18.1. დაფინანსების ხელშეკრულება შეიძლება დროებით შეჩერდეს შემდეგ შემთხვევებში:

- კომისიამ შეიძლება დროებით შეწყვიტოს დაფინანსების ხელშეკრულების განხორციელება იმ შემთხვევაში თუ ბენეფიციარი დაარღვევს დაფინანსების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას.

- კომისიამ შეიძლება დროებით შეაჩეროს დაფინანსების ხელშეკრულების განხორციელება იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი დაარღვევს დაფინანსების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ადამიანის უფლებების, დემოკრატიულ პრინციპების და სამართლის უზენაესობის პრინციპების დაცვასთან და კორუფციის სერიოზულ შემთხვევასთან დაკავშირებით.

- დაფინანსების ხელშეკრულება შეიძლება დროებით შეჩერდეს ფორს-მაჟორის შემთხვევაში, როგორც ეს ქვემოთაა განმარტებული. „ფორს მაჟორი“, რაც ნიშნავს ნებისმიერ გაუთვალისწინებელ და განსაკუთრებულ შემთხვევას ან შემთხვევას, რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს, რომელიც ხელს უშლის ნებისმიერ მათგანს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში, რაც მათი მხრიდან არ არის გამოწვეული შეცდომით ან დაუდევრობით (ან მათი კონტრაქტორების, წარმომადგენლების და თანამშრომლების მხრიდან). მათი მცდელობის მიუხედავად წარმოადგენს დაუძლეველ ძალას. მოწყობილობებისა და საქონლის ნაკლი ან მათი ხელმისაწვდომობის დაგვიანება, შრომითი დავები, გაფიცვები ან ფინანსური სიძნელეები არ შეიძლება ჩაითვალოს ფორს მაჟორად. მხარეს არ შეიძლება ჩაეთვალოს ვალდებულების შეუსრულებლობა, თუ იგი გამოწვეულია ფორს მაჟორის გამო. მხარემ, რომელიც ფორს მაჟორის წინაშეა დროულად უნდა აცნობოს მეორე მხარეს, პრობლემების შესახებ, სავარაუდო ხანგრძლივობა და ყველა ზომა უნდა იხმაროს რომ მინიმუმამდე დაიყვანოს შესაძლო ზიან