ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს, ტერმინი:

„საავიაციო ხელისუფლება" საქართველოსთან მიმართებაში ნიშნავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და/ან სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, ხოლო არაბთა გართიანებულ საემიროებთან მიმართებაში ნიშნავს, საერთო სამოქალაქო ავიაციის ხელისუფლებას; ან ორივე შემთხვევაში, ნებისმიერ პირს ან ორგანიზაციას, რომელიც უფლებამოსილია შეასრულოს წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ფუნქცია;

„შეთანხმებული მომსახურება" ნიშნავს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის და მათი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ დაგეგმილ საერთაშორისო საჰაერო მომსახურებას მგზავრების, ტვირთისა და ბარგის გადაყვანა-გადაზიდვის მიზნით, ცალ-ცალკე ან ნებისმიერი სხვა კომბინაციით;

„შეთანხმება" ნიშნავს წინამდებარე შეთანხმებას, მის შესასრულებლად შედგენილ დანართს და ნებისმიერ შესწორებას ამ შეთანხმებაში ან მის დანართში;

ტერმინებს „საჰაერო მომსახურება", „ავიასაწარმო", „საერთაშორისო საჰაერო მომსახურება" და „არაკომერციული მიზნით გაჩერება" აქვთ ჩიკაგოს კონვენციის 96-ე მუხლით მინიჭებული შესაბამისი მნიშვნელობები;

„დანართი"  მოიცავს შეთანხმებაზე თანდართულ მარშრუტის განრიგს და აღნიშნულ დანართში განსაზღვრულ პირობებს, ან შენიშვნებს და წინამდებარე შეთანხმების მე-20 მუხლის დებულებების თანახმად  შეტანილ ნებისმიერ შესწორებას;

„ტვირთი" მოიცავს ფოსტასაც;

„კონვენცია" ნიშნავს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ 1944 წლის 7 დეკემბერს ქ. ჩიკაგოში ხელმოსაწერად ღია კონვენციას და მოიცავს: (i) მის ნებისმიერ შესწორებას, რომელიც ძალაშია შესული ამ კონვენციის 94-ე მუხლის (ა) პუნქტის თანახმად და რატიფიცირებულია ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ; და (ii) აღნიშნული კონვენციის 90-ე მუხლის შესაბამისად მიღებულ მის ნებისმიერ დანართს ან შესწორებას, რამდენადაც ეს შესწორება ან დანართი მოქმედია ნებისმიერ განსაზღვრულ დროს ორივე ხელშემკვრელი მხარისათვის;

„დანიშნული ავიასაწარმო" ნიშნავს ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოებს, რომლებიც წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის თანახმად არიან დანიშნულნი და  უფლებამოსილებით აღჭურვილნი;

„ტარიფი" ნიშნავს მგზავრთა გადაყვანის, ბარგისა და ტვირთის გადაზიდვის ღირებულებას და იმ პირობებს, რომელთა შესაბამისადაც მოქმედებს ეს ღირებულება, მაგრამ არ ითვალისწინებს ფოსტის გადატანის  ღირებულებასა და პირობებს;

„ტერიტორიას" სახელმწიფოსთან მიმართებაში აქვს ჩიკაგოს კონვენციის მე-2 მუხლით მინიჭებული მნიშვნელობა;

„მომხმარებლის გადასახდელი" ნიშნავს გადასახდელს, რომელიც ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოების მიერ ან მისი ნებართვით არის ავიასაწარმოსათვის დაწესებული აეროპორტის საშუალებებით, ქონებით, და/ან აეროსანავიგაციო საშუალებებით მათი უზრუნველყოფისათვის და მოიცავს საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის, მგზავრების, ბარგისათვის და ტვირთისათვის საჭირო მოწყობილობების და მათთან დაკავშირებული მომსახურების გადასახდელს.

წინამდებარე შეთანხმების დანართი ითვლება მის განუყოფელ ნაწილად.

წინამდებარე შეთანხმების შესრულებისას, ხელშემკვრელი მხარეები იმოქმედებენ  კონვენციის დებულებების შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული დებულებები გამოიყენება საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლისა