1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უფლებამოსილია მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის დიპლომატიური კანალებით წერილობითი შეტყობინებით დანიშნოს ავიასაწარმო, დანართში დადგენილი მარშრუტებით შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაციის მიზნით და შეცვალოს ადრე დანიშნული ავიასაწარმო სხვა ავიასაწარმოთი.
2. ამგვარი შეტყობინების მიღებისთანავე, თითოეული ხელშემკვრელი მხარე გადაუდებლად მიანიჭებს მეორე ხელშემკვრელი მხარის ამგვარად დნიშნულ ავიასაწარმოს შესაბამის ექსპლუატაციის ნებართვას, რაც წარმოადგენს ამ მუხლის რეგულირების საგანს.
3. ამ მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად ექსპლუატაციის ნებართვის მიღების შემდეგ დანიშნულ ავიასაწარმოს ნებისმიერ დროს შეუძლია დაიწყოს შეთანხმებული ხაზების ექსპლუატაცია, ნაწილობრივ ან მთლიანად, იმ პირობით, რომ იგი შეესაბამება ამ შეთანხმების დებულებებს და ტარიფები ამგვარი მიმოსვლისათვის დადგენილია წინამდებარე ხელშეკრულების მე–6 მუხლის დებულებათა შესაბამისად.
4. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს აქვს უფლება უარი განაცხადოს ამ მუხლის მე–2 პუნქტით განსაზღვრული ექსპლუატაციის ნებართვის მინიჭებაზე ან გასცეს ეს ნებართვა იმ პირობების დაკმაყოფილების მოთხოვნით, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს საჭიროდ დანიშნული ავიასაწარმოს მიერ წინამდებარე ხელშეკრულების მე–2 მუხლში განსაზღვრული უფლებებით სარგებლობისას, თუ იგი არ არის დარწმუნებული, რომ ავიასაწარმოს უპირატეს მფლობელობას და მასზე რეალურ კონტროლს ახორციელებს ამ ავიასაწარმოს დამნიშნავი ხელშემკვრელი მხარე, ან მისი მოქალაქეები, ან ორივე
მუხლი 4. დანიშვნა და ექსპლუატაციის ნებართვის მინიჭება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. განმარტებები
- მუხლი 2. უფლებათა მინიჭება
- მუხლი 3. საჰაერო ხომალდის შეცვლა
- მუხლი 5. ექსპლუატაციის ნებართვის გაუქმება და შეჩერება
- მუხლი 6. ტარიფები
- მუხლი 7. კომერციული საქმიანობა
- მუხლი 8. სამართლიანი კონკურენცია
- მუხლი 9. განრიგი
- მუხლი 10. ბეგარა, საბაჟო და სხვა გადასახადები
- მუხლი 11. ორმაგი დაბეგვრა
- მუხლი 12. შემოსავლის გადარიცხვა
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკისა და ნიდერლანდების სამეფოს შორის მათ შესაბამის ტერიტორიებსა და მის მიღმა საჰაერო მიმოსვლის შესახებ“, მუხლი 4. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1211350/muxli-4/