10.1. სამუშაოების, საქონლის ან მომსახურების ტენდერში მოწვევა და მონაწილეობა თანაბრად უნდა იყოს ხელმისაწვდომი კავშირის წევრი ქვეყნების ყველა იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის, თანამშრომლობის სექტორის მარეგულირებელი ძირითადი აქტების განსაკუთრებული დებულებების შესაბამისად, ბენეფიციარი მესამე ქვეყნების ან იმ მესამე ქვეყნების, რომლებიც პირდაპირ ნახსენებია ამ აქტებში ყველა იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის.
10.2. თანამშრომლობის სექტორის მარეგულირებელ აქტებში მოცემული განსაკუთრებული პირობების საფუძველზე შეიძლება გადაწყდეს, რომ ტენდერში მონაწილეობა შეთავაზებულ იქნეს იმ მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც არ არიან ნახსენები პირველ პუნქტში.
10.3. კავშირის მიერ დაფინანსებული საქონელი და მიწოდება, რომელიც საჭიროა სამუშაოების, საქონლის ან მომსახურების კონტრაქტების შესრულებისათვის და დაფინანსებულ ღონისძიებათა შესასრულებლად საჭირო გრანტის ბენეფიციარების შესყიდვების პროცედურები უნდა განხორციელდეს იმ ქვეყნებში, რომლებიც უფლებამოსილნი არიან მონაწილეობა მიიღონ ზემოაღნიშნული ორი პუნქტის პირობების შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ძირითად აქტებში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული