უფლებამოსილების მინიჭება
1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვს, შეთანხმებული მიმოსვლის განხორციელების მიზნით საკუთარი მხრიდან დანიშნოს ერთი ან რამდენიმე ავიასაწარმო, გააუქმოს რომელიმე ავიასაწარმოს დანიშვნა ან შეცვალოს უკვე დანიშნული ავიასაწარმო სხვა ავიასაწარმოთი.
2. საავიაციო ხელისუფლება, რომელსაც მიღებული აქვს შეტყობინება დანიშვნის შესახებ, ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად დაუყოვნებლივ მიანიჭებს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს სათანადო საექსპლუატაციო უფლებამოსილებას.
3. ერთი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებამ შეიძლება მოსთხოვოს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ შეთანხმებული მიმოსვლის განხორციელებისას მას შეუძლია პირველი ხელშემკვრელი მხარის იმ კანონებისა და წესების პირობების შესრულება, რომლებიც არეგულირებენ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას კონვენციის დებულებების შესაბამისად.
4. თითოეული ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას შეუძლია უარი თქვას ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საექსპლუატაციო უფლებამოსილების მინიჭებაზე ან წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლით განსაზღვრული უფლებებით სარგებლობის ავიასაწარმოს მოსთხოვოს ისეთი პირობების შესრულება, როგორსაც ჩათვლის საჭიროდ, ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ამ ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლება არ არის დარწმუნებული, რომ:
a) საქართველოს მიერ დანიშნული ავიასაწარმოს შემთხვევაში:
i. ავიასაწარმო დაფუძნებულია საქართველოს ტერიტორიაზე და აქვს საქართველოს მიერ გაცემული საექსპლუატაციო უფლებამოსილება და/ან საჰაერო ექსპლუატანტის სერტიფიკატი; და
ii. ავიასაწარმოს ფაქტობრივი ნორმატიული კონტროლი ხორციელდება საქართველოს მიერ.
b) ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ ავისაწარმოს დანიშვნის შემთხვევაში:
i. ავიასაწარმო დაფუძნებულია ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ევროგაერთიანების შესახებ ხელშეკრულებების მიხედვით და გააჩნია ევროგაერთიანების კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ექსპლუატანტის ლიცენზია.
ii. ავიასაწარმოს ფაქტობრივი ნორმატიული კონტროლი ხორციელდება ევროგაერთიანების იმ წევრი სახელმწიფოს მიერ, რომელიც პასუხისმგებელია ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემაზე და შესაბამისი საავიაციო ხელისუფლება მკაფიოდ არის მითითებული დანიშვნაში; და
iii. ავიასაწარმოს მფლობელია და მის მფლობელობას უშუალოდ ან უპირატესი მფლობელობის მეშვეობით აგრძელებს ევროგაერთიანების წევრი სახელმწიფო და/ან მისი მოქალაქეები, ან წინამდებარე შეთანხმების დანართში ჩამოთვლილი სხვა სახელმწიფო და/ან აღნიშნული სხვა სახელმწიფოს მოქალაქენი და მას ყოველთვის აქტიურად გააკონტროლებენ აღნიშნული სახელმწიფოები და/ან აღნიშნული მოქალაქეები.
c) მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმო აკმაყოფილებს წინამდებარე შეთანხმების მე-13 და მე-14 მუხლების დებულებებს.
5. ამგვარად დანიშნულ და უფლებამოსილებით აღჭურვილ ავიასაწარმოს ნებისმიერ დროს შეუძლია დაიწყოს შეთანხმებული მიმოსვლა იმ პირობით, რომ კონკრეტული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისას გამოსაყენებელი ტევადობა, ტარიფები და ფრენის განრიგები მოქმედია წინამდებარე შეთანხმების დებულებათა შესაბამისა