1. მჭიდრო თანამშრომლობის სულისკვეთებით გამსჭვალული ხელმომწერი მხარეების საავიაციო ხელისუფლებანი დრო და დრო კონსულტაციებს გაუწევენ ერთმანეთს წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განხორციელებისა და მათი შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით.
2. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციები წინამდებარე შეთანხმებაში ან მის დანართში ცვლილებების შეტანის მიზნით. ეს კონსულტაციები დაიწყება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ მოთხოვნის მიღების დღიდან სამოცი (60) დღის განმავლობაში, თუ არ იქნა მიღწეული სხვაგვარი შეთანხმება.
ამგვარი კონსულტაციები შეიძლება გამართულ იქნას მოლაპარაკების ან მიწერ –მოწერის მეშვეობით.
3. წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება, რომელზეც შეთანხმდებიან ხელშემკვრელი მხარეები შევა ძალაში იმ დღიდან, როდესაც ხელშემკვრელი მხარეები წერილობით შეატყობინებენ ერთმანეთს მათი შესაბამისი კონსტიტუციული მოთხოვნების შესრულების შესახებ.
4. წინამდებარე ხელშეკრულების დანართის ნებისმიერი ცვლილება წერილობით უნდა შეთანხმდეს საავიციო ხელისუფლებებს შორის და ძალაში შევა აღნიშნული ხელისუფლებების მიერ განსაზღვრულ დროს