ორივე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოები სარგებლობენ დადგენილ მარშრუტებზე შეთანხმებული მომსახურების განხორციელების სამართლიანი და თანასწორი შესაძლებლობით.
თითოეული ხელშემკვრელი მხარე, თავისი იურისდიქციის ფარგლებში, გაატარებს ყველა სათანადო ზომას ყველა სახის დისკრიმინაციული ან არაკეთილსინდისიერი ანტიკონკურენციული პრაქტიკის აღმოსაფხვრელად, რომელიც ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოების კონკურენტულ პოზიციაზე.
დანიშნული ავიასაწარმოების მიერ განსახორციელებელი შეთანხმებული მომსახურების მთლიანი დატვირთვა უნდა შეთანხმდეს ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებებს შორის, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
მოთხოვნა გადაყვანა-გადაზიდვებზე ავიასაწარმოების დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და ტერიტორიიდან;
მოთხოვნა გადაყვანა-გადაზიდვებზე იმ ზონებში, რომლებშიც ხორციელდება შეთანხმებული მომსახურება, ადგილობრივი და რეგიონული საჰაერო მომსახურებების გათვალისწინებით; და
ავიასაწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნებ