თითოეული მხარე, ორმხრივ საფუძველზე, ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს აძლევს თავისუფალი კონკურენციის საშუალებას წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისას.
თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ, საკუთარი კანონმდებლობის ფარგლებში, უნდა გაატაროს სათანადო ზომები ყველა სახის დისკრიმინაციული და არაკონკურენტუნარიანი ან მძარცველური მეთოდების აღმოსაფხვრელად წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული უფლებებისა და უფლებამოსილებების განსახორციელებლად.
ნებისმიერი მომსახურების (სამგზავრო, სატვირთო, ცალ-ცალკე ან კომბინირებულად) განხორციელებისას ორივე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოების მიერ ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის ტიპზე/ტიპებზე და/ან ტევადობაზე და სიხშირეზე არ უნდა არსებობდეს შეზღუდვები. თითოეულ დანიშნულ ავიასაწარმოს უფლება აქვს დამოუკიდებლად განსაზღვროს მის მიერ შეთავაზებული შეთანხმებული მომსახურების ტევადობა და სიხშირე.
არცერთმა ხელშემკვრელმა მხარემ ცალმხრივად არ უნდა შეზღუდოს მიმოსვლის ტევადობა, სიხშირე, რეგულარობა ან იმ საჰაერო ხომალდის ტიპი, რომელიც ექსპლუატირებულია მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კონვენციის მე-16 მუხლით განსაზღვრული ერთგვაროვანი პირობების შესაბამისად .არსებობს შეზღუდვები საბაჟო, ტექნიკური, საექსპლუატაციო ან გარემოს დაცვის მიზნით.
5. არცერთი ხელშემკვრელი არ წაუყენებს მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს მოთხოვნას უზრუნველყოს საკუთარი დანიშნული ავიასაწარმო პირველი არჩევანის უფლებით, შეზღუდოს მეორე მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმო დატვირთვის კოეფიციენტით, ასევე არ დააკისრებს მიუღებელ გადასახადს და არ წაუყენებს ნებისმიერ სხვა მოთხოვნას, რომელიც უკავშირდება ტევადობას, ფრენის სიხშირეებს ან მიმოსვლას და რომელიც არ შეესაბამება წინამდებარე შეთანხმების მიზნებ