1. ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოებს მიენიჭებათ უფლება მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც ეხება მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე შესვლას, ცხოვრებასა და დასაქმებას, შეიყვანოს და ჰყავდეს საკუთარი მმართველი, ტექნიკური, ოპერატიული პერსონალი და სხვა სპეციალისტები, რომლებიც საჭიროა საჰაერო მიმოსვლის უზრუნველსაყოფად.
2. თითოეული ხელშეკმვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს ენიჭებათ უფლება მოახდინოს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის რეალიზაცია მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე ან უშუალოდ ან ამ ავიასაწარმოს მიერ დანიშნული აგენტების მეშვეობით იმ ხელშემკვრელი მხარის კანონებისა და წესების თანახმად, სადაც ხდება მოქმედება. თითოეული ხელშეკმვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოებს ენიჭებათ უფლება გაყიდონ, ნებისმიერ პირს კი უფლება ექნება შეისყიდოს ამგვარი გადაყვანა-გადაზიდვები ადგილობრივ ფულად ერთეულში