო კომიტეტი შეიკრიბება ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე: ევროგაერთიანების დელეგაცია, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ლტოლვილთა და განსახლების ან ფინანსთა სამინისტროები; და შეიკრიბებიან მინიმუმ ერთხელ თითოეული ტრანშის გამოყოფამდე და განიხილავს პროგრესს და იმსჯელებს პროგრამასთან დაკავშირებულ ყველანაირ შემოთავაზებულ ცვლილებაზე და პროგრამის განხორციელებაზე.
სხვა საკითხებთან ერთად თავმჯდომარე უზრუნველყოფს სამეთვალყურეო კომიტეტის სამდივნოს მიერ გეგმისა და სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრების საოქმო ჩანაწერების მომზადებას.
კომიტეტი უზრუნველყოფს გამჭვირვალობის გარანტიას იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებაზე და MDF-ის მიერ გაწეული ხარჯების მიზნობრიობასთან დაკავშირებით ჩატარებული წინა აუდიტის რეკომენდაციების MDF-ის მიერ შესაბამისად გათვალისწინებას. სამეთვალყურეო კომიტეტის სამდივნო მოამზადებს შემაჯამებელ ანგარიშგებას აღნიშნულ საკითხზე და ასევე რეკომენდაციებზე, რომლებიც მიღებული იქნება მონიტორინგის პროცესში ჩართული მონაწილეების მიერ.
პროგრამის უნაკლოდ განსახორციელებლად სამეთვალყურეო კომიტეტი უზრუნველყოფს, რომ საქართველოს მთავრობამ შეასრულოს შემდეგი ვალდებულებები:
1. განახორციელოს და რეგულარულად განაახლოს იძულებით გადაადგილებულ პირთა სტრატეგია და მასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა (ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წერილის მე-3 პუნქტის შესაბამისად, რომელიც თანდართულია ევროკომისიასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებულ ერთობლივ განცხადებაზე, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის 2008-2010 წლებში ფინანსური დახმარების გაზრდას).
2. უზრუნველყოფს დონორთა კოორდინაციას და ევროკომისიის ჩართვას მთავრობის და დონორების ყველა განხილვაში და ინსტიტუციონალურ ღონისძიებაში, რომელიც გამიზნული იქნება: ეკონომიკური განვითარების, სიღარიბის დაძლევის და სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმასთან დაკავშირებულ ღონისძიებებთან.
3. უზრუნველყოფს პროგრამაში მონაწილე სამინისტროების და ინსტიტუტების სტრუქტურის და/ან დებულების ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ევროგაერთიანების დელეგაციისათვის.
4. უზრუნველყოფს ფინანსთა სამინისტროს და ყველა მხარდაჭერილი სამინისტროს და ინსტიტუტის 2010 წლის ბიუჯეტის (შესაბამისად) და 2011 წლის წლიური ბიუჯეტის კანონპროექტის ევროგაერთიანების დელეგაციისათვის ხელმისაწვდომობას ბიუჯეტის კანონის დამტკიცებამდე.
კომიტეტი აგრეთვე უზრუნველყოფს, რომ საქართველოს მთავრობა მიაწვდის ევროგაერთიანების დელეგაციას (ევროგაერთიანების დელეგაცია, აუდიტორთა ჯგუფი, მოკლევადიანი ან სხვა მისიები) პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ შემდეგ დოკუმენტაციას:
ა) საბანკო ამონაწერები, რომელიც ეხება წინამდებარე ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებების 2.1 პუნქტში აღნიშნულ ტრანშებს;
ბ) პროგრამის შესაბამისი ხარჯების ამონაწერებს (ხაზინა), რომლებიც დაკავშირებულია პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან;
გ) მუნიციპალური განვითარების ფონდის (MDF) და ადგილობრივი მმართველობების ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს აღნიშნული პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით;
დ) შერჩეული მუნიციპალიტეტების მიერ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს აღნიშნული პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით;
ე) პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული მიღებული ან პროექტის სახით არსებული კანონები, სამთავრობო აქტები, სხვა საკანონმდებლო აქტები და ადმინისტრაციული დებულებები;
ვ) Bretton Woods-ის დაწესებულებებთან დაკავშირებული ანგარიშები და შეთანხმებები;
ზ) პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული მთავრობისა და სხვა დონორთა დოკუმენტები და ანგარიშები და იძულებით გადაადგილებულ პირთა სტრატეგია როგორც პროექტის, ისე დამტკიცებული ფორმით;
თ) სახელმწიფო შეყიდვების სააგენტოს დოკუმენტაცია; და
ი) კონტროლის პალატის ანგარიშგება.
2.3.2 პროგრამის ზედამხედველობის მექანიზმი
მთლიანი პროგრამის ზედამხედველობა ეკისრება სამეთვალყურეო კომიტეტს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თავმჯდომარეობით (პუნქტი 2.3.1).
გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭო, პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით, იმოქმედებს როგორც ზედამხედველობის მექანიზმი პროგრამის 1.2 პუნქტით გათვალისწინებულ გ) და დ) შესრულებულ ღონისძიებებზე.
პროგრამის სამეთვალყურეო კომიტეტის წევრები მოწვეულნი იქნებიან როგორც დამკვირვებლები, რათა დაესწრონ სამეთვალყურეო საბჭოს პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ შეხვედრას.
2.3.3 სახლების მშენებლობის, ინფრასტუქტურის და კერძო სექტორის განვითარების კომპონენტების განხორციელების კრიტერიუმები
სახლების მშენებლობის კომპონენტი
საბოლოო გადაწყვეტილება სახლების მშენებლობის პროექტის წინადადებების დამტკიცებაზე დამოკიდებულია სამეთვალყურეო კომიტეტზე. საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება სამეთვალყურეო კომიტეტისათვის, რათა ყველა გადაწყვეტილება იყოს დასაბუთებული. თითოეული წინადადება შესაბამისობაში უნდა იყოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახლების მშენებლობის სტრატეგიასთან.
ინფრასტუქტურისა და კერძო სექტორის განვითარების კომპონენტი
ყველა პროექტი და ღონისძიება უნდა იყოს განხორციელებული ადგილობრივი მმართველობების და/ან არასახელმწიფო აქტორების, როგორც მონაწილეების წინადადების საფუძველზე. ინფრასტრუქტურის პროექტებისა და კერძო სექტორის განვითარების ღონისძიებების შერჩევის კრიტერიუმები და პროცედურები შემუშავებული იქნება MDF-ის მიერ ლტოლვილთა და განსახლებისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროებთან, ევროგაერთიანების დელეგაციასთან და ტექნიკურ დახმარებასთან მჭიდრო კავშირში. ღონისძიებების განხორციელების დაწყებამდე შერჩევის კრიტერიუმები დამოწმებული უნდა იყოს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ ღონისძიებების დაწყებამდე.
MDF-ი შეარჩევს განსახორციელებელ პროექტებს და უზრუნველყოფს შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებული დამხმარე მტკიცებულებების ხელმისაწვდომობას ევროკომისიისათვის და დამოუკიდებელი აუდიტორისათვის (პუნქტი 3.2). დამოუკიდებელი აუდიტორი ასევე გადაამოწმებს ზემოაღნიშნული შერჩევის კრიტერიუმების გამოყენებას და ეს დაამოწმებს შერჩევის პროცედურების სწორ გამოყენებას.
2.3.4 პროგრამის ფარგლებში ტრანშის გამოყოფის პირობები
პროგრამის ფარგლებში ტრანშის გამოყოფისათვის საჭიროა ზოგადი პირობების შესრულება, რომელიც ითვალისწინებს: მდგრად მაკროეკონომიკურ ჩარჩოს, სახელმწიფო ფინანსების მართვას და იძულებით გადაადგილებულ პირთა სტრატეგიის განხორციელებას, სამოქმედო გეგმას და ნორმატიულ აქტებს. გარდა ამისა, ტრანშის გამოყოფა დამოკიდებული იქნება ევროგაერთიანების დელეგაციის მიერ დაქირავებული გარე აუდიტორის მიერ ხარჯების მიზანშეწონილობის დამოუკიდებელ შეფასებაზე და შემფასებელი მისიის ზოგადი პირობების შესრულების შემოწმებაზე (როგორც ეს მოცემულია ტექნიკური და ადმინისტრაციული პირობების დანართში, პუნქტი 3).
2.4 შესყიდვები და ფინანსური პროცედურები
2.4.1 პროგრამის ფარგლებში ტექნიკური დახმარებისთვის შესყიდვების პროცედურები
ყველა კონტრაქტი უნდა დაიდოს და განხორციელდეს დაფინანსების ხელშეკრულების მიხედვით და ევროგაერთიანების დელეგაციის მიერ მიღებული და გამოქვეყნებული სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად, რათა განხორციელდეს საგარეო მოქმედებები, რომელიც ძალაში შევა საკითხის პროცედურების დაწყებისთანავე. საქართველო იმყოფება გადამწყვეტ მომენტში, როგორც ეს განსაზღვრულია ფინანსური რეგულაციების შესრულების წესების 168(2)-ე მუხლში. აქედან გამომდინარე, შესყიდვების კონტრაქტების ან პირდაპირი კონტრაქტების შეთანხმებული პროცედურები გამოყენებული იქნება შესაბამისი დებულებების თანახმად.
2.4.2 გადახდა
ევროგაერთიანების დელეგაციის მიერ ყველა გადარიცხვა უნდა განხორციელდეს დელეგაციის მიერ დაფინანსების ხელშეკრულების მიხედვით და ევროგაერთიანების დელეგაციის მიერ მიღებული და გამოქვეყნებული სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად, რათა განხორციელდეს საგარეო მოქმედებები, რომელიც ძალაში შევა საკითხის პროცედურების დაწყებისთანავე.
3. შეფასება და აუდიტი
3.1 მიმოხილვა
პროგრამა განხილული იქნება, რათა შეფასდეს ტრანშების გამოყოფის პირობების ზოგად პირობებთან შესაბამისობა, როგორც ეს დეტალურად მოცემულია ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებების დანართში.
იმ შემთხვევაში, თუ პირობების ან მაჩვენებლის შესრულება ვერ მოხერხდება ფორსმაჟორული სიტუაციის გამო, შესაძლოა მოცემული ზოგადი პირობის გაბათილება და იგი აღარ იქნება შესაბამისობის მაჩვენებელი.
3.2 აუდიტი
საბიუჯეტო დახმარება იქნება მიზნობრივი და მიმართული იქნება პირდაპირ ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ერთიან ანგარიშზე შეთანხმებული და გაწეული აუდიტირებული ხარჯების ასანაზღაურებლად. თანხების გადმორიცხვა დამოკიდებული იქნება ზოგადი პირობების შესრულებაზე (ტექნიკური და ადმინისტრაციული პირობების დანართი, პუნქტი 3) და გაწეული ხარჯების გარე და დამოუკიდებელი აუდიტის დადებით შეფასებაზე.
პროგრამის ფარგლებში აუდიტის მიზანია შეამოწმოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები, რომელიც მოიცავს პუნქტ 1.2-ში გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას და რომელიც განკუთვნილია იძულებით გადაადგილებულ პირთათვის.
ჩატარებული აუდიტი ჩაითვლება თანხის ჩამორიცხვის პირობად. აუდიტი დაფარავს MDF-ის მიერ 2009 წლიდან გაწეულ ხარჯებს (შესყიდვების ჩათვლით), შემდეგი მიზნებისათვის:
ა) დადასტურდეს მიზნობრიობა (მატერიალური, იურიდიული და მარეგულირებელი კუთხით) ბიუჯეტში გამოყოფილი თანხების, რომელიც ანაზღაურებული ან რეფინანსირებული იქნება ევროკომისიის მიერ მიზნობრივი საბიუჯეტო დახმარების სახით;
ბ) ჩატარდეს შიდა კონტროლის სისტემის ეფექტურობის შეფასება, რომლის მიხედვით ხდება საბიუჯეტო ხარჯების ევროკომისიის მიზნობრივი საბიუჯეტო დახმარებით ანაზღაურება ან რეფინანსირება (საჭიროებისამებრ);
გ) გასცეს ნებისმიერი რეკომენდაცია, რომელიც სასარგებლო იქნება ევროკომისიის მიზნობრივი საბიუჯეტო დახმარების სათანადო განხორციელებისათვის მიზნობრივ სექტორებზე;
დ) განხილულ იქნეს MDF-ის (ან სხვა აუდიტირებული ინსტიტუტების და/ან სააგენტოების ) მიერ წინა აუდიტის რეკომენდაციების განხორციელება და დასრულება.
● 3.3 ტექნიკური დახმარება
ტექნიკური დახმარება გამოყოფილი იქნება საქართველოს მთავრობის მოთხოვნით და მასთან შეთანხმებით პროგრამის განხორციელებისათვის. ევროგაერთიანების დელეგაცია, პროგრამის სამეთვალყურეო კომიტეტთან კონსულტაციების შედეგად, გაუწევს ადმინისტრირებას და გააფორმებს კონტრაქტებს პროგრამისთვის გამოყოფილ ტექნიკური დახმარების თანხებზე და განსაზღვრავს ტექნიკურ დავალებას (TOR) ამ დახმარებისათვის.
პროგრამით გათვალისწინებული ნებისმიერი ტექნიკური დახმარების ჯგუფის სტატუსი წინასწარ შეთანხმდება საქართველოს მთავრობასთან და დარეგულირდება დაფინანსების ხელშეკრულების მიმართ გამოსაყენებელი ჩარჩო-შეთანხმებით.
ტექნიკური დახმარების კომპონენტით ასევე დაფინანსდება მონიტორინგი, შეფასება, აუდიტი და მიმოხილვის მისიები და აქტივობები.
4. კომუნიკაცია და გამჭვირვალობა
კომუნიკაცია და თვალსაჩინოება უზრუნველყოფილი იქნება ფინანსთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროებთან თანამშრომლობით. ევროგაერთიანების გამჭვირვალობის სახელმძღვანელოების მიხედვით.
პროგრამის შესრულებისას ევროგაერთიანების დელეგაცია საქართველოში ფინანსთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროებთან კოორდინაციით, მოაწყობს შესაბამის სახალხო ღონისძიებებს, რათა საქმის კურსში ჩააყენოს საზოგადოება პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით.
დანართი
თანხის გადახდის პირობები და ვადები
ეს დანართი მოიცავს სამ ძირითად სფეროს: (1) პასუხისმგებლობები; (2) თანხის ჩამორიცხვის ინდიკატური ვადები; (3) თითოეული ტრანშის ჩამორიცხვის ზოგადი პირობები.
1. პასუხისმგებლობები
დაფინანსების ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ჩამორიცხვის პირობების საფუძველზე, ბენეფიციარი ევროგაერთიანების დელეგაციას საქართველოში გაუგზავნის ოფიციალურ მოთხოვნას ყოველი ტრანშის ჩამორიცხვაზე ქვემოთ გათვალისწინებულ ვადებში. აღნიშნული მოთხოვნა უნდა შეიცავდეს თანხის გადახდის დასაბუთებას, თანდართული დამადასტურებელი დოკუმენტებით.
2. თანხის გადახდის მოდალობა
ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებების 2.3.4 პუნქტის და წინამდებარე დაფინანსების შეთახმების ორივე მხარის ხელმოწერის შესაბამისად, ევროგაერთიანების დელეგაცია საქართველოში გამოყოფს თითოეულ ტრანშს შემდეგი პირობებით:
● რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსაგან ოფიციალური მოთხოვნის მიღება თანხის გამოყოფაზე და დამადასტურებელი დომუმენტაცია ზოგადი პირობების შესრულებაზე;
● დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ გაკეთებული დასკვნის მიღება იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით გაწეული დანახარჯების მიზანშეწონილობაზე;
● შეფასების მიღება, რომელიც დაადასტურებს, რომ შერჩეული კრიტერიუმები და პროცედურები, რომელიც შემუშავდა ინფრასტრუქტურისა და კერძო სექტორის კომპონენტებისათვის, გათვალისწინებულ იქნა;
● შესაბამისობა ზოგადი დებულებებთან, რომელიც განსაზღვრულია შეფასების მისიის მიერ და მოცემულია ქვემოთ მე-3 პუნქტში (პუნქტი 3.1);
● MDF-ის წინა აუდიტის ანგარიშში გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულებაზე ანგარიშის მომზადება და შესრულება საქართველოში ევროგაერთიანების დელაგაციისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ყველა ტრანში გამოყოფილი იქნება პროგრამის განხორციელების დადებითად შეფასების და მისი საქართველოში ევროგაერთიანების დელეგაციის მიერ დადასტურების შემთხვევაში.
საქართველოს მთავრობა გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე გააკეთებს მოთხოვნას სამ ტრანშად, შემდეგი ინდიკატური ოდენობით და პერიოდულობით:
(1) 10 მლნ ევრო – 2010 წლის მე-3 კვარტალი; (2) 15.5 მლნ ევრო – 2011 წლის პირველი კვარტალი; (3) 16 მლნ ევრო – 2011 წლის მე-3 კვარტალი ან შემდეგ კვარტალში, შესაბამისად.
3. ყველა ტრანშის ჩამორიცხვის ზოგადი პირობები
(ა) ცხრილში მოცემული ზოგად პირობები გამოყენებული იქნება ტრანშის ჩამორიცხვაზე, ამ დანართის მე-2 პუნქტის შესაბამისად. ტრანშის გამოყოფის მოთხოვნას თან უნდა ახლდეს ყველა შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტები.
ცხრილი (ა): ყველა ტრანშის გამოყოფის ზოგადი პირობე