19.1. თუ საკითხი, რომელიც წინ უძღვის დაფინანსების ხელშეკრულების შეწყვეტას, არ გადაიჭრება მაქსიმუმ ოთხი თვის განმავლობაში, ნებისმიერი მხარე უფლებამოსილია ორი თვით ადრე გაფრთხილების შემდეგ შეწყვიტოს დაფინანსების ხელშეკრულება.
19.2. თუ დაფინანსების ხელშეკრულების ხელმოწერიდან სამი წლის განმავლობაში არ განხორციელდა რაიმე გადახდა, ან ამავე პერიოდის განმავლობაში შესასრულებელი კონტრაქტი არ იქნა დადებული, დაფინანსების ხელშეკრულების მოქმედება წყდება ავტომატურად.
19.3. როდესაც შეწყვეტა ეცნობება მხარეს, მიმდინარე კონტრაქტებისა და ხელმოსაწერი კონტრაქტების შესახებ შედეგებიც იქნება მასში მითითებულ