22.1. დაფინანსების ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობების და დანართი II-ის და III-ის ნებისმიერი ცვლილება ფორმდება წერილობით და წარმოადგენს ხელშეკრულების დამატებას.

22.2. იმ შემთხვევაში, თუ ცვლილების შეტანის მოთხოვნა მომდინარეობს ბენეფიციარისგან, ამ უკანასკნელმა კომისიას არანაკლებ სამი თვით ადრე იმ დღიდან, როდესაც გათვალისწინებულია ცვლილების ძალაში შესვლა, უნდა წარუდგინოს მოთხოვნა. გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მოთხოვნა ბენეფიციარის მიერ არის შესაბამისად დასაბუთებული და თანხმობას გამოთქვამს კომისია.

22.3. ტექნიკური კორექტირება, რომელიც გავლენას არ ახდენს პროექტის/პროგრამის მიზნებსა და შედეგებზე და ამ საკითხებზე დეტალური ცვლილებები, რომელიც გავლენას არ ახდენს მიღებული ტექნიკურ გადაწყვეტაზე და თანხების რეალოკაციაზე, ბენეფიციარი რაც შეიძლება მალე წერილობით აცნობებს კომისიას ცვლილების შესახებ და ამ ცვლილების დასაბუთების შესახებ, და გამოიყენებსამ ცვლილებას.

22.4. გაუნაწილებელი თანხების გამოყენება ექვემდებარება კომისიის წინასწარ წერილობით დამტკიცებას.

2.5. საოპერაციო შესრულების ფაზისა და დასკვნითი ფაზის ვადის გაგრძელების სპეციფიური პირობები მოცემულია წინამდებარე ზოგადი პირობების 4 (4) და 4 (5) მუხლებში.

22.6. თუ ბენეფიციარი აღარ აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოყალიბებულ დეცენტრალიზაციის კრიტერიუმებს, რომელიც შესაბამისია, სპეციალური პირობების და ამ ზოგადი პირობების 23-ე და 24-ე მუხლების ზიანის მიყენების გარეშე, კომისიას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ბენეფიციარისათვის წერილობითი ფორმით შეტყობინების შემდეგ უკან დაიბრუნონ ბენეფიციარისათვის მინიჭებული ფინანსური განხორციელების დავალება,რათა გაგრძელდეს პროექტის/პროგრამის განხორციელება ბენეფიციარის სახელით და ანგარიშისათვი