წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს:
a) ტერმინი ,,კონვენცია” ნიშნავს 1944 წლის 7 დეკემბერს ქ. ჩიკაგოში ხელმოსაწერად გახსნილ კონვენციას ,,საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ”, კონვენციის 90-ე მუხლის თანახმად მიღებულ მის ნებისმიერ დანართს და კონვენციის 90-ე და 94-ე მუხლების შესაბამისად ამ დანართების ან კონვენციის ნებისმიერ შესწორებას, თუ ეს დანართები და შესწორებები ძალაშია ორივე ხელშემკვრელი მხარისათვის;
b) ტერმინი ,,საავიაციო ხელისუფლება“ საქართველოსთან მიმართებაში ნიშნავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და/ან ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციას, ჩეხეთის რესპუბლიკასთან მიმართებაში ტრანსპორტის სამინისტროს, ან ორივე შემთხვევაში ნებისმიერ პიროვნებას ან ორგანიზაციას, რომლებიც შეიძლება აღჭურვილ იქნენ უფლებამოსილებით, შეასრულონ ამ უწყებათა კომპეტენციაში შემავალი ფუნქციები;
c) ტერმინი ,,დანიშნული ავიასაწარმო“ ნიშნავს ავიასაწარმოს, რომელიც დანიშნულია და მინიჭებული აქვს უფლებამოსილება წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის თანახმად;
d) ტერმინს ,,ტერიტორია” სახელმწიფოებთან მიმართებაში აქვს კონვენციის მე-2 მუხლით განსაზღვრული მნიშვნელობა;
e) ტერმინებს ,,საჰაერო მიმოსვლა”, ,,საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა”, ,,ავიასაწარმო” და ,,გაჩერება არაკომერციული მიზნებით” აქვთ კონვენციის 96-ე მუხლით განსაზღვრული შესაბამისი მნიშვნელობა;
f) ტერმინი ,, წინამდებარე შეთანხმება“ მოიცავს ამ შეთანხმებას, მის დანართს და ამ შეთანხმების ან დანართის ნებისმიერ შესწორებას;
g) ტერმინი ,,მომხმარებლის გადასახდელი” ნიშნავს გადასახდელს, რომელიც კომპეტენტური ხელისუფლების ორგანოს მიერ ან მისი ნებართვით, არის ავიასაწარმოებისათვის დაწესებული აეროპორტის ქონებით, მოწყობილობებით ან საჰაერო ნავიგაციის საშუალებებით სარგებლობისათვის და მოიცავს საჰაერო ხომალდის, მისი ეკიპაჟის, მგზავრების, ტვირთის, მომსახურების და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული მოწყობილობებით სარგებლობის გადასახდელს;
h) ტერმინი ,,ტარიფი” ნიშნავს მგზავრთა გადაყვანის, ბარგისა და ტვირთის გადაზიდვის ღირებულებას და იმ პირობებს, რომელთა შესაბამისადაც ეს ღირებულება მოქმედებს სააგენტოსა და სხვა დამატებითი მომსახურების ღირებულების და პირობების ჩათვლით და არ ითვალისწინებს ფოსტის გადატანის ღირებულებასა და პირობებს;
i) ტერმინი ,,მეხუთე თავისუფლება“ ნიშნავს უფლებას, რომელსაც ერთი ხელშემკვრელი მხარე ანიჭებს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიასაწარმოს მგზავრების, ბარგის, ტვირთისა და ფოსტის პირველი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიასა და მესამე ქვეყანას შორის გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელების მიზნით;
j) ტერმინი ,,ტევადობა“:
j.a) საჰაერო ხომალდთან მიმართებაში დაწესებულ მარშრუტზე საჰაერო ხომალდის შესაძლო სარგებლიან დატვირთვას;
j.b) შეთანხმებულ მიმოსვლასთან დაკავშირებით ნიშნავს დაწესებულ მარშრუტზე საჰაერო მიმოსვლისას გამოსაყენებელი საჰაერო ხომალდის ტევადობის ნამრავლს ამ საჰაერო ხომალდის მიერ განსაზღვრული დროის პერიოდში განხორციელებული ფრენების სიხშირეზე;
k) ტერმინი ,,ევროგაერთიანების შესახებ ხელშეკრულებები“ ნიშნავს, ევროგაერთიანების შესახებ ხელშეკრულებას და ევროგაერთიანების ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულება
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ · რედაქცია 08.11.2010
მუხლი 1. განმარტებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. მიმოსვლის უფლებების მინიჭება
- მუხლი 3. ავიასაწარმოს დანიშვნა და ექსპლუატაციის
- მუხლი 4. საექსპლუატაციო უფლებამოსილების
- მუხლი 5. მომხმარებლის გადასახდელი
- მუხლი 6. საბაჟო გადასახდელები და გადასახადები
- მუხლი 7. შემოსავლების გადარიცხვა
- მუხლი 8. შეთანხმებული მიმოსვლის განხორციელების
- მუხლი 9. სტატისტიკური მონაცემებით უზრუნველყოფა
- მუხლი 10. ტარიფები
- მუხლი 11. ავიასაწარმოს წარმომადგენლობა
- მუხლი 12. მიწისზედა მომსახურება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“, მუხლი 1, №0, 08.11.2010, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016072 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.11.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1545198/muxli-1/