1. საჰაერო ხომალდი, რომელიც ექსპლუატირებულია საერთაშორისო საჰაერო ხაზებზე ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ, ისევე, როგორც მისი სატაბელო ქონება, სათადარიგო ნაწილები, საწვავ–საცხები მასალების მარაგი, საჰაერო ხომალდის ბორტზე არსებული მარაგი (სურსათის, სასმელის და თამბაქოს ჩათვლით), როგორიცაა სარეკლამო მასალები, რომლებიც ინახება ამ საჰაერო ხომალდის ბორტზე, განთავისუფლდება ყველა სახის საბაჟო გადასახედის, შემოქმებისათვის დაწესებული გადასახადის და მსგავსი ნაციონალური ან ადგილობრივი მოსაკრებლის და გადასახადისაგან აღნიშნული ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლისას, იმ პირობით, რომ ეს მოწყობილობები და მარაგი დარჩება საჰაერო ხომალდის ბორტზე მათი უკან გატანის მომენტამდე.
2. სატაბელო ქონება, სათადარიგო ნაწილები, საწვავ–საცხები მასალების მარაგი და საჰაერო ხომალდზე არსებული მარაგი, რომელიც შეტანილია ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ ან მისი სახელით, ან ატანილია ამ დანიშნული ავიასაწარმოს მიერ ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის ბორტზე და გამიზნულია მხოლოდ ამ საჰაერო ხომალდის ბორტზე მოსახმარად საერთაშორისო საჰაერო ხაზებზე მიმოსვლისას, არ დაიბეგრება არანაირი სახის მოსაკრებლითა და გადასახადით, რომელიც დაწესებულია პირველი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, საბაჟო გადასახადის და შემოწმებისათვის დაწესებული გადასახადის ჩათვლით, მაშინაც კი, როდესაც ეს მარაგი გამოყენებულ იქნება იმ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განხორციელებული მგზავრობის მონაკვეთებზე, სადაც ისინი ატანილია ბორტზე.
ზემოთაღნიშნული საგნები, მოთხოვნის საფუძველზე, შეიძლება განთავსებულ იქნას საბაჟო ზედამხედველობისა და კონტროლის ქვეშ.
ამ პუნქტის დებულებები არ შეიძლება ინტერპრეტირებულ იქნან იმგვარად, რომ ხელშემკვრელ მხარეს დაეკისროს ვალდებულება გაიღოს საბაჟო გადასახადები, რომლებიც უკვე ანაზღაურებულია ზემოაღნიშნულ საგნებთან დაკავშირებით.
3. სატაბელო საბორტო ქონება, სატადარიგო ნაწილები, საწვავ–საცხები მასალების მარაგი და საჰაერო ხომალდზე არსებული მარაგი, რომელიც ერთი ხელშემკვრელი მხარის საჰაერო ხომალდის ბორტზეა, შეიძლება გადმოტვირთულ იქნას მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მხოლოდ ამ ხელშემკვრელი მხარის საბაჟო ხელისუფლების ნებართვით, რომელსაც შეუძლია მოითხოვოს, რომ ეს მასალები განთავსებულ იქნან მისი ზედამხედველობის ქვეშ მანამდე, სანამ უკან არ იქნებიან გატანილნი ან სხვაგვარად განწესებულნი საბაჟო წესების შესაბამისად
მუხლი 10. ბეგარა, საბაჟო და სხვა გადასახადები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 4. დანიშვნა და ექსპლუატაციის ნებართვის მინიჭება
- მუხლი 5. ექსპლუატაციის ნებართვის გაუქმება და შეჩერება
- მუხლი 6. ტარიფები
- მუხლი 7. კომერციული საქმიანობა
- მუხლი 8. სამართლიანი კონკურენცია
- მუხლი 9. განრიგი
- მუხლი 11. ორმაგი დაბეგვრა
- მუხლი 12. შემოსავლის გადარიცხვა
- მუხლი 13. კანონების, წესებისა და პროცედურების გამოყენება
- მუხლი 14. მოწმობებისა და ლიცენზიების აღიარება
- მუხლი 15. საავიაციო საშიშროება
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკისა და ნიდერლანდების სამეფოს შორის მათ შესაბამის ტერიტორიებსა და მის მიღმა საჰაერო მიმოსვლის შესახებ“, მუხლი 10. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1211350/muxli-10/