1. დანიშნულ ავიასაწარმოებს შორის ანგარიშსწორება წარმოებს ხელშემკვრელ მხარეთა შორის ანგარიშსწორებისა და გადასახადის მოქმედი შეთანხმების შესაბამისად.

2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს აძლევს უფლებას თავისუფლად გადარიცხოს შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის რეალიზაციის შედეგად შემოსავლის ნამატი გასავალზე.

3. ასეთი გადარიცხვა უნდა განხორციელდეს იმ შეთანხმებების დებულებების შესაბამისად, რომლებიც არეგულირებენ ფინანსურ ურთიერთობებს  ხელშემკვრელ მხარეებს შორის. ასეთი შეთანხმების ან მასში შესაბამისი დებულებების არარსებობის შემთხვევაში გადარიცხვა უნდა განხორციელდეს თავისუფალ კონვერტირებულ ვალუტაში, ოფიციალური კურსით იმ სავალუტო გაცვლის წესების შესაბამისად, რომლებსაც იყენებენ ხელშემკვრელი მხარეები.

4. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს შეუძლია მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განახორციელოს ავიაგადაზიდვების გაყიდვა უშუალოდ ან აგენტების მეშვეობით, ამ ხელშემკვრელი მხარის კანონებისა და წესების შესაბამისა