თითოეულ დანიშნულ ავიასაწარმოს ექნება უფლება მოთხოვნისთანავე გაუკეთოს კონვერტირება და საზღვარგარეთ გადარიცხოს მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებული შემოსავალი იმ თანხების გამოკლებით, რომელიც ადგილობრივად დაიხარჯა. კონვერტირება და გადარიცხვა ნებადართულია ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მიმდინარე სავალუტო ოპერაციების იმ გადაცვლის კურსით, რომელიც ამგვარი შემოსავლის კონვერტაციისა და გადარიცხვის წარდგენის დროს არსებობს და არ ექვემდებარება არანაირ გადასახდელებს ამგვარი კონვერტირებისა და გადარიცხვებისათვის ბანკების მიერ დაწესებული მომსახურების საფასურის გადახდის გარდა