1. ხელშემკვრელ მხარეთა დანიშნულ ავიასაწარმოებს აქვთ უფლება თავისუფლად გაყიდონ საჰაერო გადაზიდვები ორივე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე როგორც უშუალოდ, ასევე აგენტის მეშვეობით, ნებისმიერ ვალუტაზე.
2. ხელშემკვრელ მხარეთა დანიშნულ ავიასაწარმოებს აქვთ უფლება თავისუფლად გადარიცხონ რეალიზაციის ადგილიდან თავიანთ ტერიტორიაზე მოგების ნამატი, რომელიც მიღებულია რეალიზაციის ტერიტორიაზე. ამგვარი მოგების გადარიცხვაში შედის უშუალოდ ან აგენტების მეშვეობით წარმოებული საჰაერო ტრანსპორტის მომსახურების და დამატებითი და დამხმარე მომსახურების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი, და ჩვეულებრივი კომერციული პროცენტი მიღებული ამგვარი შემოსავლის გადარიცხვამდე დეპოზიტზე ყოფნისას.
3. ხელშემკვრელ მხარეთა დანიშნული ავიასაწარმოები მიიღებენ დასტურს ამგვარ გადარიცხვაზე მიმართვიდან ყველაზე მეტი ოცდაათი (30) დღის განმავლობაში, თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში, ადგილობრივი ვალუტის გადაცვლის ოფიციალური კურსით, კონვერტირების დღისათვის.
ხელშემკვრელ მხარეთა დანიშნულ ავიასაწარმოებს დასტურის მიღების შემდეგ შეუძლიათ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოახდინონ გადარიცხვა