ერთი ხელშემკვრელი მხარის კანონები და რეგულაციები, რომლებიც  არეგულირებს თავის ტერიტორიაზე საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლაში მონაწილე საჰაერო ხომალდის შესვლას, ყოფნას, ან ამ ტერიტორიიდან გამგზავრებას, ან თავისი სახელმწიფო ტერიტორიის ფარგლებში ამ საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას და ნავიგაციას, ვრცელდება მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოების მიერ ექსპლუატირებულ საჰაერო ხომალდზე, და დაცული უნდა იქნეს პირველი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე აღნიშნული საჰაერო ხომალდის შესვლისას, ყოფნისას და ამ ტერიტორიიდან გამგზავრებისას.

ერთი ხელშემკვრელი მხარის კანონები და რეგულაციები, რომლებიც  არეგულირებს თავის ტერიტორიაზე/ტერიტორიიდან მგზავრების, ბარგის, ეკიპაჟის, ტვირთისა და ფოსტის  შესვლა-შეტანას,  ყოფნა-გაჩერებას, ტრანზიტს ან გამგზავრება-გატანას, როგორიცაა კანონები და რეგულაციები, რომლებიც შეეხება შესვლისა და გასვლის, საბაჟო შემოწმების, საავიაციო უშიშროების, ემიგრაციისა და იმიგრაციის, საპასპორტო, საბაჟო, სავალუტო, ჯანდაცვის, საკარანტინო და სანიტარიულ ღონისძიებებს, დაცული უნდა იქნეს  მგზავრების, ბარგის, ეკიპაჟის, ტვირთისა და ფოსტის გადაყვანა-გადაზიდვისას მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოების მიერ პირველი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ყოფნისას.

თავისი კანონებისა და რეგულაციების გამოყენებისას, არცერთი ხელშემკვრელი მხარე უპირატესობას არ მიანიჭებს თავის საკუთარ ან ნებისმიერ სხვა ავიასაწარმოებს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებთან შედარებით, რომლებიც ახორციელებენ  ანალოგიურ საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვებს.

მგზავრები, ბარგი და ტვირთი, რომელთა გადაყვანა-გადაზიდვა ხორციელდება რომელიმე  ხელშემკვრელი მხარის პირდაპირი ტრანზიტით და რომლებიც არ ტოვებენ აეროპორტში ამ მიზნით გამოყოფილ ტერიტორიას, ექვემდებარება მხოლოდ გამარტივებულ შემოწმებას, გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც შემოწმება ტარდება საავიაციო უშიშროების, ნარკოტიკული კონტროლის, არალეგალურად შესვლის აღკვეთის მიზნით ან განსაკუთრებული გარემოებებში. პირდაპრი ტრანზიტის დროს, ამგვარი ბარგი და ტვირთი თავისუფლდება საბაჟო  გადასახდელისგან და სხვა მსგავსი გადასახადებისაგა