5.1 ღონისძიებების შესრულება რომლებიც განსაზღვრულია მეორე დანართში ტექნიკურ და ადმინისტრაციულ პირობებში დაკისრებულია მიმღებისათვის.
5.2 შესაბამისად, რამდენადაც მიზნების განხორციელება დაკისრებულია მიმღებისთვის, იგი ვალდებულებას იღებს ფინანსური ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეასრულოს ევროგაერთიანების თანხების მართვის ის სისტემა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
– ოპერაციების მართვის ეფექტური და მოქმედი სისტემა, რომელიც გულისხმობს უფლებამოსილი თანამშრომლის, ბუღალტრის ან სხვა ექვივალენტური ფუნქციების მქონე მუშაკის მოვალეობების გადანაწილებას;
– აღრიცხვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ევროგაერთიანების თანხების სწორად გამოყენებას და შემოწმებას და ევროგაერთიანების ანგარიშებში ასახვას;
– გარე აუდიტი ხორციელდება გარე აუდიტირების ეროვნული ინსტიტუტის მიერ;
– ყოველწლიური ფაქტობრივი ანგარიშგება გამოქვეყნდება ევროგაერთიაენების თანხებთან მიმართებაში მიმღების სახელით, ზოგადი პირობების მე-11 მუხლის შესაბამისად;
– სპეციალური პირობების მე-8 მუხლში აღნიშნული შესყიდვების შესაბამისად.
5.3 მიმღების მიერ გამოყენებული ევროგაერთიეანების დაფინანსების მართვის სისტემა უნდა იყოს დოკუმენტირებული და ხელმისაწვდომი კომისიისთვის, რომელიც უფლებას იტოვებს შეამოწმოს დოკუმენტურად რათა დარწმუნდეს, რომ ამ მუხლში მოცემული კრიტერიუმები დაცულია დაფინანსების ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში. კომისია ინფორმირებული უნდა იყოს რაიმე სახის მნიშვნელოვანი ცვლილების შემთხვევაში, რომელიც მოქმედებს აღნიშნულ პროცედურებზე.
5.4 დანართი 2-ის ტექნიკური და ადმინისტრაციული პირობები განსაზღვრავს წინააღმდეგობრივ ანგარიშების გაწმენდის პროცედურებს და ფინანსური კორექტირების მექანიზმს, კერძოდ, აღდგენას ჩათვლის საშუალები
დაფინანსების ხელშეკრულება სპეციალური პირობები · რედაქცია 11.05.2012
მუხლი 5. კრიტერიუმები რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს მიმღები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ღონისძიების არსი და მიზანი
- მუხლი 2. EU
- მუხლი 3. მიმღების მონაწილეობა პროექტში
- მუხლი 6. მისამართები
- მუხლი 7. დანართები
- მუხლი 8. პროექტთან დაკავშირებული სხვა სპეციალური პირობები
- მუხლი 9. დაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლა
- მუხლი 1. ზოგადი პრინციპი
- მუხლი 2. ხარჯების გადაჭარბება და მათი დაფარვა
- მუხლი 4. შესრულების პერიოდი
- მუხლი 5. კომისიის მიერ მესამე მხარისათვის გადახდების ბოლო ვადა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „დაფინანსების ხელშეკრულება სპეციალური პირობები“, მუხლი 5, №0, 11.05.2012, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016100 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.05.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1681509/muxli-5/