20.1. დაფინანსების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, რომელიც არ გადაწყდება ზოგადი დებულებების მე-16 მუხლის შესაბამისად გამართული კონსულტაციების შემდეგ 6 თვის განმავლობაში, შეიძლება გადაწყდეს ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით არბიტრაჟის მეშვეობით.

20.2. ასეთ შემთხვევაში თითოეულმა მხარემ უნდა დანიშნოს არბიტრი არბიტრაჟის მოთხოვნიდან 30 დღის განმავლობაში. აღნიშნულის განუხორციელებლობის შემთხვევაში, ნებისმიერი მხარე უფლებამოსილია თხოვნით მიმართოს მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს (ჰააგა) გენერალურ მდივანს დანიშნოს მეორე არბიტრი. ორმა არბიტრმა 30 დღის განმავლობაში უნდა დანიშნოს მესამე არბიტრი. აღნიშნულის განუხორციელებლობის შემთხვევაში ნებისმიერი მხარე უფლებამოსილია თხოვნით მიმართოს საარბიტრაჟო სასამართლოს (ჰააგა) გენერალურ მდივანს დანიშნოს მესამე არბიტრი.

20.3. იმ შემთხვევაში, თუ არბიტრები სხვა რამეს არ გადაწყვეტენ, მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს არბიტრაჟის დისპოზიციური წესების შესაბამისად არბიტრაჟს, სადაც ჩართულია საერთაშორისო ორგანიზაციები, უნდა მიმართონ სახელმწიფოებმაც. არბიტრების გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით, სამი თვის განმავლობაში.

20.4. ყოველი მხარე ვალდებულია მიიღოს საჭირო ზომები, არბიტრაჟის გადაწყვეტილების გამოსაყენებლად.

ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებები

(დანართი 2)

1. მონაწილეობა

1.1 ამოცანები

შემოთავაზებული პროგრამის ძირითადი ამოცანები შესაბამისობაშია საქართველოს მთავრობის კონცეფციასთან, რომელიც მიზნად ისახავს i) პირობების შექმნას იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნებისთვის, და ii) იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნისა და მათი საზოგადოებრივი მონაწილეობის მხარდაჭერას.

პროგრამის სპეციფიურ ამოცანებს წარმოადგენს დაეხმაროს საქართველოს მთავრობას გააუმჯობესოს საცხოვრებელი პირობები ყველა იძულებით გადაადგილებულ პირთათვის, ხანგრძლივი საცხოვრებელი პირობების შექმნის და ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაციის მეშვეობით, რათა მოხდეს მათი ნებაყოფლობითი დაბრუნება საკუთარ სახლებში, მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე ან უზრუნველყოს ამ პირთა ნებაყოფლობითი დასახლება ქვეყნის სხვა ადგილზე.

1.2 მოსალოდნელი შედეგები და ძირითადი ღონისძიებები

მოსალოდნელი შედეგები

აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერებას განახორციელოს შესაბამისი ქმედებები, რათა მოახდინოს 1990-იანი წლების იძულებით გადაადგილებულ პირთა, ასევე 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ღია კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაცია, განსახლება, სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაცია და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა.

მოქმედებები:

ა) მთავრობის მიერ განსახლებისათვის საჭირო ღონისძიებების ჩატარება, რათა უზრუნველყონ ხანგრძლივი საცხოვრებელი პირობების შექმნა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ღია კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთათვის;

ბ) 2009-2010 წლების სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი თანხებით 1990-იანი წლების და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ხანგრძლივი საცხოვრებელი და განსახლების პირობების შექმნა (კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციისა და პრივატიზაციის ჩათვლით);

გ) მთავრობის მიერ სამართლიანი და გამჭვირვალე წესით იძულებით გადაადგილებულ პირთათვის კოლექტიური ცენტრების შერჩევის, განაწილების და გადაცემის განხორციელება, 1990-იანი სლების იძულებით გადაადგილებულ პირთა ყველა კატეგორიისათვის მინიმალური საერთაშორისო საცხოვრებელი სტანდარტებისა და პოტენციური ბენეფიციარებისთვის ინფორმირების საფუძველზე.

2.1. ბიუჯეტი და ვადები

წინამდებარე ევროპის სამეზობლო პარტნიორობის ინსტრუმენტის პროექტი განხორციელებული იქნება მიზნობრივი საბიუჯეტო მხარდაჭერის მოდალობების მიხედვით. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს €51.5 მილიონს, აქედან €0,8 მილიონი გამოყენებული იქნება ტექნიკური დახმარებისთვის. €50.7 მილიონამდე თანხით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის გავლით ანაზღაურება შეთანხმებული და გაწეული აუდიტირებული ხარჯები.

კომისიის C/2008/8563 გადაწყვეტილების თანახმად „აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს MDF-ის მიერ გაწეული იძულებით გადაადგილებულ პირთა დაკავშირებულ ხარჯების დაფინანსებას. მიუხედავად ამისა, თანხის დაახლოებით 20%-ით შეიძლება დაფინანსდეს მონიტორინგი, შეფასება და თვალსაჩინოება, ისევე როგორც გაწეული ხარჯების აუდიტი დაფინანსებული იქნება პროგრამის ტექნიკური დახმარების კომპონენტიდან და დაკონტრაქტებული და მართული იქნება კომისიის მიერ პროგრამის საჭიროების და საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციების შესაბამისად.

საბიუჯეტო დახმარება გადმორიცხული იქნება ტრანშებად[1]

, იმ პირობით, რომ დადებითად შეფასდება გარე აუდიტის მიერ ნებადართული დანახარჯები და დაკმაყოფილდება ზოგადი პირობები (იხილეთ 2.3, 3.2 და ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებების დანართი), დაქართველოს მთავრობის მიერ გადახდის მოთხოვნის მიღების შემდეგ.

ინდიკატური საოპერაციო ვადაა 24 თვე დაფინანსების ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან.

2.2. ბიუჯეტის მხარდაჭერის მოდალობები

ცენტრალიზებულად მართული პირდაპირი მიზნობრივი საბიუჯეტო დახმარების პროგრამა.

საბიუჯეტო მხარდაჭერა იქნება მიზნობრივი და როგორც ასეთი, პირდაპირ იქნება მიმართული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ერთიან ანგარიშზე შეთანხმებული და გაწეული აუდიტირებული ხარჯების შესაბამისად. გადარიცხვის შემდეგ თანხა გამოყენებული იქნება როგორც მთავრობის ნებისმიერი სხვა ჩვეულებრივი საბიუჯეტო რესურსი და მისი მართვა მოხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2.3. შესრულების მონიტორინგი და გადმორიცხვის კრიტერიები

2.3.1 პროგრამაზე ზედამხედველობა

პროგრამის ზედამხედველობის განხორციელება ევალება სამეთვალყურეო კომიტეტს, რომლის თავმჯდომარეა ფინანსთა მინისტრი, როგორც ეს იყო ევროკომისიის მიერ დაფინანსებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა სამოქმედო გეგმის მხარდაჭერა, 2008“ პროგრამის პირველ ნაწილში.

სამეთვალყურეო კომიტეტის წევრები არიან წინამდებარე პროგრამის განხორციელებაში ჩართული სამინისტროებისა და დაწესებულებების წარმომადგენლები და ასევე წარმომადგენლები ევროკომისიიდან:

- ფინანსთა მინისტრი, თავმჯდომარე;

- ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი;

- რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი;

- სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში;

- სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრრაციის საკითხებში;

- სახელმწიფო ბიუჯეტზე პასუხისმგებელი ფინანსთა მინისტრის მოადგილე;

- სახაზინო სამსახურის უფროსი;

- მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი;

- საქართველოს რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მმართველები;

- ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში.

კომიტეტი შეიკრიბება მინიმუმ ერთხელ თითოეული ტრანშის გამოყოფამდე და განიხილავს პროგრესს და იმსჯელებს პროგრამასთან დაკავშირებულ ყველანაერ შემოთავაზებულ ცვლილებებზე და პროგრამის განხორციელებაზე.

კომიტეტი პასუხისმგებელი იქნება გამჭვირვალობაზე და უზრუნველყოფს MDF-ის მიერ გაწეული ხარჯების მიზნობრიობასთან დაკავშირებით ჩატარებული პირველი აუდიტის რეკომენდაციების (რომელიც ჩატარდა 2008 წლის ნოემბერ-დეკემბერში) შეძლებისდაგვარად სწრაფად და შეძლებისდაგვარად სრულყოფილად გათვალისწინებას. კომიტეტი აღნიშნულ საკითხზე მოამზადებს შესაბამის ანგარიშებს (იხ. დანართი 1, პუნქტი 2).

პროგრამის უნაკლოდ განსახორციელებლად კომიტეტი უზრუნველყოფს, რომ საქართველოს მთავრობამ შეასრულოს ვალდებულებები:

1. განახორციელოს იძულებით გადაადგილებულ პირთა სტრატეგია, იძულებით გადაადგილებულ პირთა რეინტეგრაციის პოლიტიკის კონცეფცია და მასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა (ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წერილის მე-3 პუნქტის შესაბამისად, რომელიც თანდართულია ევროკომისიასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებულ ერთობლივ განცხადებაზე, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის 2008-2010 წლებში ფინანსური დახმარების გაზრდას).

2. უზრუნველყოფს დონორთა კოორდინაციას და ევროკომისიის ჩართვას მთავრობის და დონორების ყველა განხილვაში და ინსტიტუციონალურ ღონისძიებაში, რომელიც გამიზნული იქნება: ეკონომიკური განვითარების, სიღარიბის დაძლევის და ხარჯების საშუალოვადიანი დაგეგმვის (MTEF) შემუშავებაზე და შესრულებაზე;

3. უზრუნველყოფს პროგრამის მიერ მხარდაჭერილი სამინისტროების და ინსტიტუტების სტრუქტურის და/ან დებულების ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ევროკომისიისთვის; და

4. უზრუნველყოფს ფინანსთა სამინისტროს და ყველა მხარდაჭერილი სამინისტროს და ინსტიტუტის 2009 წლის ბიუჯეტის და 2010 წლის წლიური ბიუჯეტის კანონპროექტის ევროკომისიისათვის ხელმისაწვდომობას ბიუჯეტის კანონის დამტკიცებამდე.

კომიტეტი აგრეთვე უზრუნველყოფს, რომ საქართველოს მთავრობა მიაწვდის ევროკომისიას (ევროკომისიის დელეგაციას, აუდიტორთა ჯგუფი, მოკლევადიანი მისიები) პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ შემდეგ დოკუმენტაციას:

ა) საბანკო ამონაწერები, რომელიც ეხება წინამდებარე ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებების 2.1. პუნქტში აღნიშნულ ტრანშებს;

ბ) პროგრამის შესაბამისი სექტორების ხარჯების ამონაწერებს (ხაზინა);

გ) მუნიციპალური განვითარების ფონდის (MDF) ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს აღნიშნულ პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით;

დ) შერჩეული მუნიციპალიტეტების მიერ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს აღნიშნული პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით;

ე) პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული მიღებული ან პროექტის სახით არსებული კანონები, სამთავრობო აქტები, სხვა საკანონმდებლო აქტები და ადმინისტრაციული დებულებები;

ვ) Bretton Woods-ის დაწესებულებებთან დაკავშირებული ანგარიშები და შეთანხმებები; და

ზ) პროგრამის განხორციელბასთან დაკავშირებული მთავრობისა და სხვა დონორთა დოკუმენტები და ანგარისები და იძულებით გადაადგილებულ პირთა სტრატეგია, როგორც პროექტის, ისე დამტკიცებული ფორმით (ზემოაღნიშნული წერილის/ერთობლივი განცხადების მე-3 პუნქტის შესაბამისად).

2.3.2. პროგრამის ფარგლებში ტრანშის გამოყოფის პირობები

პროგრამის ფარგლებში ტრანშის გამოყოფისათვის საჭიროა ზოგადი პირობების შესრულება, რომელიც ითვალისწინებს: მდგრად მაკრო-ეკონომიკურ ჩარჩოს, სახელმწიფო ფინანსების მართვას და იძულებით გადაადგილებულ პირთა სტრატეგიის განხორციელებას, სამოქმედო გეგმას და ნორმატიულ აქტებს, ასევე ხარჯების მიზანშეწონილობას, რომელსაც დაადგენს ევროკომისიის დაქირავებული დამოუკიდებელი და გარე აუდიტორი და ზოგადი პირობების შესრულების შემოწმებას.

2.4. შესყიდვები და ფინანსური პროცედურები

I. „პირდაპირი ცენტრალიზებული მენეჯმენტის“ ოფცია

პროგრამის ფარგლებში ტექნიკური დახმარებისთვის შესყიდვების პროცედურები

ყველა კონტრაქტი უნდა დაიდოს და განხორციელდეს დაფინანსების ხელშეკრულებით გათვალისწიენბული ზოგადი და განსაკუთრებული პირობების და კომისიის მიერ მიღებული და გამოქვეყნებული სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად. საქართველო იმყოფება გადამწყვეტ მომენტში, როგორც ეს განსაზღვრულია ფინანსური რეგულაციის შესრულების წესების 168(2)-ე მუხლში. აქედან გამომდინარე შესყიდვების კონტრაქტების ან პირდაპირი კონტრაქტების შეთანხმებული პროცედურები გამოყენებული იქნება შესაბამისი დებულებების თანახმად.

გადახდა

კომისიის მიერ ყველა გადარიცხვა უნდა განხორციელდეს კომისიის მიერ დაფინანსების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზოგადი და განსაკუთრებული პირობების, კომისიის მიერ მიღებული და გამოქვეყნებული სტანდარტების და პროცედურების შესაბამისად.

3. შეფასება და აუდიტი

3.1. მიმოხილვა

პროგრამა განხილული იქნება, რათა შეფასდეს ტრანშების გამოყოფის პირობების დაკმაყოფილება, როგორც ეს დეტალურად მოცემულია ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებების დანართში.

იმ შემთხვევაში, თუ პირობების ან მაჩვენებლის შესრულება ვერ მოხერხდება ფორს მაჟორული სიტუაციის გამო, შესაძლოა მოცემული პირობის ან მაჩვენებლის გაბათილება და იგი აღარ იქნება შესაბამისობის მაჩვენებელი.

3.2. აუდიტი

საბიუჯეტო დახმარება იქნება მიზნობრივი და მიმართული იქნება პირდაპირ ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ერთიან ანგარიშზე შეთანხმებული და გაწეული აუდიტორული ხარჯების ასანაზღაურებლად. თანხების გადმორიცხვა დამოკიდებული იქნება ზოგადი პირობების შესრულებაზე (იხ. პუნქტი 2.3. და დანართი) და გაწეული ხარჯების გარე და დამოუკიდებელი აუდიტის დადებით შეფასებაზე.

აუდიტის მიზანია შემდეგი ღონისძიებები შესრულების შემოწმება:

I) მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის 2008 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები, როგორც ეს ასახულია დანართ 2-ის ცხრილში და ახალი 2009 წლის ბიუჯეტის ასიგნებები (საბიუჯეტო კოდი 23 06 02 13) იძულებით გადაადგილებულ პირთათვის დანართი 3-ის შესაბამისად;

II) მცხეთის მუნიციპალიტეტის 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები, დანართი 2-ის შესაბამისად;

აუდიტი/განხილვა განხორციელდება როგორც თანხის გამოყოფის პირობა. აუდიტი ჩატარდება, რათა შემოწმდეს I) და II) პუნქტებში აღნიშნული ხარჯები (შესყიდვების პროცედურების ჩათვლით), რომლებიც გაწეულ იქნა საქართველოს 2008, 2009 და შემდგომ ფისკალურ წლებში, შემდეგი მიზნებისთვის:

ა) დადასტურდეს მიზნობრიობა (მატერიალური, იუდირიული და მარეგულირებელი კუთხით) ბიუჯეტში გამოყოფილი თანხების, რომელიც ანაზღაურებულ ან რეფინანსირებული იქნება ევროკომისიის მიერ მიზნობრივი საბიუჯეტო დახმარების სახით;

ბ) ჩატარდეს შიდა კონტროლის სისტემის ეფექტურობის შეფასება, რომლის მიხედვით ხდება საბიუჯეტო ხარჯების ევროკომისიის მიზნობრივი საბიუჯეტო დახმარებით ანაზღაურება ან რეფინანსირება (საჭიროებისამებრ).

გ) გასცეს ნებისმიერი რეკომენდაცია, რომელიც სასარგებლო იქნება ევროკომისიის მიზნობრივი საბიუჯეტო დახმარების სათანადო განხორციელებისათვის მიზნობრივ სექტორებზე.

3.3. ტექნიკური დახმარება

ტექნიკური დახმარება გამოყოფილი იქნება საქართელოს მთავრობის მოთხოვნით და მასთან შეთანხმებით პროგრამის განხორციელების მონიტორინგის, ანგარიშისა და მხარდაჭერისათვის. საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით ევროკომისია გაუწევს ადმინისტრირებას პროგრამისთვის გამოყოფილ ტექნიკური დახმარების თანხებს და განსაზღვრავს ტექნიკურ დავალებას (TOR) ამ დამხარებისათვის.

პროგრამით გათვალისწინებული ნებისმიერი ტექნიკური დახმარების ჯგუფის სტატუსი წინასწარ შეთანხმდება საქართველოს მთავრობასთან და დარეგულირდება დაფინანსების ხელშეკრულების მიმართ გამოსაყენებელი ჩარჩო შეთანხმებით.

3.4. ევროკომისიის დელეგაცია საქართველოში

ევროკომისიის დელეგაცია საქართველოში, თბილისში ზედამხედველობას გაუწევს პროგრამას.

4. კომუნიკაცია და გამჭვირვალობა

კომუნიკაცია და თვალსაჩინოება უზრუნველყოფილი იქნება ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობით. საქართველოს მთავრობის განკარგულებით ფინანსთა მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილია დონორთა კოორდინაციის საბჭო. მთავრობა იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს EC-ის მონაწილეობა საბჭოს ყველა სხდომაში. პროგრამის შესრულებისას EC ფინანსთა სამინისტროსთან კოორდინაციით, მოაწყობს სახალხო ღონისძიებებს, რათა ჩააყენოს საზოგადოება მოვლენების საქმის კურსში.

დანართი

1- თანხის გადახდის პირობები და ვადები

2- საქართველოს 2008 წლის ბიუჯეტის ასიგნებები 2008 წლის საქართველო-რუსეთის ღია კონფლიქტის შედეგად დაზარალებულების განსახლებისათვის.

3- საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის MDF-ის ასიგნებები.

დანართი 1

თანხის გადახდის პირობები და ვადები

ეს დანართი მოიცავს სამ ძირითად სფეროს: (1) პასუხისმგელობები. (2) თახნის ჩამორიცხვის ინდიკატური ვადები. (3) თითოეული ტრანშის ჩამორიცხვის ზოგადი პირობები.

1. პასუხისმგებლობები

დაფინანსების ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ჩამორიცხვის პირობების საფუძველზე, ბენეფიციარი ევროკომისიას გაუგზავნის ოფიციალურ მოთხოვნას ყოველი ტრანშის ჩამორიცხვაზე ქვემოთ გათვალისწინებულ ვადებში. აღნიშნული მოთხოვნა უნდა შეიცავდეს თანხის გადახდის დასაბუთებას, თანდართული დამადასტურებელი დოკუმენტებით.

2. თანხის გადახდის მოდალობა

ტექნიკური და ადმინისტრაციული დებულებების 2.3.2 პუნქტის და წინამდებარე დაფინანსების შეთანხმების ორივე მხარის ხელმოწერის შესაბამისად, ევროკომისია გამოყოფს თითოეულ ტრანშს შემდეგი პირობებით:

● მთავრობისგან ოფიციალური მოთხოვნის მიღება თანხის გამოყოფაზე და დამადასტურებელი დოკუმენტაცია ზოგადი პირობების შესრულებაზე;

● დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ გაკეთებული დასკვნის მიღება იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით გაწეული დანახარჯების მიზანშეწონილობაზე.

● შესაბამისობა ზოგად დებულებებთან, რომელიც განსაზღვრულია ქვემოთ მე-3 პუნქტში;

ამავდროულად, მეორე და შემდგომი ტრანშების გამოყოფა დამოკიდებული იქნება MDF-ის პირველი აუდიტის ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების გათვალისწინების შესახებ EC-თვის მომზადებულ და წარდგენილ შესაბამის ანგარიშზე[2]

.

ბოლო ტრანში გამოყოფილი იქნება პროგრამის განხორციელების დადებითად შეფასების და მისი ევროკომისიის მიერ დადასტურების შემთხვევაში.

საქართველოს მთავრობა გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე გააკეთებს მოთხოვნას სამ ტრანშად, შემდეგი ინდიკატური ოდენობით და პერიოდულობით:

(1) 12.1 მლნ ევრო - 2009 წლის მე-2 კვარტალი; (2) 28.6 მლნ ევრო - 2009 წლის მე-3 კვარტალში; (3) 10.0 მლნ ევრო - 2009 წლის მე-3 კვარტალი ან 2010 წლის პირველი კვარტალი, შესაბამისად.

3. ყველა ტრანშების ჩამორიცხვის ზოგადი პირობები

(ა) ცხრილში მოცემული ზოგადი პირობები გამოყენებული იქნება ტრანშის ჩამორიცხვაზე, ამ დანართის მე-2 პუნქტის შესაბამისად. ტრანშის გამოყოფის მოთხოვნას თან უნდა ახლდეს შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტები.

ცხრილი (ა): ყველა ტრანშის გამოყოფის ზოგადი პირობები

პირობა

კრიტერიუმი

შესრულების წყარო

ა. მაკროეკონომიკური სტაბილურობა

სტაბილური მაკროეკონომიკური ჩარჩო

მთავრობის მაკროეკონომიკური პოლიტიკის დადებითი შეფასება IMF-ის და EC-ის მიერ.

IMF-ის და ECFIN ანგარიშები.

ბ. სახელმწიფო ფინანსების მართვა

სტაბილური სახელმწიფო ფინანსები და ფისკალური მენეჯმენტი

განახლებული PFM-ის სტრატეგიული ხედვის განხორციელების დამაკმაყოფილებელი პროგრესი 2007 წლის PEFA-ს შეფასების გათვალისწინებით.

ხელმისაწვდომი ანგარიშები/ოქმები

გ. იძულებით გადაადგილებულ პირთა სტრატეგია, სამოქმედო გეგმა, ნორმატიული აქტები

იძულებით გადაადგილებულ პირთა სტრატეგია ხანგრძლივი საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად

შემდგომი პროგრესი შემდეგ მიმართულებებში:

ა) იძულებით გადაადგილებულ პირთა სტრატეგიის განხორციელება;

ბ) იძულებით გადაადგილებულ პირთა რეინტეგრაციის კონცეფცია;

გ) იძულებით გადაადგილებულ პირთა 2009-2011 წლების სამოქმედო გეგმის განახლება და დამტკიცება (ერთობლივი განცხადების/წერილის მე-3 პუნქტის შესაბამისად)

დ) 1990-იანი წლების იძულებით გადაადგილებულ პირთათვის კოლექტიურ ცენტრებში არსებული საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის პროცესის დარეგულირება.

მთავრობის ხელმისაწვდომი ანგარიშები; მთავრობის, პარლამენტის ან პრეზიდენტის ბრძანებულებები; სამეთვალყურეო კომიტეტის ოქმები; UNHCR-ის ანგარიშები; EUMM-ის ანგარიშები და/ან სხვა დონორების ან მრავალმხრივი სააგენტოების ანგარიშები; სოციალური და ეკონომიკური დამოუკიდებელი კვლევები.

რომელიც ასევე მოიცავს შემდეგ ელემენტებს:

● კოლექტიური ცენტრების გამჭვირვალე და მოთხოვნაზე დამყარებული შერჩევის, განაწილების და კერძო საკუთრებაში გადაცემის პრინციპებს, ბენეფიციართა უფლებების ინფორმირებაზე პასუხისმგებელი სამთავრობო უწყების ვალდებულების ჩათვლით.

● იძულებით გადაადგილებულ პირთათვის კოლექტიურ ცენტრებში საკუთრებაში გადაცემული საცხოვრებელი ფართების მინიმალური საცხოვრებელ სტანდარტებს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ღირსეული საცხოვრებელი პირობების მოთხოვნებს.

● სამთავრობო საინფორმაციო სისტემის დანერგვა, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირებს მიაწვდის სრულყოფილ და უტყუარ ინფორმაციას და შესაბამის მასალებს (საინფორმაციო კომპანია, ბორშურები, კონტრაქტები და სხვა).

დანართი 2

საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართელოს ღია კომპლექტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთათვის და დაზარალებულებისათვის

რეგიონი/მუნიციპალიტეტი

მთავრობის ბრძანებით გამოყოფილი თანხა

ბრძანება №563

ბრძანება №665

ბრძანება №503

ბრძანება №878

კახეთი

1,474.60

1,474.60

საგარეჯოს მუნიციპალიტეტი

362.00

362.00

თელავის მუნიციპალიტეტი

489.40

489.40

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი

623.20

623.20

სამეგრელო და ზემო სვანეთის მხარე

750.00

400.00

350.00

სენაკის მუნიციპალიტეტი

750.00

400.00

350.00

იმერეთი

3,000.00

3,000.00

ქუთაისი

3,000.00

3,000.00

შიდა ქართლი

34,023.10

17,828.60

12,814.50

2,580.00

800.00

გორის მუნიციპალიტეტი

25,081.00

12,900.00

9,181.00

2,200.00

800.00

ქარელის მუნიციპალიტეტი

6,159.40

2,225.90

3,633.50

300.00

კასპის მუნიციპალიტეტი

180.00

100.00

80.00

ხაშურის მუნიციპალიტეტი

2,602.70

2,602.70

ქვემო ქართლის მხარე

12,214.75

11,074.75

1,140.00

მარნეულის მუნიციპალიტეტი

3,660.75

3,660.75

ბოლნისის მუნიციპალიტეტი

325.00

325.00

გარდაბნის მუნიციპალიტეტი

1,683.00

1,683.00

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

6,546.00

5,406.00

1,140.00

მცხეთა–მთიანეთის მხარე

98,527.50

98,527.50

მცხეთის მუნიციპალიტეტი

96,775.00

96,775.00

დუშეთის მუნიციპალიტეტი

1,752.50

1,752.50

რაჭა–ლეჩხუმის მხარე

1,541.00

1,541.00

ონის მუნიციპალიტეტი

1,541.00

1,541.00

მუნიციპალურის განვითარების ფონდი

42,800.00

42,800.00

ჯამი (ათას ლარში)

194,331.0

176,646.5

13,164.5

3,720.0

800.0

ცხრილში ასახულია საქართველოს რეგიონების და მუნიციპალიტეტების ხარჯები და შესაბამისი მთავრობის ბრძანებები.

დანართი 3: საქართველოს 2009 წლის ბიუჯეტით
MDF-ისთვის გამოყოფილი თანხები იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისთვის.

ორგანიზაციული კოდი

დასახელება

2009 წლის გეგმა

მ.შ. საბიუჯეტო სახსრები

მ.შ. კრედიტები და გრანტები

23 06 02

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი

166,064.90

119,211.90

46,853.00

23 06 02 01

მუნიციპალური განვითარებისა და დეცენტრალიზაციის II პროექტი

0.00

0

0.00

23 06 02 02

სოციალური ინვესტიციების I პროექტი

0

0

0

23 06 02 04

ირიგაციისა და დრენაჟის მომხმარებელთა ორგანიზაციების განვითარების პროექტი

5,210.40

856.40

4,354.00

23 06 02 05

ფოთის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია

0

0

0

23 06 02 06

ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია

4839

0

4839

23 06 02 07

ინკლუზიური რეგიონალური ეკონომიკის განვითარების პროექტის მეშვეობით კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაში სამშიდობო პროცესების გაძლიერება

1815

0

1815

23 06 02 08

განახლებადი ენერგიის განვითარების პროგრამა

600

0

600

23 06 02 09

ქობულეთის წყალარინების რეაბილიტაციის პროექტი

593

0

593

23 06 02 10

ბორჯომის წყალმომარაგების სისტემის რეაბაილიტაცია

2966

0

2966

23 06 02 11

მუნიციპალური მომსახურების განვითარების პროექტი (აზიის განვითარების ბანკი)

14,103.70

360.7

13,743.00

23 06 02 12

რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი

14,103.70

360.7

13,743.00

23 06 02 13

დევნილთა სახლების მშენებლობა/რეაბილიტაცია (ევროკავშირი)

117,634.10

117,634.1

0.00

23 06 02 14

იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების გადაუდებელი რეაბილიტაცია დასავლეთ საქართველოში

4,200.00

0

4,200.00

ცხრილში ასახულია ხარჯების ჩაშლა ათას ლარში

[1]

იხილეთ დანართი 1 დაგეგმილი 3 ტრანშის წინასწარ ვადებზე.

[2]

MDF-ის მიერ გაწეული ხარჯების მიზნობრიობასთან დაკავშირებით Price-Waterhouse Coopers-ის მიერ 2008 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული პირველი აუდიტის ანგარიშ