თითოეული ხელშემკვრელი მხარე ანიჭებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ უფლებებს, რომლითაც მათ მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს ეძლევათ შეთანხმებული მომსახურების განხორციელების საშუალება.

თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოები ისარგებლებენ შემდეგი უფლებებით:

განახორციელონ გადაფრენა მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე დაფრენის გარეშე;

განახორციელონ დაფრენა მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე არაკომერციული მიზნებით, და

შეთანხმებული მომსახურების განხორციელებისას მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, ცალ-ცალკე ან კომბინირებულად აიყვანონ ბორტზე და/ან გადმოსხან მგზავრები, ჩატვირთონ და/ან გადმოტვირთონ ტვირთი და ბარგი, რომელთა გადაყვანა-გადაზიდვა ხორციელდება საერთაშორისო მიმართულებით.

გარდა ამისა, თითოეული ხელშემკვრელი მხარის საჰაერო ხომალდი/ხომალდები, წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის შესაბამისად დანიშნული ავიასაწარმოების გარდა, ასევე ისარგებლებს წინამდებარე მუხლის 2(a) და 2(b) პუნქტებში მითითებული უფლებებით.

წინამდებარე მუხლი არცერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს არ ანიჭებს უფლებას მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გასამრჯელოს საფასურად ან დაქირავების გზით ბორტზე აიყვანოს მგზავრები, აიტანოს ტვირთი და ბარგი, ამავე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მდებარე სხვა პუნქტში გადაყვანა-გადაზიდვის მიზნით.

თუ შეიარაღებული კონფლიქტების, პოლიტიკური არეულობის ან პროცესების ან განსაკუთრებული და უჩვეულო გარემოებების გამო, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს არ ძალუძს ჩვეულებრივი მარშრუტით განახორციელოს ხაზის ექსპლუატაცია, მეორე ხელშემკვრელი მხარე მაქსიმალურად ეცდება ხელი შეუწყოს ხაზის უწყვეტ ექსპლუატაციას და ამ მიზნით მოახდენს მარშრუტების შესაბამის დროებით რეორგანიზაციას ხელშემკვრელი მხარეების ორმხრივად მიღებული გადაწყვეტილების შედეგად.

დანიშნულ ავიასაწარმოებს უფლება აქვთ ისარგებლონ ხელშემკვრელი მხარის მიერ უზრუნველყოფილი ყველა საჰაერო ხაზით, აეროპორტითა და სხვა საშუალებით არადისკრიმინაციულ საფუძველზ