წინამდებარ ხელშეკრულება დროებით გამოიყენება მისი ხელმოწერიდან ოცდაათი (30) დღის გასვლის შემდეგ და ძალაში შედის ხელშემკვრელ მხარეთა მიერ, მათ სახელმწიფოებში კონსტიტუციული ფორმალობების შესრულების შესახებ, ერთმანეთის წერილობითი შეტყობინების მომდევნო მეორე თვის პირველ დღეს.
ამის დასტურად ქვემოთ ხელისმომწერებმა, რომელნიც სატანადო უფლებამოსილებებით იყვნენ აღჭურვილნი თავიანთი მთავრობების მიერ, ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას.
შესრულებულია ორ ეგზემპლარად ინგლისურ ენაზე ქ. ვასენაარში 1995 წლის 3 აპრილს.
საქართველოს რესპუბლიკის სახელით
ნიდერლანდების სამეფოს სახელით
დანართი
საქართველოს რესპუბლიკასა და ნიდერლანდების სამეფოს შორის შესაბამის ტერიტორიებს და მათ მიღმა საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების დანართი
1. ნიდერლანდების სამეფოს დანიშნულ ავიასაწარმოს ეძლევა უფლება განახორციელოს საჰაერო მიმოსვლა ქვემოთ დადგენილ მარშრუტებზე:
პუნქტები ნიდერლანდებში – შუალედური პუნქტები – პუნქტები საქართველოში – პუნქტები სახელმწიფოს საზღვრებს მიღმა – და პირიქით.
2. საქართველოს რესპუბლიკის დანიშნულ ავიასაწარმოს ეძლევა უფლება მარშრუტებზე:
პუნქტები საქართველოში – შუალედური პუნქტები – პუნქტები ნიდერლანდებში – პუნქტები სახელმწიფოს საზღვრებს მიღმა– და პირიქით.
3. ნებისმიერი ან ყველა შუალედური და/ან ქვეყნის გარეტ მდებარე პუნქტი დადგენილ მარშრუტებზე შეიძლება, თითოეული დანიშნული ავიასაწარმოს შეხედულებისამებრ, გამოტოვებულ იქნას ნებისმიერი ან ყველა რეისის შესრულებისას იმ პირობით, რომ ფრენა იწყება, შესაბამისად წყდება, იმ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, რომელმაც დანიშნა ავიასაწარმო.
4. ხელშემკვრელი მხარეების დანიშნულ ავიასაწარმოებს ექნებათ უფლება აწარმოონ ფრენები ზემოაღნიშნულ მარშრუტებზე სიხშირისა და საჰაერო ხომალდის ტიპისა და კონფიგურაციის შეზღუდვის გარეშე.
5. ნებისმიერი შუალედური და/ან ქვეყნის გარეთ მდებარე პუნქტი შეიძლება გამოყენებულ იქნას ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ, მხოლოდ მე–5 თავისუფლების უფლების გარეშე ამ პუნქტებსა და მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიას შორის. მიუხედავად ამისა, ამგვარი მე–5 თავისუფლების უფლება შეიძლება მიიღოს ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულმა ავიასაწარმომ მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხალისუფლებისაგან წინასწარ ნებართვის მოპოვების შემდეგ
მუხლი 23. ძალაში შესვლა
მეზობელი მუხლები
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკისა და ნიდერლანდების სამეფოს შორის მათ შესაბამის ტერიტორიებსა და მის მიღმა საჰაერო მიმოსვლის შესახებ“, მუხლი 23. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1211350/muxli-23/