22.1. დაფინანსების ხელშეკრულების განსაკუთრებული პირობების და დანართი II-ის და III-ის ნებისმიერი ცვლილება ფორმდება წერილობით და წარმოადგენს ხელშეკრულების დამატებას.
22.2. იმ შემთხვევაში, თუ ცვლილების შეტანის მოთხოვნა მომდინარეობს ბენეფიციარისგან, ამ უკანასკნელმა კომისიას არანაკლებ სამი თვით ადრე იმ დღიდან, როდესაც გათვალისწინებულია ცვლილების ძალაში შესვლა, უნდა წარუდგინოს მოთხოვნა. გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მოთხოვნა ბენეფიციარის მიერ არის შესაბამისად დასაბუთებული და თანხმობას გამოთქვამს კომისია.
22.3. ტექნიკური კორექტირება, რომელიც გავლენას არ ახდენს პროექტის/პროგრამის მიზნებსა და შედეგებზე და ამ საკითხებზე დეტალური ცვლილებები, რომლებიც გავლენას არ ახდენს მიღებულ ტექნიკურ გადაწყვეტაზე, და თანხების რეალოკაციაზე, ბენეფიციარი რაც შეიძლება მალე წერილობით აცნობებს კომისიას ცვლილების შესახებ და ამ ცვლილების დასაბუთების შესახებ, და გამოიყენებს ამ ცვლილებას.
22.4. გაუნაწილებელი თანხების გამოყენება ექვემდებარება კომისიის წინასწარ წერილობით დამტკიცებას.
2.5. საოპერაციო შესრულების ფაზისა და დასკვნითი ფაზის ვადის გაგრძელების სპეციფიკური პირობები მოცემულია წინამდებარე ზოგადი პირობების 4 (4) და 4 (5) მუხლებში.
22.6. თუ ბენეფიციარი აღარ აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოყალიბებულ დეცენტრალიზაციის კრიტერიუმებს, რომელიც შესაბამისია სპეციალური პირობების და ამ ზოგადი პირობების 23 და 24 მუხლების ზიანის მიყენების გარეშე, კომისიას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ბენეფიციარისათვის წერილობითი ფორმით შეტყობინების შემდეგ უკან დაიბრუნონ ბენეფიციარისათვის მინიჭებული ფინანსური განხორციელების დავალება, რათა გაგრძელდეს პროექტის/პროგრამის განხორციელება ბენეფიციარის სახელით და ანგარიშისათვის
მუხლი 22. დაფინანსების ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა
თავი IV — ზოგადი და დასკვნითი დებულებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 16. კონტრაქტებიდან დაბრუნებული თანხების განაწილება
- მუხლი 17. კონტრაქტებიდან წარმოშობილი ფინანსური პრეტენზიები
- მუხლი 18. საჯაროობა
- მუხლი 19. უკანონო ქმედების, თაღლითობისა და კორუფციის პრევენცია
- მუხლი 20. შემოწმება და კონტროლი კომისიის, ევროპის ანტი-კორუფციული სამსახურის და ევროპის აუდიტორთა სასამართლოს მიერ
- მუხლი 21. კონსულტაცია ბენეფიციარსა და კომისიას შორის
- მუხლი 23. დაფინანსების ხელშეკრულების შეჩერება
- მუხლი 24. დაფინანსების ხელშეკრულების შეწყვეტა
- მუხლი 25. დავების გადაწყვეტის ღონისძიებები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „საქართველოს მთავრობას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ევროპის კავშირს შორის ,,ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაცია - ფაზა III (წყლის მიწოდება და წყალანირება ბათუმსა და მის მიმდინარე სოფლებში)“, მუხლი 22, №0, 21.07.2011, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016056 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.07.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1488969/muxli-22/