ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემული ან აღიარებული ფრენის ვარგისიანობის და კვალიფიკაციის მოწმობები და ლიცენზიები, რომელთაც ვადა არ გასვლიათ, აღიარებულ იქნებიან მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დადგენილ მარშრუტებზე შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის მიზნით, იმ პირობით, რომ ამგვარი მოწმობები და ლიცენზიები ყოველთვის გაცემულია ან აღიარებულია კონვენციის შესაბამისად დადგენილი სტანდარტების შესატყვისად.
მიუხედავად ამისა, თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას არ ცნოს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ მის მოქალაქეებზე გაცემული კვალიფიკაციის მოწმობები და ლიცენზიები მის ტერიტორიაზე გადაფრენის მიზნით