თითოეული ხელშემკვრელი მხარე, თავისი კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად, მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს, ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე, ათავისუფლებს  საიმპორტო შეზღუდვებისგან, საბაჟო გადასახდელისგან,  სააქციზო მოსაკრებლებისგან, შემოწმების საფასურისგან და სხვა სახელმწიფო მოსაკრებლებისა და გადასახდელებისაგან, რომლებითაც იბეგრება საჰაერო ხომალდები, საწვავი, საცხებ-საპოხი მასალები, სახარჯი ტექნიკური მარაგები,   სათადარიგო ნაწილები, მათ შორის ძრავები, საჰაერო ხომალდის ჩვეულებრივი მოწყობილობები, საჰაერო ხომალდის მარაგები და სხვა ისეთი ნივთები, როგორიცაა საკვები, სასმელი, ალკოჰოლური სასმელი, თამბაქო და სხვა პროდუქტები, რომლებიც განკუთვნილია გასაყიდად ან რეისის  განმავლობაში მგზავრთა მოხმარებისთვის და სხვა ნივთები, რომლებიც განკუთვნილია გამოსაყენებლად ან გამოიყენება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოების საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის ან ტექნიკური მომსახურებისათვის, ასევე დაბეჭდილი ავიაბილეთები, საჰაერო ზედნადებები, პერსონალის უნიფორმები  და სარეკლამო მასალები, რომლებსაც არ გააჩნია კომერციული ღირებულება არც ერთი ხელშემკვრელი მხარის კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად.

ამ მუხლით გათვალისწინებული გადასახადებისაგან თავისუფლდება ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ის ნივთები, რომლებიც:

შეტანილია ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ, ან მისი სახელით;

რჩება ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის ბორტზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ჩაფრენის მომენტიდან ამ ტერიტორიიდან გაფრენის მომენტამდე  და/ან გამოიყენება აღნიშნულ ტერიტორიაზე განხორციელებული რეისების განმავლობაში; ან

ატანილია ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის ბორტზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და განკუთვნილია გამოყენებისთვის შეთანხმებული მომსახურეის განხორციელების პროცესში; იმისდა მიუხედავად ხორციელდება თუ არა ამგვარი მასალების მთლიანად ან ნაწილობრივ გამოყენება ან მოხმარება იმ  ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, რომელმაც ავიასაწარმოები გაანთავისუფლა გადასახადებისგან, იმ პირობით, რომ ამ მასალებზე საკუთრების უფლების გადაცემა არ მომხდარა ზემოაღნიშნული ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.

როგორც საბორტო მოწყობილობა, ასევე მასალები, მარაგი და სურსათი, რომლებიც ჩვეულებრივ რჩება თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ ექსპლუატირებულ საჰაერო ხომალდზე, შეიძლება გადმოიტვირთოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მხოლოდ ამ მეორე ხელშემკვრელი მხარის საბაჟო ორგანოების თანხმობით. ასეთ შემთხვევაში, მათზე შეიძლება გავრცელდეს აღნიშნული ორგანოების ზედამხედველობა მანამ, სანამ არ განხორციელდება მათი რე-ექსპორტი ან სხვაგვარად განკარგვა მეორე ხელშემკვრელი მხარის საბაჟო წესების შესაბამისა