თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს უფლება გააუქმოს საექსპლუატაციო ნებართვა, ან შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა, ან ამგვარი უფლებებით სარგებლობასთან დაკავშირებით დააწესოს პირობები, რომლებსაც ის აუცილებლად ჩათვლის:
ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც არ არის დარწმუნებული, რომ ავიასაწარმოს საკონტროლო პაკეტს ფლობს, და მის ფაქტიურ კონტროლს ახორციელებს ავიასაწარმოს დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარე, ან ამ ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები; ან
იმ შემთხვევაში, როდესაც ავიასაწარმო ვერ ასრულებს მისთვის ამ უფლებების მიმნიჭებელი ხელშემკვრელი მხარის კანონებსა და რეგულაციებს;
ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ავიასაწარმო სხვაგვარად ვერ ასრულებს წინამდებარე შეთანხმების დებულებებს.
თუ მყისიერი გაუქმება, შეჩერება, ან პირობების დაწესება ამ მუხლის (1) პუნქტის შესაბამისად აუცილებელი არ არის ხელშემკვრელი მხარის კანონებისა და რეგულაციების შემდგომი დარღვევის თავიდან ასაცილებლად, თითოეული ხელშემკვრელი მხარე ამგვარი უფლებით ისარგებლებს მხოლოდ ხელშემკვრელ მხარეთა შორის კონსულტაციების ჩატარების შემდეგ, როგორც ეს გათვალისწინებულია წინამდებარე შეთანხმების მე-17 მუხლი