პრეამბულა

საქართველოს მთავრობა და არაბთა გართიანებული საემიროების მთავრობა (შემდგომში მოხსენიებულნი როგორც „ხელშემკვრელი მხარეები')

წარმოადგენენ რა, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ 1944 წლის 7 დეკემბერს ქ. ჩიკაგოში ხელმოსაწერად ღია კონვენციის მხარეებს;

აქვთ რა სურვილი, გააფორმონ შეთანხმება ზემოაღნიშნული კონვენციის დებულებათა შესაბამისად და დამატებით, თავიანთ სახელმწიფო ტერიტორიებს შორის და მათი ტერიტორიების ფარგლებს გარეთ საჰაერო მიმოსვლის დაწესებისა და განხორციელების მიზნით;

აცნობიერებენ რა, საჰაერო გადაზიდვების მნიშვნელობას, როგორც ორი ქვეყნის ხალხთა შორის მეგობრობის, ურთიერთგაგებისა და  ურთიერთთანამშრომლობის დამყარებისა და ხელშეწყობის საშუალებას;

სურთ რა, ხელი შეუწყონ საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვათა შესაძლებლობების გაფართოებას;

შეთანხმდნენ შემდეგზ