ზოგადი პირობებიდან გავრცელდება შემდეგი შეზღუდვები
8.1
თანხის უკმარისობის შემთხვევაში:
ზოგადი პირობების მე-8 მუხლის და ძირითადი აქტის[1]

პირობების შეზღუდვით, დაფინანსების ხელშეკრულების განხორციელების კონტრაქტებს ხელი მოეწერება ევროპის საინვესტიციო ბანკის შესყიდვების იმ წესების შესაბამისად, რომლებიც იქნება ძალაში პროცედურების დაწყების დროს.
8.2
კომისიის დარჩენილი ღონისძიების დელეგირების შემთხვევაში, მიმღებთან მიმართებაში EIB-ის მიერ აღნიშნული გამოყენებული იქნება კონტრაქტების წინასწარი კონტროლის ფორმით და კონტრაქტების პროცედურებზე და თანხების გადახდაზე თანხმობის გაცემის ფორმით, როგორც ეს გაწერილია მეორე დანართში ტექნიკურ და ადმინისტრაციულ პირობებში.
8.3 ზოგადი პირობების მეოთხე მუხლის შეზღუდვით, არ იქნება გამოყენებული პროგრამის შეფასება მიმღების მიერ გადახდილ თანხებთან მიმართებაში. მიმღები განახორციელებს გადახდებს მეორე დანართში ტექნიკურ და ადმინისტრაციულ პირობებში აღწერილი პროცედურების შესაბამისა