და რეალიზაციები
1. ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს ენიჭება ეფლება მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი წესებისა და კანონების საფუძველზე, რომლებიც შეეხება ამ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლას, ცხოვრებასა და სამუშაოზე აყვანას, შეიყვანოს და ჰყავდეს მის ტერიტორიაზე მმართველი, ტექნიკური, მომსახურე პერსონალი და სხვა სპეციალისტები, რომლებიც აუცილებელია საჰაერო მიმოსვლის უზრუნველსაყოფად.
2. დანიშნული ავისაწარმოს წარმომადგენლობა და ოფისი(ოფისები) უნდა დაექვემდებაროს, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოქმედ კანონებსა და წესებს.
3. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს უფლება აქვს გამოიყენოს ნებისმიერი იმ სხვა ორგანიზაციის, კომპანიის ან ავიასაწარმოს მომსახურება და პერსონალი, რომელიც მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ეწევა საქმიანობას.
4. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს უფლება აქვს დააფუძნოს ოფისი(ოფისები) და პირდაპირ ან დანიშნული ავიაისაწარმოს მიერ შერჩეული აგენტების მეშვეობით მიიღოს მონაწილეობა საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის რეალიზაციაში მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, ამ ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი კანონებისა და წესების შესაბამისად. თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს აქვს უფლება თავისუფლად გაყიდოს ამგვარი მომსახურება და ნებისმიერ პირს შეუძლია თავისუფლად იყიდოს ეს გადაყვანა-გადაზიდვა ადგილობრივ ფულად ერთეულში ან ნებისმიერ თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში, შესაბამისი ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი სათანადო კანონებისა და წესების მიხედვი