გაუქმება ან შეჩერება
1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას უფლება აქვს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს შეუჩეროს ექსპლუატაციის უფლებამოსილება, გააუქმოს წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლის შესაბამისად მინიჭებული უფლებებით სარგებლობა ან წაუყენოს მას ისეთი დროებითი ან მუდმივი პირობები, როგორსაც ჩათვლის საჭიროდ, იმ შემთხვევაში, თუ:
a) საქართველოს მიერ დანიშნული ავიასაწარმოს შემთხვევაში:
i. ავიასაწარმო არ არის დაფუნებული საქართველოს ტერიტორიაზე ან არ გააჩნია საქართველოს, მიერ გაცემული მოქმედი საექსპლუატაციო უფლებამოსილება ან მოქმედი ექსპლუატანტის სერტიფიკატი; ან
ii. ავიასაწარმოს ფაქტობრივ ნორმატიულ კონტროლს არ ახორციელებს საქართველო.
b) ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს შემთხვევაში:
i) ავიასაწარმო არ არის დაფუძნებული ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ევროგაერთიანების შესახებ ხელშეკრულებების შესაბამისად ან მას არ გააჩნია ევროგაერთიანების კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ექსპლუატანტის ლიცენზია.
ii) ავიასაწარმოს ფაქტობრივი ნორმატიული კონტროლი არ ხორციელდება ევროგაერთიანების იმ წევრი სახელმწიფოს მიერ, რომელიც პასუხისმგებელია ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემაზე ან დანიშვნაში მკაფიოდ არ არის მითითებული შესაბამისი საავიაციო ხელისუფლება;
iii) ავიასაწარმოს მფლობელი არ არის და მიეს ეფექტურ კონტროლს, უშუალოდ ან უპირატესი მფლობელობით, არ ახორციელებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და/ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქე, ან წინამდებარე შეთანხმების დანართში ჩამოთვლილი სხვა სახელმწიფო და/ან აღნიშნული სხვა სახელმწიფოს მოქალაქენი.
c) მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმო არ აკმაყიფილებს წინამდებარე შეთნხმების მე-13 და მე-14 მუხლების პირობებს;
d) ავიასაწარმო, იმ საავიაციო ხელისუფლებების წინაშე, რომელიც ანიჭებს მას აღნიშნულ უფლებებს, ვერ ამტკიცებს, რომ მას ძალა შესწევს შეასრულოს აღნიშნული ხელისუფლებების მიერ კონვენციის შესაბამისად გამოყენებული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში მოქმედი კანონები და წესები; ან
e) ავიასაწარმო რაიმე სხვა მიზეზით ვერ ასრულებს შეთანხმებულ მომსახურებას წინამდებარე შეთანხმების პირობების შესაბამისად.
2. თუ დაუყოვნებლივ არ არის საჭირო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების გაუქმება, უფლებებით სარგებლობის შეჩერება ან პირობების წაყენება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში მოქმედი კანონებისა და წესების შემდგომი დარღვევა, ამ უფლებით სარგებლობა მოხდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებასთან კონსულტაციების ჩატარების შემდეგ. ამ სახის კონსულტაციები უნდა ჩატარდეს ოცდაათი (30) დღის განმავლობაში მათი მოთხოვნის დღიდან, თუ ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფლებები სხვა ვადაზე არ შეთანხმდებია
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ · რედაქცია 08.11.2010
მუხლი 4. საექსპლუატაციო უფლებამოსილების
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. განმარტებები
- მუხლი 2. მიმოსვლის უფლებების მინიჭება
- მუხლი 3. ავიასაწარმოს დანიშვნა და ექსპლუატაციის
- მუხლი 5. მომხმარებლის გადასახდელი
- მუხლი 6. საბაჟო გადასახდელები და გადასახადები
- მუხლი 7. შემოსავლების გადარიცხვა
- მუხლი 8. შეთანხმებული მიმოსვლის განხორციელების
- მუხლი 9. სტატისტიკური მონაცემებით უზრუნველყოფა
- მუხლი 10. ტარიფები
- მუხლი 11. ავიასაწარმოს წარმომადგენლობა
- მუხლი 12. მიწისზედა მომსახურება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“, მუხლი 4, №0, 08.11.2010, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016072 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.11.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1545198/muxli-4/