4.1.დაფინანსების ხელშეკრულების შესრულების პერიოდი შედგება 2 ფაზისაგან:

–  საოპერაციო შესრულების ფაზა, რომლის განმავლობაშიც ტარდება ძირითადი ღონისძიებები. ამ ფაზის განხორციელება იწყება შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან და სრულდება დასკვნითი ფაზის დაწყებისას.

–  დასკვნითი ფაზა, რომლის განმავლობაშიც ტარდება ფინანსური აუდიტი და შეფასება და დაფინანსების ხელშეკრულების განსახორციელებლად დადებული კონტრაქტების ტექნიკური და ფინანსური დახურვა. ეს ფაზა ძალაში შედის საოპერაციო შესრულების ფაზის დამთავრების თარიღის მომდევნო დღეს და მთავრდება ამ დღიდან არა უგვიანეს 24 თვეში.

4.2.ძირითად ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯები ექვემდებარება კავშირის მიერ დაფინანსებას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი გაწეულ იქნა საოპერაციო შესრულების ფაზის განმავლობაში. საბოლოო აუდიტთან, შეფასებასთან და დახურვასთან დაკავშირებული ღონისძიებების ხარჯების დაფინანსება უნდა მოხდეს დასკვნითი ფაზის დასრულებისათვის.

4.3.კავშირის წვლილიდან დარჩენილი ნებისმიერი ნაშთი ავტომატურად ანულირდება შესრულების პერიოდიდან ექვსი თვის შემდეგ.

4.4. გამონაკლის და დასაბუთებულ შემთხვევებში, მოთხოვნა შეიძლება გაკეთდეს საოპერაციო შესრულების ფაზის და შესაბამისად შესრულების ვადის გაგრძელებაზე. იმ შემთხვევაში, თუ ვადის გაგრძელებას მოითხოვს ბენეფიციარი, მოთხოვნა უნდა მოხდეს საოპერაციო შესრულების ფაზის დასრულებამდე არა უმცირეს სამი თვისა და უნდა დადასტურდეს კომისიის მიერ ამ უკანასკნელ თარიღამდე.

4.5. გამონაკლის და დასაბუთებულ შემთხვევებში, და საოპერაციო შესრულების ფაზის დასრულები
ს შემდეგ, მოთხოვნა შეიძლება გაკეთდეს დასკვნითი ფაზის და შესაბამისად შესრულების ვადის გაგრძელებაზე. იმ შემთხვევაში, თუ ვადის გაგრძელებას მოითხოვს ბენეფიციარი, მოთხოვნა უნდა მოხდეს დასკვნითი ფაზის დასრულებამდე არაუმცირეს სამი თვისა და უნდა დადასტურდეს კომისიის მიერ ამ უკანასკნელ თარიღამდე.

თავი III. კომისიის მიერ მესამე მხარისათვის გადახდე