1. ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლისას ან ტერიტორიაზე ყოფნისას, საჰაერო ხომალდი, რომელიც ექსპლუატირებულია საერთაშორისო საჰაერო ხაზებზე მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების მიერ, ასევე მათი მუდმივი აღჭურვილობა, საწვავ-საცხები მასალები, გამოსაყენებელი ტექნიკური მასალები, სათადარიგო ნაწილები ძრავების ჩათვლით და საჰაერო ხომალდზე არსებული მარაგი (რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება იმ სურსათით, სასმელებითა და სპირტიანი სასმელებით, თამბაქოთი და სხვა პროდუქტებით, რომლებიც განკუთვნილია გაყიდვისა და მოხმარებისათვის მგზავრების მიერ ფრენის დროს შეზღუდული რაოდენობით), მიწისზედა მოწყობილებები, ისევე როგორც საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისას ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის მხოლოდ ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურებისათვის განკუთვნილი ან გამოყენებული სხვა საშუალებები, დროებით და მათ რეექსპორტამდე, უნდა გათავისუფლდეს ყველა სახის საბაჟო გადასახდელებისაგან, მოსაკრებლებისაგან და მსგავსი გადასახდელებისგან რომლებიც დაწესებულია სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, იმ პირობით, რომ ეს მოწყობილობები და მარაგი დარჩება საჰაერო ხომალდის ბორტზე.
2. გარდა უზრუნველყოფილი მომსახურებისათვის დაწესებული გადასახდელებისა, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული არაპირდაპირი გადასახადების, მოსაკრებლებისა და გადასახდელებისაგან ნაცვალგების პრინციპით ასევე თავისუფლდება:
a) საჰაერო ხომალდის მარაგი, რომელიც გონივრულ ფარგლებში შემოტანილია ან მომარაგებულია ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და ატანილია საჰაერო ხომალდის ბორტზე, საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განმახორციელებელი მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების საჰაერო ხომალდზე მოხმარების მიზნით, მაშინაც როდესაც ეს მარაგები განკუთვნილია მგზავრობის იმ მონაკვეთზე გამოსაყენებლად, რომელიც ხორციელდება ხელშემკვრელი მხარის იმ ტერიტორიაზე, სადაც ისინი ატანილია ბორტზე;
b) მუდმივი აღჭურვილობა, სათადარიგო ნაწილები ძრავების ჩათვლით, რომლებიც შეტანილია ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და განკუთვნილია მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლისას ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის მომსახურებისათვის, ტექნიკური მომსახურების, რემონტისა და მომარაგებისათვის;
c) საწვავი, საცხები მასალები და ტექნიკური მოხმარების საშუალებები, რომლებიც შემოტანილია ან მომარაგებულია ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს საერთაშორისო საჰაერო ხაზებზე ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდისათვის, მაშინაც როდესაც ეს მარაგები განკუთვნილია გამოსაყენებლად მგზავრობის იმ მონაკვეთზე, რომელიც ხორციელდება ხელშემკვრელი მხარის იმ ტერიტორიაზე, სადაც ისინი ატანილია ბორტზე;
d) შეთანხმებული მიმოსვლის უზრუნველყოფასა და განვითარებასთან დაკავშირებული დაბეჭდილი დოკუმენტები და სარეკლამო მასალები, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება განრიგებით, ბროშურებით, დაბეჭდილი ბილეთებით, ავიაზედდებულებითა და დაბეჭდილი ნიმუშებით, რომლებიც შეტანილია ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და მათი გაცემა მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების მიერ განზრახულია უფასოდ.
3. სატაბელო საბორტო ქონება, აგრეთვე მასალები და მარაგი, რომელიც ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის ბორტზეა, შეიძლება გადმოტვირთულ იქნეს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მხოლოს ამ ტერიტორიაზე მოქმედი საბაჟო ხელისუფლების თანხმობით. ამ შემთხვევაში ისინი შესაძლოა მოექცნენ აღნიშნული ხელისუფლებების მეთვალყურეობის ან კონტროლის ქვეშ იმ დრომდე, სანამ არ მოხდება მათ გატანა ან სხვაგვარად განკარგვა ამ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს საბაჟო წესების შესაბამისად.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათები გამოიყენება აგრეთვე, როდესაც ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავისაწარმოს ან ავისაწარმოებს გაფორმებული აქვთ შეთანხმება სხვა ავიასაწარმოსთან, რომელიც მეორე ხელშემკვრელი მხარისგან სარგებლობს მსგავსი შეღავათებით ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში ჩამოთვლილი საგნების სესხით აღების ან მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე გადატანისას.
5. მიუხედავად ნებისმიერი სხვა საწინააღმდეგო დებულებებისა, წინამდებარე შეთანხმებაში აღნიშნული ვერც ერთი დებულება ვერ შეუშლის ხელს ჩეხეთის რესპუბლიკას დააკისროს მოსაკრებელი, ბაჟი, გადასახადი ან სხვა საფასური, საკუთარ ტერიტორიაზე საქართველოს მიერ დანიშნული გადამზიდველისათვის საჰაერო ხომალდზე მიწოდებულ იმ საწვავზე, რომელიც გამოიყენება ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ ერთ პუნქტსა და ჩეხეთის რესპუბლიკის ან ევროგაერთიანების სხვა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე არსებულ სხვა პუნქტს შორის ფრენების შესასრულებლა