1. ხელშემკვრელ მხარეებს ექნებათ უფლება მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს დაუყოვნოს მე–4 მუხლში განხილული ნებართვების მიცემა, გაუუქმოს ან შეუჩეროს ამგვარი ნებართვები ან წაუყენოს პირობები:
ა) იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ავიასაწარმო ვერ დააკმაყოფილებს იმ კანონებსა და წესებს, რომლებიც ერთი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლების მიერ ჩვეულებრივ და გონივრულად გამოიყენება კონვენციის შესაბამისად;
ბ) იმ შემთხვევაში, როცა ეს ავიასაწარმო არ დაექვემდებარება ხელშემკვრელი მხარის კანონებსა და წესებს;
გ) იმ შემთხვევაში, როცა იგი არ არის დარწმუნებულკი, რომ ავიასაწარმოს უპირატეს მფლობელობას და მასზე რეალურ
კონტროლს ახორციელებს ამ ავიასაწარმოს დამნიშნავი ხელშემკვრელი მხარე, ან მისი მოქალაქეები, ან ორივე;
დ) იმ შემთხვევაში, როცა ავიასაწარმო სხვამხრივ ვერ მოქმედებს ამ შეთანხმებით დადგენილი პირობების შესაბამისად.
2. თუ არ არის საჭირო დაუყოვნებლივი ზომები, რათა თავიდან იქნას აცილებული ზემოაღნიშნული კანონებისა და წესების შემდგომი დარღვევა, ამ მუხლის 1 პუნქტში ჩამოთვლილი უფლებებით სარგებლობა შეიძლება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებასთან კონსულტაციების შემდეგ. ამგვარი კონსულტაციები დაიწყება მათი გამართვის შესახებ მოთხოვნის დღიდან სამოცი (60) დღის განმავლობაში, თუ ხელშემკვრელი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ
მუხლი 5. ექსპლუატაციის ნებართვის გაუქმება და შეჩერება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. განმარტებები
- მუხლი 2. უფლებათა მინიჭება
- მუხლი 3. საჰაერო ხომალდის შეცვლა
- მუხლი 4. დანიშვნა და ექსპლუატაციის ნებართვის მინიჭება
- მუხლი 6. ტარიფები
- მუხლი 7. კომერციული საქმიანობა
- მუხლი 8. სამართლიანი კონკურენცია
- მუხლი 9. განრიგი
- მუხლი 10. ბეგარა, საბაჟო და სხვა გადასახადები
- მუხლი 11. ორმაგი დაბეგვრა
- მუხლი 12. შემოსავლის გადარიცხვა
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკისა და ნიდერლანდების სამეფოს შორის მათ შესაბამის ტერიტორიებსა და მის მიღმა საჰაერო მიმოსვლის შესახებ“, მუხლი 5. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1211350/muxli-5/