თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ ყველა ღონე უნდა იხმაროს იმის უზრუნველსაყოფად, რომ თავისი გადასახადის ამკრეფი კომპეტენტური ორგანოების მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოებისთვის აეროპორტებით და სხვა საავიაციო საშუალებებით სარგებლობისათვის დაწესებული ან დასაწესებლად ნებადართული მომხმარებლის გადასახადი იყოს სამართლიანი და გონივრული. ეს გადასახადი უნდა ეფუძნებოდეს ეკონომიკურად დასაბუთებულ პრინციპებს და არ უნდა იყოს ამგვარი მომსახურებისათვის სხვა ავიასაწარმოებისთის დაწესებულ გადასახადზე უფრო მაღალი.

მომხმარებლის გადასახადთან მიმართებაში, არცერთმა ხელშემკვრელმა მხარემ არ უნდა მიანიჭოს უპირატესობა ანალოგიური საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის განმახორციელებელ საკუთარ ან  ნებისმიერ სხვა ავიასაწარმოებს და არ უნდა დააწესოს, ან არ უნდა დაუშვას  მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოსთვის იმაზე უფრო მაღალი მომხმარებლის გადასახადის დაწესება,  ვიდრე დაწესებულია თავისი საკუთარი ავიასაწარმოებისთვის, რომლებიც ახორციელებენ ანალოგიურ საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას, ანალოგიური საჰაერო ხომალდისა და მასთან დაკავშირებული საშუალებებისა და მომსახურების გამოყენებით.

თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ ხელი უნდა შეუწყოს  კონსულტაციების გამართვას თავის გადასახადის ამკრეფ კომპეტენტურ ორგანოებსა  და იმ დანიშნულ ავიასაწარმოებს შორის, რომლებიც სარგებლობენ ამ გადასახადის ამკრეფი ორგანოების მიერ უზრუნველყოფილი მომსახურებებითა და საშუალებებით. მომხმარებლის გადასახადის  ცვლილების შესახებ ნებისმიერი წინადადების შესახებ მომხმარებლებს, შესაბამის ინფორმაციასა და მონაცემებთან ერთად,  უნდა გაეგზავნოს შეტყობინება შეძლებისდაგვარად ადრე, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ცვლილების ამოქმედებამდე.  თითოეული ხელშემკვრელი მხარე ასევე წაახალისებს მომხმარებლის გადასახადებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლას თავის გადასახადის ამკრეფ კომპეტენტურ ორგანოებსა და ზემოაღნიშნული მომხმარებლებს შორი