1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის კანონებს, წესებსა და პროცედურებს, რომლებიც ეხება საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა–გადაზიდვებში დაკავებული საჰაერო ხომალდის მის ტერიტორიაზე დაშვებას ან გაფრენას, ან ამგვარი საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციასა და ნავიგაციას, უნდა დაემორჩილოს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო, აღნიშნულ ტერიტორიაზე შესვლისას, გაფრენამდე და გაფრენისას.
2. თითოეული ხელშემკვრელი მხარის კანონებს, წესებს და პროცედურებს, რომლებიც ეხება იმიგრაციას, პასპორტებს ან სხვა დამტკიცებულ სამგზავრო დოკუმენტებს, შესვლას, ნებართვებს, საბაჟოს და კარანტინს, უნდა დაემორჩილონ მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდზე არსებული აკიპაჟები, მგზავრები, ტვირთი და ფოსტა, მათი აღნიშნული ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლისას, გაფრენამდე და გაფრენისას.
3. მგზავრები, ბარგი და ტვირთი თითოეული ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე პირდაპირი ტრანზიტის დროს, რომლებიც არ ტოვებენ აეროპორტის ამ მიზნისათვის გამოყოფილ ტერიტორიას დაექვემდებარონ მხოლოდ გამარტივებულ კონტროლს, გარდა ძალადობისა და საჰაერო მეკობრეობის წინააღმდეგ მიმართული უშიშროების ზომებით გამოწვეული შემთხვევისა. ბარგი და ტვირთი პირდაპირი ტრანზიტისას განთავისუფლებული იქნება საბჟო გადასახადებისა და სხვა მსგავსი ანაკრებებისაგან.
4. თითოეული ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოსათვის პირველი ხელშემკვრელი მხრის ტერიტორიაზე აეროპორტებითა და სხვა საავიაციო საშუალებებით სარგებლობისათვის დაწესებული გადასახადები და ბეგარა არ უნდა აღემატებოდეს ისეტივე გადაყვანა–გადაზიდვებში დაკავებული ნებისმიერი სხვა ავიასაწარმოსათვის დაწესებულ გადასახადებსა და ბეგარას.
5. არცერთი ხელშემკვრელი მხარე არ მიანიჭებს უპირატესობას რომელიმე სხვა ავიასაწარმოს, მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოზე, მისი საბაჟო, იმიგრაციის, კარანტინის და სხვა მსგავსი წესების შეფარდებისას, ან მის განკარგულებაში არსებული აეროპორტების, ავიახაზების, საჰაერო გადაყვანა–გადაზიდვების მომსახურებისა და ამასთან დაკავშირებული საშუალებების გამოყენებისათვის