თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს ათავისუფლებს საჰაერო ხომალდზე, მის მუდმივ მოწყობილობაზე, საწვავზე, საცხებ-საპოხ მასალასა და გამოსაყენებელ ტექნიკურ მასალებზე, სათადარიგო ნაწილებზე, ძრავების ჩათვლით და საჰაერო ხომალდზე არსებულ სასურსათო მარაგზე, მათ შორის, და არა მხოლოდ, ისეთ ნივთებზე, როგორიცაა სურსათი, ალკოჰოლური და სხვა სახის სასმელები, თამბაქოსა და სხვა ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც განკუთვნილია გასაყიდად, ან ფრენის დროს მგზავრებისათვის გამოსაყენებლად და სხვა იმ საშუალებებზე, რომლებიც განკუთვნილია ან გამოიყენება მხოლოდ დანიშნული ავიასაწარმოების საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურებისათვის დაწესებულ საიმპორტო შეზღუდვებისგან, ბაჟის, პირდაპირი ან არაპირდაპირი და საინსპექციო გადასახდელებისგან და ყველა სხვა სახელმწიფო და/ან ადგილობრივი ბეგარისა და მოსაკრებლისაგან. გადასახადელებისაგან აგრეთვე თავისუფლდება ავიაბილეთები, ავიაზედნადებები, პერსონალის უნიფორმები, ავიასაწარმოს მიერ წინასწარი დაჯავშნისათვის და ბილეთების გამოსაწერად გამოსაყენებელი კომპიუტერები და ბილეთის დასაბეჭდი მოწყობილობები, ნებისმიერი საბეჭდი მასალა, რომელზედაც არის დანიშნული ავიასაწარმოს ლოგო და ავიასაწარმოს მიერ უფასოდ გავრცელებული სარეკლამო მასალა.
გადასახდელებისაგან თავისუფლდება ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ის ნივთები, რომლებიც:
ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ, ან მისი სახელით არის შემოტანილი.
ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის ბორტზე რჩება და/ან გამოიყენება ფრენის დროს მისი მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ჩაფრენის ან ამ ტერიტორიიდან გამოფრენის დროს;
ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის ბორტზეა ატანილი მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და განკუთვნილია ამ საჰაერო ხომალდის მიერ შეთანხმებული საჰაერო მომსახურების განსახორციელებლად.. იმის მიუხედავად, აღნიშნული ობიექტები, მთლიანად ან ნაწილობრივ, იქნება, თუ არა გამოყენებული იმ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, რომელმაც გაათავისუფლა დანიშნული ავიასაწარმო და იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული საგნები არ გასხვისებულა ამ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.
როგორც საბორტო მოწყობილობა, ასევე მასალები, მარაგი და ხომალდზე არსებული სასურსათო მარაგი, რომლებიც ჩვეულებრივ რჩება თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდზე, შეიძლება გადმოიტვირთოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მხოლოდ მეორე ხელშემკვრელი მხარის საბაჟო ხელისუფლების თანხმობით. ამ შემთხვევაში, ასეთ აღჭურვილობაზე და მასალებზე ვრცელდება წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი შეღავათები იმ პირობით, რომ ისინი, მოთხოვნისამებრ, შეინახება აღნიშნული საბაჟო ხელისუფლების ზედამხედველობის ქვეშ მანამდე, სანამ არ იქნება უკან გატანილი, ან საბაჟო წესების თანახმად, სხვაგვარად არ იქნება განწესებული.
ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათები ვრცელდება იმ შემთხვევებზეც, როდესაც ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოები აფორმებენ ხელშეკრულებას სხვა ავიასაწარმოსთან/ავიასაწარმოებთან მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე პირველ პუნქტში აღნიშნული სტანდარტული აღჭურვილობის და სხვა საგნების ვადიან სარგებლობაში გადაცემის ან ტრანსფერის შესახებ იმ პირობით, რომ ეს ავიასაწარმოც თავისუფლდება გადასადელებისაგან აღნიშნული ხელშემკვრელი მხარის მიე