ერთი ხელშემკვრელი მხარის კანონები, წესები და პროცედურები, რომლებიც არეგულირებენ მის ტერიტორიაზე საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვის განმახორციელებელი საჰაერო ხომალდის ჩამოფრენას, დროებით გაჩერებას ან გამგზავრებას, ან ამ საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას და ნავიგაციას მისი ტერიტორიის ფარგლებში ყოფნისას, ვრცელდება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს/ავიასაწარმოების საჰაერო ხომალდზე, ეროვნებისდა განურჩევლად, და გამოიყენება აღნიშნული საჰაერო ხომალდის მიერ ჩამოფრენისას, გამგზავრებისას და აღნიშნული ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ყოფნისას.
ერთი ხელშემკვრელი მხარის შესვლის, განბაჟების, საავიაციო უშიშროების, საემიგრაციო, საპასპორტო, საბაჟო, სავალუტო, ჯანდაცვის, საკარანტინო და სანიტარიული ფორმალობები, ხოლო ფოსტის შემთხვევაში საფოსტო კანონები, წესები და პროცედურები, რომლებიც არეგულირებენ მისი ტერიტორიიდან საჰაერო ხომალდის მგზავრების, ბარგის, ეკიპაჟისა და ტვირთის შესვლა-შეტანას, დროებით გაჩერებას ან გასვლა-გატანას, გამოიყენება ასეთი მგზავრების, ბარგის, ეკიპაჟისა და ტვირთის მიმართ პირველი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე საჰაერო ხომალდის ჩამოფრენის, ყოფნისა და გაფრენის დროს.
არც ერთი ხელშემკვრელი მხარე უპირატესობას არ მიანიჭებს თავის საკუთარ ან სხვა ნებისმიერ ავიასაწარმოს/ავიასაწარმოებს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებთან შედარებით წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული წესების და კანონების გამოყენებისას.
თითოეული ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მყოფი მგზავრები, ბარგი და ტვირთი, რომელთა გადაყვანა-გადაზიდვა ხორციელდება პირდაპირი ტრანზიტით და რომლებიც არ ტოვებენ აეროპორტის სატრანზიტო ტერიტორიას, გაივლიან გამარტივებულ შემოწმებას, გარდა უსაფრთხოების ისეთი ზომების განხორციელებისას, რომლებიც ძალადობის წინააღმდეგ, საჰაერო მეკობრეობის აღსაკვეთად, ნარკოტიკული კონტროლის ჩასატარებლად არის მიმართული. აღნიშნული სახის ბარგი და ტვირთი თავისუფლდება ბაჟისაგან, აქციზებზე გადასახდელებისგან და სხვა მსგავსი სახელმწიფო და/ან ადგილობრივი ბეგარისა და მოსაკრებლისაგა