1. ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდნენ, რომ:
ა) საჰაერო ტრანსპორტის პროდუქციის მომხმარებლის ინტერესები დაცული იქნება ასეთი ინფორმაციის ყოველგვარი არასწორი გამოყენებისაგან მცდარი წარდგენის ჩათვლით;
ბ) ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს და ავიასაწარმოს აგენტებს ექნებათ შეუზღუდავი და სამართლიანი დაშვება და კომპიუტერული დაჯავშნის სისტემის გამოყენება მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე;
გ) ამ მხრივ, ნიდერლანდების სამეფოს ტერიტორიაზე მოქმედებს ევროპის თანამეგობრობის მიერ მიღებული „ კომპიუტერული დაჯვშნის კოდექსი“, ხოლო საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედებენ შესაბამისი ქართული წესები.
2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე იძლევა გარანტიას, რომ მის ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს ექნება მის მიერ ძირითადად არჩეული კომპიუტერული დაჯავშნის სისტემაში თავისუფალი და უშუალო დაშვება. არცერთი ხელშემკვრელი მხარე თავის ტერიტორიაზე არ დააწესებს ან არ მისცემს უფლებას დაწესებულ იქნას მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს კომპიუტერული დაჯავშნის სისტემაზე უფრო მკაცრ მოთხოვნებს, ვიდრე მისი საკუთარი დანიშნული ავიასაწარმოს კომპიუტერული დაჯავშნის სისტემისატვის არის დაწესებული, როგორიცაა:
ა) კომპიუტერული დაჯავშნის სისტემის სამსახურის ექსპლუატაცია და გაყიდვა, კომპიუტერული დაჯავშნის სისტემის გამოსახვის და რედაქტირების წესების ჩათვლით, და
ბ) კომუნიკაციის საშუალებებთან დაშვება და მათი გამოყენება, ტექნიკური მოწყობილობებისა და კომპიუტერულკი უზრუნველყოფის შერჩევა და გამოყენება ან კომპიუტრული მოწყობილობების დამონტაჟება